imedi /  03 დეკემბერი 2019, 22:33 / სანდო წყარო

გრეტა ტუნბერგი: ხალხი არ აფასებს გაბრაზებულ ბავშვებს

გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგი

აქტივისტ გრეტა ტუნბერგის თქმით, უფროსებმა გლობალური დათბობის გამო ახალგაზრდების "გაბრაზება უნდა შეწყვიტონ". ამის შესახებ ტუნბერგმა ლისაბონში თქვა, სადაც კატამარინით ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

16 წლის ტუნბერგი აშშ-დან, კერძოდ კი ვირჯინიიდან მადრიდში კლიმატის შესახებ სამიტზე COP25 დასასწრებად ნავით წავიდა.

"ჩვენ სერიოზული მიზეზების გამო ვართ გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები", - თქვა ტუნბერგმა. 

პოლიტიკური ლიდერები და კლიმატის საკითხში დიპლომატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები მადრიდში შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელობენ. კონფერენცია მადრიდში 2 დეკემბერს გაიხსნა. 

2018 წელს, შვედმა სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო, განაცხადა რა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.

ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. გოგომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა დაიწყო. 2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

სამიტის გახსნაზე, 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა: "ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!"

გრეტა ტუნბერგი თივთმფრინავით მოგზაურობაზე უარს საფრენი აპარატის მიერ გარემოს დაბინძურების გამო ამბობს. მანამდე აშშ-ში გამგზავრების დროს შვედმა ეკოაქტივისტმა მოგზაურობის იგივე ფორმას მიმართა. მან ატლანტის ოკეანე აფრიანი ნავით გადაცურა.

ყველა სიახლე

თეირანი

26 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო 24 ადამიანი დააკავეს

ირანის კიბერპოლიციამ 24 პირი დააკავა ქვეყანაში კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. როგორც კიბერპოლიციის ხელმძღვანელმა ვაჰიდ მაჯიდმა განაცხადა, 24 პირი იმის გამო დააკავეს, რომ ჭორებს ავ რცელებდნენ კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებზე.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 20:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საამაყოა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩმა ასე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პრივატიზების დონე

მოხარულები ვართ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჟურნალ „ეკონომისტის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ლეგენდარულ ეკონომისტს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ლეშეკ ბალცეროვიჩს ვმასპინძლობთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე

26 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს

რაც შემეხება მე, მზად ვარ, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 19:47

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: ჩვენი მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა

„როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება კომფორტული"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ზურაბ აბაშიძე

26 თებერვალი 2020, 19:18

საქართველო

ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში გამართვაზე: ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა

„არსებული აჟიოტაჟისა და სპეკულაციების გათვალისწინებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად, გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზგასმით ვამბობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

26 თებერვალი 2020, 19:07

სპორტი

საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 თვით ადრე გაიყიდა. საქართველოსა და ბელარუსს შორის ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა თბილისის „დინამო არენაზე“ 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

26 თებერვალი 2020, 18:56

საქართველო

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ენგურის ხიდი

26 თებერვალი 2020, 18:52

საქართველო

კორონავირუსის საფრთხის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო ე.წ. სასაზღრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

პროკურატურა

26 თებერვალი 2020, 18:50

ძალოვნები

დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

დაკავებულს ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

26 თებერვალი 2020, 18:40

ძალოვნები

სოფელ მატანში ხანძარი ლოკალიზებულია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ამ ეტაპზე ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ირაკლი ხმალაძე

26 თებერვალი 2020, 18:33

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: არც „ანას ბაღის“ და არც ერთი სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გაგვიცია და არც გავცემთ

„ანას ბაღი“ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ზედ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და არც გაიცემა, ეს გეგმაში არავის არა აქვს- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული, „ანას ბაღის“ გვერდით მდებარეობს.

იტალია კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 18:29

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაავადდა

ვირუსით უკვე 4 ბავშვი დაავადდა. ამას ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ. დაღუპულია 12 ადამიანი. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო ან ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ. ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

დასაქმების ფორუმი აჭარა გრუპი

26 თებერვალი 2020, 17:58

ეკონომიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთში დასაქმების ფორუმი გამართა

კომპანია „აჭარა გრუპმა“ დასაქმების მსურველებს სხვადასხვა ვაკანსიები შესთავაზა. მსურველების ნაწილი სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდა. კომპანია თანამშრომლებს დამატებით საცხოვრებლით, კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს.

ზურაბ აბაშიძე
ჩინგიზ აიდარბეკოვი

26 თებერვალი 2020, 17:56

საქართველო

ყაზახეთში საქართველოს ელჩი, ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დერეკ მიტჩელი

26 თებერვალი 2020, 17:53

საქართველო

NDI-ს პრეზიდენტი: საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა

„საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს“, - განაცხადა დერეკ მიტჩელმა.

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 17:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.

კარლ ჰარცელი

26 თებერვალი 2020, 17:40

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის კლასტერიზაცია ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე გასვლას“

„ჩვენ ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით, პროექტებს ვახორციელებთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც გაფართოებას ცდილობენ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

26 თებერვალი 2020, 17:36

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება.

რომან გოცირიძე

26 თებერვალი 2020, 17:29

საქართველო

რომან გოცირიძე: ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ მინისტერიალი აქ უნდა ჩატარებულიყო, ვინაიდან ეს იყო საქართველოს ვალდებულება

ჩვენ მოვუწოდებდით მთავრობას, რომ დამნაშავე და კანონდამრღვევი სერგეი ლავროვი არ უნდა შემოსულიყო აქ და არა რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

მარია შარაპოვა

26 თებერვალი 2020, 17:24

სპორტი

მარია შარაპოვამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი: 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.