imedi /  25 ნოემბერი 2019, 00:09 / სანდო წყარო

National Geographic-მა მოგზაურობისთვის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა

აბუ სიმბელი ეგვიპტე

აბუ სიმბელი

National Geographic-მა ტურისტებისთვის 2020 წლის საუკეთესო 25 მიმართულება დაასახელა, რომელიც 4 კატეგორიად არის დაყოფილი: კულტურა, ქალაქი, ბუნება და თავგადასავალი. 

მათ, ვინც მოგზაურობას კულტურის გასაცნობად გეგმავს, National Geographic-ი სთავაზობს ეწვიონ ასტურიას (ესპანეთი), გუიჯოუს პროვინციას (ჩინეთი), გობეკლი ტეპეს (თურქეთი), მაიას (გვატემალა), მენდოზას პროვინციას (არგენტინა), აბუ სიმბელს (ეგვიპტე). 

ქალაქების მოყვარულებს გამოცემა ფილადელფიის (აშშ), ტელჩის (ჩეხეთი), ფორტ კოჩის (ინდოეთი), მოშტარის (ბოსნია ჰერცოგოვინა), პარმის (იტალია) და პუებლას (მექსიკა) მონახულებას სთავაზობს. 

ბუნების მხრივ საუკეთესო ადგილებად მადლენის კუნძულები (კანადა), კალაჰარის უდაბნო (ბოტსვანა), ბელოვეჟის ტყე (ბელარუსი/პოლონეთი), ლურჯი მარშრუტი (უნგრეთი), კანარის კუნძულები (ესპანეთი), მალდივები, დიდი კანიონი (აშშ). 

თავგადასავლების მაძიებლებს National Geographic-ის ექსპერტები ტასმანიაში (ავსტრალია), გლოსგლოკნერის მაღალმთიან გზაზე (ავსტრია), უეილს უეიში (დიდი ბრიტანეთი), ტოჰოკუში (იაპონია), კამჩატკის ნახევარკუნძულზე (რუსეთი), და ზაკუმას ეროვნულ პარკში (ჩადი) ეპატიჟებიან. 

სიის შედგენაში მონაწილეობა გამოცემის რეგიონალურმა რედაქტორებმა, ფოტოგრაფებმა, ჟურნალისტებმა, მკვლევარებმა და მოგზაურებმა მიიღეს.

ყველა სიახლე

ევროკავშირი თურქეთი დროშები

19 იანვარი 2020, 21:04

ეკონომიკა

ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას არ შეუმცირებს

შესაბამისი განმარტება ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის საკითხებში პიტერ სტანომ გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციამ თურქეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელმა თურქეთს დახმარება 75%-ით შეუმცირა.

ორსულობა

19 იანვარი 2020, 20:43

ტექნოლოგიები

როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს ორსულობის კონტროლი რომ შეეძლოთ

ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება ქალს უფრო დაბალ საფეხურზე ხედავდა, ვიდრე კაცს. არც ისე დიდი ხნის წინ კი მეცნიერებმა დაიწყეს გასაოცარი მეთოდების აღმოჩენა, რომელთა დახმარებითაც გამრავლების საკითხში ბევრი მდედრობითი სქესის ცხოველის უპირატესობები დგინდება.

Crew Dragon

19 იანვარი 2020, 20:22

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ხომალდ Crew Dragon-ის სამაშველო სისტემა გამოსცადა

ხომალდის ოთხივე პარაშუტი წარმატებით გაიხსნა და ასტრონავტებისტვის განკუთვნილი კაფსულა ატლანტის ოკეანეში დაეშვა. ტესტი აშშ-ში, ფლორიდაში ჩატარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარმატებული ტესტის შემდეგ NASA Crew Dragon-ს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენებისთვის საჭირო სერტიფიკატს მიანიჭებს.

მესამე მსოფლიო ომი

19 იანვარი 2020, 20:02

ტექნოლოგიები

გამოკითხული მილენიალების ნახევარი ფიქრობს რომ მესამე მსოფლიო ომს მოესწრება

20-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 50% შიშობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მათი ცხოვრების განმავლობაში დაიწყება. შვეიცარიელი რესპონდენტები შედარებით პესიმისტები აღმოჩნდნენ - მათ შორის ომს გამოკითხულთა 56% უშვებს", - წერს გამოცემა. კვლევაში 16 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2020, 19:38

მსოფლიო

ჯონსონმა და მაკრონმა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სურვილი დაადასტურეს

„ლიდერებმა ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, ხანგრძლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაა საჭირო“, - ნათქვამია ჯონსონის და მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი

19 იანვარი 2020, 19:18

მსოფლიო

შვედეთი თავდაცვის სფეროს ხარჯებს ზრდის

იანვრის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენცია Folk och Försvar-ზე შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი სამხედრო, ახალი სამხედრო ტექნიკა, მეტი ვერტმფრენი და წყალქვეშა ნავი უნდა ჰქონდეს: შვედეთმა უნდა გააძლიეროს თავისი საომარი მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრის მოსაზრებებს იზიარებენ სამხედრო თანამდებობის პირებიც.

მეუფე მელქისედეკი

19 იანვარი 2020, 18:58

საქართველო

მეუფე მელქისედეკი ეკლესიასთან დაკავშირებულ კვლევას განმარტავს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას პასუხობს. მეუფე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოქმედებდეს.

Facebook

19 იანვარი 2020, 18:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა აშშ-ის პოლიციის მიერ აპლიკაცია Clearview-ს გამოყენების გამო გამოძიება დაიწყო

აპლიკაციას სულ ცოტა 600 დეპარტამენტი იყენებს. Clearview-სადმი წვდომა 2 ათასი დოლარი ღირს. მომხმარებელი სისტემაში ეჭვმიტანილის ფოტოს ტვირთავს, სისტემა კი მას სოცქსელებში, ღია წვდომაში გამოქვეყნებულ სურათებს ადარებს.

ვოთსაპი

19 იანვარი 2020, 18:33

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა

WhatsApp-ის მუშაობაში ხარვეზი დაფიქსირდა. მომხმარებლებს აპლიკაციაში გიფების, ფოტოების, ვიდეოების გაგზავნა და მიღება/ჩამოტვირთვის პრობლემა აქვთ, ასევე ხარვეზია ქსელში სტატუსის ატვირთვის დროს. პრობლემებია როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

შეტაკება ბეირუთი

19 იანვარი 2020, 18:25

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ლიბანის წითელმა ჯვარმა სამედიცინო დახმარება 220 ადამიანს გაუწია, 80 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია კი 114 დაშავებულს დაეხმარა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება 18 იანვარს მოხდა.

იემენი

19 იანვარი 2020, 18:21

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბანაკაზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია

იემენში, ქალაქ მარიბში სამხედროების საწვრთნელ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ ცოტა 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. ბანაკი დედაქალაქიდან 170 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

ვოლსკი კონგრესმენის წერილს კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილს მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.

მიანმარი

19 იანვარი 2020, 18:02

მსოფლიო

Facebook-მა ჩინეთის პრეზიდენტის სახელის არასწორი თარგმანის გამო მოიბოდიშა

სოციალური ქსელის მიერ სი ძინპინის სახელის უხეში თარგმანი ჩინეთის პრეზიდენტის მიერ მიანმარში ვიზიტის მეორე დღეს გამოჩნდა ქსელში, როდესაც ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დაიპოსტა. შაბათს სი ძინპინი მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2020, 17:50

მსოფლიო

გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მასპინძლობს

გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე ელოდებიან აშშ-ის სახელმწფიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებს.

დიდთოვლობა კანადა

19 იანვარი 2020, 17:21

მსოფლიო

კანადაში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, უამინდობა პროვინციაში ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი ფიქსირდება. ზოგ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლე 76 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც მოსახლეობა სახლებიდან ვერ გამოდის. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შავი ყუთი

19 იანვარი 2020, 17:05

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას უარყოფს

„შავი ყუთების გაშიფრვას აქ, ირანში ვცდილობთ. უკრაინის და საფრანგეთის ვარიანტებსაც განვიხილავთ, მაგრამ ყუთების სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა ჰასან რეზაიფირმა. 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი შავ ყუთებს კიევში გაგზავნის.

ავსტრალია წყალდიდობა

19 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატში ქარიშხლისთვის ემზადებიან

სპეციალისტები ძლიერი ქარის და უხვი ნალექის პროგნოზს აკეთებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება. ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა.

ბრიჯიტ მაკრონი

19 იანვარი 2020, 16:35

ტაბლოიდი

ბრიჯიტ მაკრონი: საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი ჰგონია

საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი და რეალობისგან მოწყვეტილი ჰქგონია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონის თავდაჯერებულობა საკითხების ღრმა ცოდნითა და შემეცნებით არის გამოწვეული, თუმცა თუ მასზე ასეთი წარმოდგენა აქვს არსებობს, ეს პრობლემაზე მიუთითებს.

ახალციხე სასამართლო

19 იანვარი 2020, 16:30

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000 ლარის გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ხანძარი

19 იანვარი 2020, 16:14

ძალოვნები

ბელიაშვილზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

„მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.