imedi /  10 დეკემბერი 2019, 13:00 / სანდო წყარო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთი სროლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. დამნაშავემ, რომელმაც მიმალვა მოახერხა, ცეცხლი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გახსნა.

პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 10:38

საზოგადოება

ამნისტიის შესახებ კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება

„ამნისტიის შესახებ“ კანონი 10883 პრობაციონერს ეხება, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნა იმ 10883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული. პრობაციონერებზე ამნისტიის გავრცელების საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო ინდივიდუალურად იღებს.

დავით მათიკაშვილი

26 იანვარი 2021, 10:36

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლაპარაკების კარი ღიაა, თუმცა რჩება წითელი ხაზები

„ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება, მით უმეტეს დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

26 იანვარი 2021, 10:36

COVID19

NCDC: 100 ათას მოსახლეზე COVID19-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში მე-11 ადგილზეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მოვნაცემებით, 100 ათას მოსახლეზე COVID19-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა - „ერთი წელი COVID19-თან ერთად“.

26 იანვარი 2021, 10:14

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

კატალონიურმა საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ წლიური ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა და გაირკვა, რომ კლუბის დავალიანება 1,173 მილიონი ევროა. აქედან, მოკლევადიანი ვალდებულება 730 მილიონ ევროს შეადგენს. ასეთ მძიმე სიტუაციაში „ბარსა“ ძირითადად კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა, თუმცა გასათვალისწინებელია სატრანსფერო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები.

26 იანვარი 2021, 10:01

საზოგადოება

საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის შესახებ ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა ჩატარდება „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D).

26 იანვარი 2021, 09:51

სამართალი

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

26 იანვარი 2021, 09:27

COVID19

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა

მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 1803 ადამიანი გარდაიცვალა. მექსიკაში საზღვრები ღია, ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის კი კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი აუცილებელი არ არის. ამასთან, მექსიკაში გადაადგილებაზე შეზღუდვები პრაქტიკულად არ არის და არც პირბადის ტარებაა აუცილებელი.

26 იანვარი 2021, 08:58

საზოგადოება

დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 26 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი შაქარაშვილი

26 იანვარი 2021, 08:37

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას კვირის ბოლოს დაასრულებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გუშინ ე.წ. ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი რვა საათის განმავლობაში იკითხებოდა.

26 იანვარი 2021, 08:21

პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს საპროცედურო კომიტეტი დღეს განიხილავს

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეიდან პირველი მოსმენით განიხილავს.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 08:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები

საკითხის მნიშვნელობაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.

26 იანვარი 2021, 03:27

COVID19

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ

26 იანვრიდან აშშ-ში შემსვლელ პირებს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების საბუთის წარდგენა მოუწევთ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 03:05

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს.

26 იანვარი 2021, 02:19

მსოფლიო

ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება

აშშ-ის ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო ვაშინგტონში მარტის მეორე ნახევრამდე დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონ უიტლიმ განაცხადა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

26 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

ბლიუ და სელეტა

26 იანვარი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე $10 ათასი დახარჯა🐔

„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

26 იანვარი 2021, 00:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 449 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კირა ნაითლი

26 იანვარი 2021, 00:31

ტაბლოიდი

კირა ნაითლი კაცი რეჟისორების ფილმებში გაშიშვლებაზე უარს ამბობს

35 წლის ბრიტანელი მსახიობი, კირა ნაითლი აცხადებს, რომ აღარ სურს იმ ფილმების შიშველ სცენებში მონაწილეობა, რომელსაც კაცი რეჟისორები გადაიღებენ. „შიშველი სცენების გადაღებაზე კატეგორიულ უარს არ ვამბობ, მაგრამ არ მსურს, ამის კაც რეჟისორებთან გაკეთება“ - აღნიშნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა.

ენტონი ფაუჩი

26 იანვარი 2021, 00:29

COVID19

ენტონი ფაუჩი: ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ორი პირბადის ტარება, სავარაუდოდ, უფრო ეფექტურია კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

გიორგი კახიანი

26 იანვარი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობოს იდეას, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა

გვახსოვს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფასებები არცევნებზე შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ შეფასებები არის იგივე, რაც იყო თავიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა. „ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე იმედი ჰქონდა ოპოზიციას, რომ შეფასებების შეცვლა შესაძლებელი იყო, ეს ასე არ მოხდა. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.