imedi /  20 დეკემბერი 2019, 08:46 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ლოს-ანჯელესში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის ტელედებატების მსვლელობისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ის ყოველთვის ითხოვდა, რომ ავღანეთთან მიმართებაში მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლაზე ორიენტირებული პოლიტიკა გატარებულიყო და შიდა საქმეებში აშშ სერიოზულად არ ჩარეულიყო.

​„ამ ქვეყნის მთლიანად, როგორც ერის აღორძინება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენს სამხედროებს სახლში დავაბრუნებ და „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს დავიწყებ. ავღანეთში უნდა დარჩეს მცირე რაოდენობის სპეციალური დანიშნულების ჯარი, რომელიც წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეზე რეაგირებას შეძლებდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

ტოივო კლაარი

21 იანვარი 2020, 18:48

საქართველო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალში და სოხუმში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის ისაუბრეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და ამასთან დაკავშირებულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

იან ორაილი კოიოტი

21 იანვარი 2020, 18:16

ტაბლოიდი

ამერიკელმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის შვილს დაესხა თავს

ცხოველი იან ორაილის 2 წლის ვაჟს მიეპარა, ქურთუკში ჩასწვდა და ბავშვის წათრევა სცადა. ორაილის თქმით, ის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც კოიოტმა ორჯერ უკბინა. ამის შემდეგ კაცი ცხოველს ყელში ჩასწვდა და მისი მოკვლა საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით მოახერხა. ორაილი ამბობს, რომ კოიოტი 10 წუთში გაგუდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი 2020, 18:12

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის შეხვედრების აღდგენით ქართული მხარე დაინტერესებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გაუწყვეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე შეხვედრები. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია ამ შეხვედრების აღდგენით.

ოზი ოსბორნი

21 იანვარი 2020, 17:48

ტაბლოიდი

ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 17:47

მსოფლიო

ტაივანზე კორონავირუსის პირველი შემთხევვა გამოვლინდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტაივანზე, სადაც 50 წლის ქალი დაავადდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ უხანში მუშაობდა. კუნძულზე დაბრუნებისთანავე ქალმა ექიმებს აეროპორტში ოპერატიულად მიმართა. ამ დროისთვის ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ნაირა გუდაძე, და

21 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

გენადი ბესტაევის დის თქმით, დაკავების მომენტში ბესტაევი საკუთარ სახლში იყო

დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ თავდაპირველად ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ვადა იანვრის ბოლოს იწურებოდა, თუმცა გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს რეალურად ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულს ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს და იქ მათ სანახავად ხშირად გადადიოდა.

გაზით მოწამვლა

21 იანვარი 2020, 17:28

ძალოვნები

რუსთავში სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო მამა-შვილი დაიღუპა

გარდაცვლილთა ახლობლების თქმით, მამა-შვილი ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც ნათესავებმა სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს და საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევის შემდეგ, ბინაში ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან ერთი სააბაზანოსთან, მეორე კი მისაღებ ოთახში იპოვეს.

ბასიანი სროლა

21 იანვარი 2020, 17:24

ძალოვნები

პროკურატურამ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალდება დაუზუსტდა და წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. კლუბ „ბასიანთან“ სროლა 12 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

რუსეთთან ფრენები

21 იანვარი 2020, 17:09

ეკონომიკა

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

21 იანვარი 2020, 16:59

ეკონომიკა

გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა წელს კლიმატური ცვლილებებია. დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დავოსში ეკოაქტივისტები გააკრიტიკა

ტრამპმა აქტივისტებს მოუწოდა აპოკალიფსის შესახებ წინასწარმეტყველებების გაკეთისგან თავი შეიკავონ და განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის დაიცავს თავის ეკონომიკას. ტრამპს არ უხსენებია შვედი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ფორუმს ესწრება და ხსნის სესიას სახელწოდებით „კლიმატური აპოკალიფსის თავიდან აცილება“.

ტიტანიკი

21 იანვარი 2020, 16:29

მსოფლიო

ჩაძირული ტიტანიკი აშშ-ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმებით დაცულად გამოცხადდა

შეთანხმება მთავრობებს უფლებას აძლევს გასცენ ან არ გასცენ ტიტანიკზე ჩასვლის ან იქიდან არტეფაქტების ამოღების ლიცენზიები. დოკუმენტს ხელი მოეწერა, რათა დაცული იყოს და "მშვიდად განისვენოს 1500-ზე მეტმა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

21 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

ომბუდსმენი: ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარია ამ კომენტარით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ვან გოგი

21 იანვარი 2020, 16:09

კულტურა

ექსპერტებმა ვან გოგის ავტოპორტრეტის ნამდვილობა საბოლოოდ დაადასტურეს

ხელოვნების ექსპერტებმა 1889 წელს შესრულებული ეს ნახატი დაადგინეს როგორც ერთადერთ ავტოპორტრეტად, რომელიც ვან გოგმა ფსიქოზის პერიოდში დახატა. მისი ავთენტურობა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმა დაადასტურა. ვან გოგმა საკუთარი თავი 1889 წლის გვიან ზაფხულს, საფრანგეთში, სანტ-რემიში დახატა.

ინფარქტი

21 იანვარი 2020, 16:03

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინფარქტის ახალი მიზეზი დაასახელეს

ინფარქტის გამომწვევი მიზეზი ულტრამცირე ნაწილაკების ზემოქმედებაა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში ფიქსირდება - ასეთ დასკვნამდე აშშ-ის იელის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ამის შესახებ გამოცემა MedicalXpress წერს. ულტრამცირე ნაწილაკების ზომა 100, ან უფრო ნაკლები ნანომეტრია. მათი წყარო, როგორც წესი, ავტომობილის გამონაბოლქვია.

დონალდ ტრამპი

21 იანვარი 2020, 15:34

მსოფლიო

ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს

„პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 იანვარი 2020, 15:08

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ტურნირზე 26-ე ნომრად განთესილმა 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 22 წლის სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს ხუთ სეტში, 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 20 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 18-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ესპანეთი შტორმი

21 იანვარი 2020, 15:08

მსოფლიო

ესპანეთში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროს შეეხო: უამინდობის გამო გადაკეტილია გზები, აგრეთვე დახურულია ვალენსიისა და განდიას პორტები. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მექსიკა მესაზღვრეები მიგრანტები

21 იანვარი 2020, 15:07

მსოფლიო

მექსიკაში აშშ-ში მიმავალი ასობით მიგრანტი არ შეუშვეს

ინციდენტი გვატემალის და მესიკის საზღვარზე მოხდა. მესაზღვრეებმა მიგრანტებს ხიდზე გადასვლის უფლება არ მისცეს, რის შემდეგ მათ მდინარე სუჩიატეს ფეხით გადაკვეთა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ისინი კი, ვინც საზღვარზე გადასვლა მოახერხეს, დააკავეს.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 14:49

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა უხანში 6-მდე გაიზარდა. 227 ადამინი კი კლინიებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უხანის მერის ჩჟოუ სიანვანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 227 ადამიანიდან 51 მძიმედაა, ხოლო 12 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.