imedi /  21 დეკემბერი 2019, 10:20 / სანდო წყარო

პაბლო ესკობარის რეზიდენციის ადგილზე ნარკობარონის მსხვერპლთა ხსოვნის პარკი გაიხსნა

ესკობარი პარკი

კოლუმბიის ქალაქ მედელინში ნარკობარონ პაბლო ესკობარის 8-სართულიანი რეზიდენციის ადგილზე ნარკოკარტელის ლიდერის მსხვერპლთა ხსოვნის პარკი გაიხსნა. ამის შესახებ გამოცემა Tiempo წერს.

„დაეცა უკანონობის სიმბოლო და დაიბადა ხსოვნის პარკი, რომელიც ეძღვნება მსხვერპლთა ხსოვნას, ნამდვილ გმირებს, და არა დამნაშავეებს“, - განაცხადა მერიის მდივანმა მანუელ ვილიამ, რომელიც ესკობარისა და მისი ოჯახის 8-სართულიანი თავშესაფრის ნგრევას და მის ადგილზე პარკის მოწყობას ხელმძღვანელობდა.

5160 კვადრატული მეტრის ფართობის მწვანე ზონის ცენტრში 70 მეტრის სიგრძის ინტერაქტიული კედელია აშენებული. კედელს აქვს 46 612 ნახვრეტი, რომლებიც კარტელის მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

ესკობარის სახლი, რომელსაც მოსახლეობა „მონაკოს“ ეძახდა, ათწლეულების განმავლობაში კოლუმბიის ცხოვრებაში სისხლიანი ეპოქის სიმბოლოდ ითვლებოდა და ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო. სხვადასხვა დროს შენობის აფეთქება ორჯერ სცადეს - 1988 წელს, როდესაც იქ ესკობარი ცხოვრობდა, და 2000 წელს, როდესაც შენობაში პროკურატურის შტაბბინა იყო განთავსებული.

ყველა სიახლე

ხელვაჩაური ხანძარი

19 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. დაშავებულია მათი 31 წლის შვილი, რომელიც რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ. ხანძარი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმამ გადაარჩინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ცოლ-ქმრის გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ილია მეორე

19 იანვარი 2020, 14:56

საქართველო

ილია მეორე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ეზო-კარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. ნათლისღებასთან დაკავშირებით პატრიარქმა თქვა, რომ „ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის“.

ჩეხეთი ხანძარი

19 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

ჩეხეთში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვეიპრტიში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიდევ 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა.

პერის ჰილტონი

19 იანვარი 2020, 14:05

კულტურა

პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

38 წლის ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, YouTube Originals-ის მიერ გადაღებული ფილმის, This is Paris-ის პრემიერა მაისში შედგება. ფილმი რეჟისორმა ალექსანდრა დინმა გადაიღო.

დიდი ბრიტანეთი ირანი

19 იანვარი 2020, 13:45

მსოფლიო

ირანელი კანონმდებლები დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას ითხოვენ

ირანელმა პარლამენტარებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრიი მედია წერს.

მარკუეინ მალინი

19 იანვარი 2020, 12:53

საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის. გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

iPhone 11

19 იანვარი 2020, 12:38

ტექნოლოგიები

iPhone11-ში ადგილმდებარეობის დადგენის სრული ბლოკირება იქნება შესაძლებელი

ოპერაციული სისტემა iOS 13.3.1-ის ბეტა ვერსიაში, შესაძლებელი იქნება ჩიპ U1-ის გათიშვა, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვის დროსაც ადგენს. ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს. ჩიპი U1 მუშაობისას ფართოზოლიან კავშირს იყენებს, რომელიც გეოლოკაციას 5-10 სანტიმეტრის სიზუსტით ადგენს.

მიგრანტთა ბანაკი

19 იანვარი 2020, 11:52

ძალოვნები

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 16 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო.

ჩინეთი

19 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

ჩინეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში, ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.

რიანა A$AP Rocky

19 იანვარი 2020, 11:20

ტაბლოიდი

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

ენდრიუ პიკი

19 იანვარი 2020, 11:03

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

Amazon

19 იანვარი 2020, 11:00

ტექნოლოგიები

WSJ: Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემას ქმნის

ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ​ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს.

თურქეთი ევროკავშირი

19 იანვარი 2020, 10:33

ეკონომიკა

მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს.

კონორ მაკგრეგორი

19 იანვარი 2020, 10:02

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა დონალდ სერონე დაამარცხა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ტურნირზე ამერიკელი დონალდ სერონე დაამარცხა. ლას-ვეგასში გამართული ორთაბრძოლა პირველი რაუნდის მე-40 წამზე ნოკაუტით დასრულდა.

ნიკოლას მადურო

19 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

მადურომ აშშ-თან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-თან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დონალდ ტრამპს მისი მრჩევლები და ადმინისტრაციის წევრები უშლიან ხელს.

იემენი ჰუსიტები

19 იანვარი 2020, 09:15

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში ​მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.

ილონ მასკი

19 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს. ილონ მასკი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის დედამიწიდან მარსზე დღეში საშუალოდ სამი ხომალდი იფრენს.

ნათლისღება ბათუმი

19 იანვარი 2020, 08:43

საქართველო

აჭარაში ნათლისღება აღნიშნეს

ბათუმში ნათლისღება ზღვაში შესვლით აღნიშნეს. სასულიერო პირებმა ზღვა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. ზღვაში შთაფვლის რიტუალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივით რამდენიმე წელია სრულდება. მორწმუნეები ზღვაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ შედიან.

ნათლისღება

19 იანვარი 2020, 08:29

საქართველო

დღეს ნათ­ლის­ღე­ბაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2020, 08:17

მსოფლიო

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტი 2020 წლის არჩევნებში ჩარევის უტიფარი მცდელობაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნეს და მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიაზე სახიფათო შეტევა უწოდეს. მათი თქმით, იმპიჩმენტის მუხლები რაიმე სახის დანაშაულზე არ მიუთითებს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უტიფარ მცდელობას წარმოადგენს.