imedi /  04 დეკემბერი 2019, 10:04 / სანდო წყარო

ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Alphabet-ის ხელმძღვანელების პოსტები დატოვეს

ალფაბეტი

ლარი პეიჯი
სერგეი ბრინი

Google-ს შემქმნელებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დედობილი კომპანიის Alphabet-ის ხელმძღვანელების პოსტები დატოვეს. ამის შესახებ განცხადებას თავად ჰოლდინგი ავრცელებს

პეიჯი Alphabet-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ბრინი კი ჰოლდინგის პრეზიდენტი იყო. ახლა მმართველობას Google-ს გენერალური დირექტორი სუნდარუ პიჩაი გადაიბარებს. ის იქნება როგორც Google-ს, ასევე Alphabet-ის ხელმძღვანელი.

პეიჯი და ბრინი ჰოლდინგი მუშაობას დირექტორთა საბჭოს წევრების რანგში გააგრძელებენ. მათ თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ სურთ Alphabet-ის მენეჯმენტის სტრუქტურა გამარტივდეს.

სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა საძიებო სისტემა Google 1998 წელს შექმნეს, 2015 წელს მათ ჰოლდინგი Alphabet-ი დააარსეს, რომელშიც შევიდა Google და სხვა პროექტები. მაშინ Google-ს სუნდარ პიჩაი ჩაუდგა სათავეში.

Alphabet-ის შემოსავალმა 2018 წელს თითქმის 31 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:37

COVID19

პაატა იმნაძე: დაძაბულ რეჟიმში კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ - მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას

„ჩვენ ისედაც ყველა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ვართ. მე მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე ჩემი ერთი და იგივე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ რა ერთმანეთის ფსიქიკას“, - განაცხადა იმნაძემ.

03 აპრილი 2020, 14:36

COVID19

დევნილთა სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის მიზანსაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, სისხლის მარაგების შევსება წარმოადგენდა. „ქვეყანაში გარკვეული მარაგი არსებობს, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დონორთა რაოდენობა შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სისხლის დონაცია გაგრძელდეს. ამ გამოწვევის პერიოდში, განსაკუთრებით საჭიროა სისხლის გაღება და თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა“, - ნათქვამია პრესრელიზში.

03 აპრილი 2020, 14:34

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 491 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:32

COVID19

დავრეკოთ თუ არა 112-ზე, 37 გრადუსი სიცხის დროს

მე რომ არ ვთქვა, რომ 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად, ჩემზე მეტი იცის Google-მა და არსებობს ასევე სხვადასხვა ენიკლოპედიები და არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს- ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კითხვას- გამოვიძახოთ თუ არა ექიმი 37 გრადუსი ტემპერატურის შემთხვევაში.

ლევან დავითაშვილი

03 აპრილი 2020, 14:29

COVID19

ლევან დავითაშვილი: საქართველოში ხორბლის მარაგების შევსების პრობლემა არ იქნება

მისი თქმით, შესაბამისად, პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდება შესაბამის ფასად. „თუ ჩვენ ახლო გეოგრაფიიდან ვერ მოვახერხებთ მარაგების შევსებას, გვაქვს დრო, იმდენი საკმარისი მარაგი, რომ უფრო შორი გეოგრაფიიდან უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ პროდუქტი, მაგრამ ხორბლის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და არც პერსექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით იქნება არანაირი შეფერხება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:27

COVID19

პაატა იმნაძე სწრაფი ტესტების ხარისხზე: იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ

მე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმითი, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა იმნაძემ.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 14:26

COVID19

ნათია თურნავა: ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გვერდით დგას

ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების გვერდით დგას - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს იყო ასევე, თბილისის წყალდიდობის დროს, ეს იყო სხვა მრავალი აუცილებელი პროექტის შესრულების დროს და ახლაც.

03 აპრილი 2020, 14:18

COVID19

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:15

COVID19

პაატა იმნაძე: როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე

საკარანტინო ზონა დღეს მთელი საქართველოა და ყველგან მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ კიდევ თუ იქნება მისაღები დამატებითიზომები მისაღები, ეს არ შეეხება ლოკალურად დასახლებებსა და ქალაქებს და ამ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები- მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ეხებოდა რუსთავს და იგეგმება თუ არა ქალაქის საკარანტინე ზონად გამოცხადება.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 14:11

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში

კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის პაციენტების მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული და ასევე ცხელების ნიშნის მქონე პაციენტები მიიღოს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათიდან ამ პროცესში დამატებით 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდის შემთხვევაში კიდევ 6 კლინიკა შეძლებს მათ მიღებას.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიზნესისთვის შექმნილი ეს დისკომფორტი იყოს დროებითი

„მესმის, რომ ბევრ ბიზნესს შეექმნა დისკომფორტი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დისკომფორტი იყოს დროებითი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრმა ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მაია

03 აპრილი 2020, 13:55

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული, რაც ეხება მედიასა და საჯარო მოხელეებს

შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით ყველაზე პროცესზე ვერ გავრცელდება. ეს ეხება მედიას, საჯარო მოხელეებს და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაშიც 3-ზე მეტი ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 13:43

COVID19

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:40

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: მთელი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ

მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:38

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა

ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდომარეობიდან და საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე დაწესდა, უნდა იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევის შესახებ, მოვუწოდებ, რომ დარეკონ თუნდაც 112-ზე- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ვეცდებით, ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში.

03 აპრილი 2020, 13:23

COVID19

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:20

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი სოლიდარობის აქციაზე: ყველას მოვუწოდებ, ამ ინიციატივას შემოუერთდეს

როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები სხვას ვთხოვთ სოლიდარობის აქციას, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით გვერდზე და „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილება იყო ერთიანი, როდესაც გადავყვიტეთ, რომ ხელფასის ნაწილი გადაგვერიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:13

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილი იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მოვლენებს და ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც გლობალურ გამოწვევას უმკლავდება“, ამის შესახებ ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პრემიერმა პოსტკრიზისული გეგმის შემუშავება დაავალა.