Imedi /  23 დეკემბერი 2019, 21:55 / სანდო წყარო

ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით ინტოქსიკაციის შემდეგ 11 ადამიანი გარდაიცვალა, 300 მკურნალობს

ფილიპინები

ფილიპინებზე ქოქოსის ღვინით ინტოქსიკაციის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, 300 კი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. 

შემთხვევა მანილას სამხრეთით, ორ პროვინციაში, შეკრებაზე, მათ შორის საშობაო წვეულებაზე მოხდა. ორივე შემთხვევაში ერთი სასმელი გამოიყენეს, რომელსაც ამ ტერიტორიაზე დღესასწაულების დროს ფართოდ მოიხმარენ. ადამიანები საავადმყოფოში სწორედ ამ სასმელის მიღების შემდეგ აღმოჩნდნენ, კლინიკაში მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოითხოვა. 

მათივე ცნობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ორი ადამინის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მედია წერს, რომ არაერთი გაფრთხილების და პოლიციის ჩარევის მიუხედავად, ღვინის წარმოება და გაყიდვები ფილიპინებისთვის ჩვეული მოვლენაა და მას ხშირად უკანონოდ, საშიში დანამატებით აწარმოებენ.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 11:56

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ტიპის „კორონავირუსის“ მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა. დიაგნოზი ექიმებმა ჩინეთიდან ჩასულ 21 წლის ქალს დაუსვეს. ის სიდნეიში ქალაქ უხანიდან, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია, პირდაპირი რეისით ჩავიდა. ქალი კლინიკაში თავად მივიდა, როგორც კი შესაბამისი სიმპტომები შენიშნა.

ჩინეთი ჯარი

27 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

ჩინეთმა იარაღის წარმოების მოცულობით რუსეთს გაუსწრო

SIPRI-ს ინფორმაციით, 2017 წელს იარაღის უმსხვილეს მწარმოებელთა ოცეულში 11 ამერიკული, 6 ევროპული და სამი რუსული კომპანია შედიოდა. ახლა ოთხივე ჩინური კომპანია ტოპ-ოცეულში, სამი მათგანი კი პირველ ათეულში შედის.

ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:36

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე, თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას 11 თვის დავალიანება აქვს. როგორც დაზარალებულები განმარტავენ, ისინი სამსახურიდან 17 დეკემბერს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.

გომარ სიხარულიძე

27 იანვარი 2020, 11:30

კულტურა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე იყო. დაწერილი აქვს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები როგორც ფორტეპიანოსთვის, ასევე კამერულ-ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები.

სათამაშოები

27 იანვარი 2020, 11:29

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ადგილობრივ ბაზარზე ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების ხარისხის შემოწმებას იწყებს. მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება.

გრიპის ვირუსი

27 იანვარი 2020, 11:23

საქართველო

საქართველოში გრიპის ვირუსების გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან

საქართველოს კლინიკებში ვირუსებზე მიმართვიანობა წინა დღეებთან შედარებით შემცირებულია. იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, არ ფიქსირდება გართულების შემთხვევები, პაციენტების უმეტესობას კი B ტიპის ვირუსი აღენიშნება.

ბექა ნაცვლიშვილი ფრონტერა

27 იანვარი 2020, 11:16

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია „ფრონტერაზე“ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ელჩს წერილი გაუგზავნა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილით მიმართავს.

ჩხუბი საკრებულოში

27 იანვარი 2020, 11:05

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხეს

ავთანდილ ცინცაძესთან სამართალდამცველებს კითხვები 24 იანვარს, საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტზე ჰქონდათ. დეპუტატის განცხადებით, ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გუშინ ლევან ხაბეიშვილიც გამოიკითხა.

დიდთოვლობა

27 იანვარი 2020, 11:02

საქართველო

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო შეწყვეტილი სწავლის პროცესი განახლდა

მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი დღეს განახლდა. დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სწავლა შეწყვეტილი იყო. ხულოს რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება.

მიწისძვრა თურქეთში

27 იანვარი 2020, 10:56

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

45 ადამიანი დანგრეული შენობებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეტ გადარჩენილ მოქალაქეს იპოვიან. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.

ფოსტალიონი

27 იანვარი 2020, 10:34

მსოფლიო

იაპონელი ფოსტალიონი 24 ათას წერილს სახლში ინახავდა

გამოძიების ცნობით, საუბარია 24 ათასამდე წერილზე, რომელიც მან ადრესატს არ მიუტანა. როგორც ბრალდებული 61 წლის კაცი ამბობს, ბევრი წერილის დარიგება რთულია, მას კი არ სურდა, ახალგაზრდა ფოსტალიონებზე ნაკლები შესაძლებლობების წარმოჩენა.

ირაკლი შოთაძე

27 იანვარი 2020, 10:18

ძალოვნები

გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დღეიდან იწყება

გასაუბრების შემდეგ პროცედურების სრული დაცვით შეირჩევა ის კანდიდატურა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. თავისი კანდიდატურა მოხსნა ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ, რომელმაც მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს გამოუცხადა, შესაძლოა, ანალოგიური გადაწყვეტილება, იურისტმა გელა ჩივაძემაც მიიღოს.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 10:12

სპორტი

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტს: ძალიან ადრე წახვედი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს ეხმაურება. „ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ვწუხვარ. ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, - წერს ფაჩულია.

სამხრეთ კორეა

27 იანვარი 2020, 09:55

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ყოფილი ციხის ტერიტორიაზე 250 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, 250 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ცხედრები კრიმინალისტებმა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ისინი სულ მცირე 250 ადამიანს ეკუთვნის.

ბილი აილიში

27 იანვარი 2020, 09:40

კულტურა

ბილი აილიშმა „გრემის“ 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

აილიში წლის საუკეთესო ახალ შემსრულებლად დასახელდა, მისმა სიმღერამ Bad Guy საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციებში გაიმარჯვა, 18 წლის მომღერლის სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? კი საუკეთესო ალბომად დასახელდა.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის გარდაცვალებას ეხმაურება

„ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

სწორი კვება

27 იანვარი 2020, 09:00

ტექნოლოგიები

7 საკვები, რომელიც ცხიმის წვას და კუნთის მასის ზრდას უწყობს ხელს

სპეციალისტ გილერმო გომეს ვერასა და ნურია მონფულედას თქმით, კვერცხი სასარგებლოა იმით, რომ დიდი რაოდენობით ცილას და ლეიცინს შეიცავს, რაც კუნთებს სწრაფად ზრდაში ეხმარება. ეს ნივთიერებები ასევე დიდი რაოდენობით არის ქათმის ხორცში, რომელიც დიეტოლოგების აზრით, წითელი ხორცის კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს.

ჩინეთი ვირუსი

27 იანვარი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, 300 ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საახალწლო არდადეგები კიდევ 3 დღით გაახანგრძლივა.

კობი ბრაიანტი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 08:20

სპორტი

კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილიც ემსხვერპლა

ამერიკელ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდნილი კერძო ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 00:48

მსოფლიო

ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ლოს-ანჯელესშიც დაფიქსირდა

ლოს-ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის შესახებ განაცხადა. პირი, ვისაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა ლოს-ანჯელესში. მას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.