imedi /  02 დეკემბერი 2019, 19:19 / სანდო წყარო

ბარსელონაში ათობით ადამიანი ცხოველების დასაცავად გაშიშვლდა

ესპანეთში, ბარსელონის ცენტრში სამოცდაათამდე მოქალაქე გაშიშვლდა, ჯგუფად შეგროვდა, მიწაზე დაწვა და სხეულზე ხელოვნური სისხლის ლაქები გამოისახა წერს Daily Mail.   

მათ ამ აქცია-პერფორმანსით, ცხოველების მიმართ სიბრალული გამოხატეს. პერფორმანსის მონაწილეებმა ასევე მოდის ინდუსტრიაში ცხოველის ბეწვის გამოყენება გააპროტესტეს. 

პერფორმანსის მონაწილეები ორგანიზაცია Anima Naturalis წევრები არიან, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს. 

გამოცემის ცნობით, პერფორმანსის მონაწილეების განცხადებით, მათ უნდა აიძულონ ესპანეთის ხელისუფლება, რომ ქვეყანაში ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის იმპორტი და წარმოება აკრძალოს. 

ანალოგიური პერფორმანსი Anima Naturalis-ის წევრებმა ბარსელონაში 2018 წლის დეკემბერშიც გამართეს. 

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

03 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის პაციენტების მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული და ასევე ცხელების ნიშნის მქონე პაციენტები მიიღოს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათიდან ამ პროცესში დამატებით 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდის შემთხვევაში კიდევ 6 კლინიკა შეძლებს მათ მიღებას.

მაია

03 აპრილი 2020, 13:55

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული, რაც ეხება მედიასა და საჯარო მოხელეებს

შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით ყველაზე პროცესზე ვერ გავრცელდება. ეს ეხება მედიას, საჯარო მოხელეებს და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაშიც 3-ზე მეტი ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 13:43

COVID19

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:40

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: მთელი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ

მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:38

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა

ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდომარეობიდან და საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე დაწესდა, უნდა იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევის შესახებ, მოვუწოდებ, რომ დარეკონ თუნდაც 112-ზე- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ვეცდებით, ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში.

03 აპრილი 2020, 13:23

COVID19

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:20

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი სოლიდარობის აქციაზე: ყველას მოვუწოდებ, ამ ინიციატივას შემოუერთდეს

როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები სხვას ვთხოვთ სოლიდარობის აქციას, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით გვერდზე და „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილება იყო ერთიანი, როდესაც გადავყვიტეთ, რომ ხელფასის ნაწილი გადაგვერიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:13

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილი იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მოვლენებს და ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც გლობალურ გამოწვევას უმკლავდება“, ამის შესახებ ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პრემიერმა პოსტკრიზისული გეგმის შემუშავება დაავალა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:12

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნესს გვერდით დავუდგეთ

ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისუოლ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:07

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: როცა ბიზნესი ახალი სესხების აღებაზე ფიქრს დაიწყებს, სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება

როგორც იცით, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყო, რა თქმა უნდა დონორების მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდასაჭერად- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:01

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ბიზნესსექტორისთვის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას ჩვენს ქართულ ბიზნეს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 12:56

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დაკარგავს სამსახურს

რა რაოდენობის ადამიანებს დავახმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.

03 აპრილი 2020, 12:55

COVID19

„სემეკი“ ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მაჩაიძე

03 აპრილი 2020, 12:52

COVID19

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსით ავადობა და როდის აღარაა ადამიანი ინფექციის გადამდები

კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ინფექციონისტს კითხვით მიმართეს, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის დაავადება, როდის ითვლება განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ ადამიანი. ექიმის განმარტებით, დავადების ხანგრძლივობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

03 აპრილი 2020, 12:51

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106.3%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 პროცენტით შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, სამი თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

გაერო

03 აპრილი 2020, 12:49

COVID19

გაეროში რუსეთის მისია: საქართველო და უკრაინა თავს ნუ შეიწუხებენ ქედმაღლური და პოლიტიზებული განმარტებით, თუ რატომ დაბლოკეს ჩვენი რეზოლუცია

აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს, რომელიც, მათ შორის, სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.

ლევან რატიანი

03 აპრილი 2020, 12:39

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩვენთან მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან, რომელთანაც ეჭვი გვქონდა COVID-ინფექციაზე, მოვიდა უარყოფითი პასუხი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, ასევე სტაბილურია ორი ორსულის მდგომარეობაც.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 12:37

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა

როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე.

მარნეულის საველე ჰოსპიტალი

03 აპრილი 2020, 12:34

COVID19

მარნეულის საველე ჰოსპიტალში 4 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

„მარნეულში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება. 105 ათასი ადამიანი შემოწმდა, ჩვენ ალბათ რამდენიმე დღეში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით თერმოსკრინინგის მეორე ეტაპს დავიწყებთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგის დროს არც ერთ მოქალაქეს ვირუსი არ დაუდასტურდა. საველე ჰოსპიტალში დღის ბოლოსთვის 4 მოქალაქის ანალიზის პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.