imedi /  29 ნოემბერი 2019, 14:26 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში იზოლაციაში მცხოვრები ბავშვების მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ფერმა ნიდერლანდები

კაცს, რომელსაც ნიდერლანდებში თავისი შვილები ფერმაში ჰყავდა გამომწყვდეული, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ 67 წლის ეჭვმიტანილი 9 შვილის მამაა. ამასთან ერთად, სექსუალურ ძალადობას ის მხოლოდ ორი უფროსი შვილის მიმართ ახორციელებდა. მათივე ცნობით, იზოლაციაში მცხოვრები ოჯახის აღმოჩენის დროს დაზარალებულები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ფერმაში კი მხოლოდ ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. ცხრავე ბავშვის დედა 2004 წელს გარდაიცვალა.

ნიდერლანდებში ფერმაში გამოკეტილი 6 და-ძმის მამა 18 ოქტომბერს დააკავეს. ამავე საქმეზე დაკავებულია ავსტრიის 58 წლის მოქალაქე, რომელიც ფერმას ქირაობდა. პოლიცია მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ფულის გათეთრებასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. ჩხრეკისას ფერმაში ფულის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. დაკავებულებმა სავარაუდოდ სექტა ჩამოაყალიბეს და 6 ახალგაზრდას ფერმაში ძალით აკავებდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდების მამა და ავსტრიის მოქალაქე წარსულში მეზობლად ცხოვრობდნენ და ქრისტიანული სექტა „მუნიტების“ წევრები იყვნენ. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიდერლანდებში მამას 6 შვილი სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი, 15 ოქტომბერს გავრცელდა. პოლიციის ცნობით, გაუგებარია სად დაიბადნენ ბავშვები, რადგან მათ არასოდეს უვლიათ სკოლაში და არსად არიან დარეგისტრირებულნი.

ყველა სიახლე

იურგენ კლოპი

13 დეკემბერი 2019, 18:03

სპორტი

იურგენ კლოპმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

გერმანელი მწვრთნელი ინგლისურ კლუბში 2024 წლამდე ზაფხულამდე დარჩება. კლოპს ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლოს ეწურებოდა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ინგლისის ჩემპიონატში კი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

13 დეკემბერი 2019, 18:00

თემა

ბოტულიზმს და ბოტოქსს შორის კავშირი მართლაც არსებობს? ესე იგი, ბოტოქსით ინტოქსიკაცია შესაძლებელია?

ფილმების ფესტივალი

13 დეკემბერი 2019, 17:56

კულტურა

თბილისი მიგრაციის ფილმების გლობალურ ფესტივალს მასპინძლობს

„მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“.

იმპორტი-ექსპორტი

13 დეკემბერი 2019, 17:52

ეკონომიკა

საქსტატი: 11 თვეში ექსპორტი გაიზარდა და იმპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 17:51

საქართველო

გახარია: პოლიტიკურ პროცესში გაჩდნენ პოლიტიკური ხულიგნები

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ. ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და საპარლამენტო პროცესები, მათი ადგილი არის ქუჩაში და ვფიქრობ, დიდი ხანი მოუწევთ კარვებში ცხოვრება“, - განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 17:42

ძალოვნები

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 17:42

საქართველო

გახარია სუამ-ის სამიტის დროს რუსულ ენაზე გამოსვლაზე: ენას პროტოკოლი განსაზღვრავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისივე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს. „საერთოდ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი“.

კევინ ჰარტი

13 დეკემბერი 2019, 17:37

კულტურა

წლის ყველაზე სკანდალური ადამიანები დასახელდნენ

მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი სკანდალში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაეხვა. დეკემბერში ის ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა.

დასაქმების ფორუმი

13 დეკემბერი 2019, 17:34

ეკონომიკა

თელავში, სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზეს

თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტი დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

13 დეკემბერი 2019, 17:10

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ამ მიზეზის გამო სხდომა დღის მეორე ნახევარში აღარ განახლდება.

13 დეკემბერი 2019, 17:10

თემა

რა უნდა იცოდეთ თუ ფრილანსერობა გადაწყვიტეთ. რჩევები

ყოველ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელსაც დილაადრიან ადგომა არ უწევს და არც სამსახურში დროზე ყოფნის ვალდებულება აქვს. ასეთი ადამიანები თავად ირჩევენ კომფორტულ სამუშაო გარემოს და მათ ინტერესებზე მორგებულ დღის წესრიგსაც თავად ადგენენ. მათ ფრილანსერებს უწოდებენ. თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე. ვინ არის ფრილანსერი? დასაქმების ამ ფორმას რა უპირატესობა აქვს და რა პრობლემი ახლავს?

ტეილორ სვიფტი

13 დეკემბერი 2019, 17:07

კულტურა

ათწლეულის მუსიკოსი ქალი დასახელდა

ნოემბერში სვიფტმა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში American Music Awards-ის რიგით 47-ე დაჯილდოებაზე მაიკლ ჯექსონის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. მომღერალს ახლა 29 AMAs-ის ჯილდო აქვს მიღებული, ხოლო მაიკლ ჯექსონი 24 ჯილდოს მფლობელი იყო.

13 დეკემბერი 2019, 16:56

საქართველო

სკოლიდან წასვლა და ფულადი ჯილდოს მიღება კიდევ 1600 საპენსიო ასაკის მასწავლებელს სურს

საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სკოლიდან გასვლისა და ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი კიდევ 1600-მა საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელმა გამოთქვა. პროექტის პირველი ფაზა შემოდგომაზე დასრულდა და მასში მონაწილეობა 6 450-მა პედაგოგმა მიიღო.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 16:50

ძალოვნები

გიორგი ვაშაძის და მოძრაობა „ლელოს“ წევრების პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო

პარლამენტთან გუშინ დაკავებული გიორგი ვაშაძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, გაიზიარებს თუ არა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი დაცვის მხარის პოზიციას.

სასამართლო რეფორმა

13 დეკემბერი 2019, 16:46

საქართველო

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

დაკავება

13 დეკემბერი 2019, 16:45

ძალოვნები

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

ტაილანდური მასაჟი

13 დეკემბერი 2019, 16:37

კულტურა

იუნესკომ ტაილანდური მასაჟი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ტაილანდური ტრადიციული მასაჟი „ნუადი“, რომელიც ტანვარჯიშთან მიახლოებული დინამიკური ვარჯიშებისგან შედგება, უნიკალური მოვლენაა, რომელიც დაცვას და მომდევნო თაობებისთვის გადაცემას საჭიროებს.

Microsoft

13 დეკემბერი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ახალი Xbox-ი წარადგინა

მისი სახელი Xbox Series X-ია. Microsoft Xbox-ის ხელმძღვანელის, ფილ სპენსერის განმარტებით, ახალი მოწყობილობის ცენტრალური პროცესორი Xbox One X-ზე 4-ჯერ ძლიერი იქნება და მისი გამოყენება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი კოვზანაძე

13 დეკემბერი 2019, 16:25

ეკონომიკა

კოვზანაძე: ეროვნული ბანკის ქმედებებით ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ, ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარია ზახაროვა

13 დეკემბერი 2019, 16:22

საქართველო

მარია ზახაროვა: საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს

კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება, მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდის დროს განუცხადა.