imedi /  24 დეკემბერი 2019, 19:10 / სანდო წყარო

The Washington Post-მა „ავღანეთის ომის საიდუმლო ისტორია“ გამოაქვეყნა

თალიბანი

გამოცემა The Washington Post-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებსაც „ავღანეთის ომის საიდუმლო ისტორია“ უწოდა. „ავღანური არქივი“ შედგება სამხედროების და საჯარო მოხელეების ჩვენებებისგან, რომლებიც მათ ავღანეთის აღდგენის სპეციალურ კომისიას მისცეს.

ამერიკული ჯარი ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შევიდა, თუმცა მოძრაობა „თალიბანი“ დღემდე ვერ დაამარცხა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ ჰქონია ერთიანი სტრატეგია, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციები კი ინფორმაციით მანიპულირებდნენ, მაგრამ გამარჯვებას ვერ მიუახლოვდნენ.

2015 წელს The Washington Post-ში პენტაგონის საკითხებზე მომუშავე კორესპონდენტმა, კრეიგ უიტლოკმა აღმოაჩინა, რომ გადამდგარმა გენერალმა მაიკ ფლინმა მისცა ჩვენება „ავღანეთის აღდგენის სპეციალურ გენერალურ ინსპექციას“ (SIGAR). ჟურნალისტმა კანონის მოთხოვნების დაცვით ფლინის ჩვენების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ასეთი ჩვენებების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევდა. ამის შემდეგ გამოცემა სამი წლის განმავლობაში უწყებას სასამართლოში ედავებოდა და დოსიეზე წვდომის უფლება მიიღო.

მანამდე SIGAR-მა 600-მდე ადამიანთან ჩაწერილი საუბრების 7 ტომი გამოაქვეყნა, თუმცა, The Washington Post-ის ცნობით, დაკითხულთა 90%-ის სახელები დაფარული იყო. ამ დოკუმენტების გარდა, „ავღანურ არქივში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დონალდ რამსფელდის სამუშაო ჩანაწერები შედის.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ავღანეთთან დაკავშირებით ნათელი სტრატეგია აშშ-ს არ ჰქონია. WP-ის მტკიცებით, საჯარო მოხელეების ერთ ნაწილს ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება, მეორეს - ავღანური კულტურის შეცვლა და ქალთა უფლებების გაზრდა, მესამეს კი რეგიონში პაკისტანს, ინდოეთს, ირანსა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსის შეცვლა სურდა. 

აშშ-ის ხელისუფლებას არ ჰქონდა პასუხი რამდენიმე პრინციპულ კითხვაზე. ვისთან ომობდა აშშ ავღანეთში - „ალ-ქაედასთან“ თუ „თალიბანთან“? ფორმალურად, ომი 11 სექტემბრის ტერაქტებზე საპასუხოდ დაიწყო, რომლებიც, სავარაუდოდ, „ალ-ქაედამ“ განახორციელა. მაშინ რა შუაშია ამასთან „თალიბანი“, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ ეროვნული ინტერესები ჰქონდა? პაკისტანი მეგობარი ქვეყანაა თუ მტერი? ის რეგიონში აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს „თალიბანს“ აფინანსებს. როგორ უნდა მოექცეს აშშ საველე მეთაურებს, რომლებსაც სსრკ-ის დროიდან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აფინანსებდა? ისინი ამერიკელებს უჭერდნენ მხარს, მაგრამ ავღანეთის მოსახლეობას ისე ექცეოდნენ, რომ ხალხი თალიბების მხარეზე გადადიოდა.

WP-ის მტკიცებით, არც ჯორჯ ბუშს და არც ბარაკ ობამას ომის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება არ შეეძლოთ. „ჩვენ არ ვიცოდით, რაში ჩავერიეთ“, - განაცხადა რიჩარდ ბაუერმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა.

დემოკრატიის მშენებლობის მცდელობას ტოტალური კორუფცია მოჰყვა. „ჩვენი პოლიტიკა ძლიერი ცენტრალური მთავრობის შექმნას ითვალისწინებდა, რაც სისულელე იყო, ვინაიდან ავღანეთის ისტორიაში ძლიერი ცენტრალური მთავრობა არასდროს ყოფილა. ამისთვის 100 წელია საჭირო, ჩვენ კი ასეთი რესურსი არ გვქონია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. სიტუაციას ამწვავებდა ისიც, რომ ავღანელი საჯარო მოხელეების უმრავლესობამ მხოლოდ სოციალისტური მართვის მეთოდები იცოდა და საბაზრო ეკონომიკა მათთვის უცხო და მიუღებელი იყო.

„თალიბანთან“ ბრძოლის ყველაზე აქტიურ ფაზაში, 2009-2012 წლებში აშშ აქტიურად აფინანსებდა სკოლების, ხიდებისა და არხების მშენებლობას, თუმცა ამ ფულის დიდი ნაწილი უბრალოდ მოიპარეს. ამერიკელი გენერლების მრჩევლის, პოლკოვნიკ კრისტოფერ კოლენდას განცხადებით, ჰამიდ ქარზაის მთავრობა კლეპტოკრატიად იქცა. აშშ-მა 133 მილიარდი დოლარი დახარჯეს, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ ამერიკელები კიდევბ უფრო მეტად შეიძულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავღანეთთან დადებული სამხედრო კონტრაქტების 40% მებრძოლების, კრიმინალების ან საჯარო მოხელეების ჯიბეებში მიდიოდა.

ისლამისტებთან საბრძოლველად ავღანელების ​მომზადების მცდელობა ჩავარდა. აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი ავღანეთში ბრძოლისუნარიანი ჯარის და ძლიერი პოლიციის ჩამოყალიბება იყო. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ 10 წვევამდელიდან კითხვა მხოლოდ ორმა იცოდა. ამერიკელი ოფიცრები ყვებოდნენ, რომ ავღანელებს პისუარის და სასმელი წყლის შადრევნის გარჩევას ასწავლიდნენ. გამოცემის მტკიცებით, აშშ-ის ხელისუფლებამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა არ იმჩნევდა. თეთრი სახლის საჯარო განცხადებები ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტებს, რომლებიც მათთვის იყო ცნობილი. პენტაგონმა საჯაროდ შეაქო 15 ათასი ავღანელი პოლიციელი და მათ „მაღალკვალიფიციური პროფესიონალები“ უწოდა.

საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპა 60 ათასი ავღანელი სამხედრო, რაც მოკლული თალიბების რიცხვს 20 ათასით აღემატება.

წლების განმავლობაში ამერიკელი გენერლები მოხსენებებში თალიბების თავდასხმების მოგერიებაზე წერდნენ, თუმცა არავინ სვამდა კითხვას, რატომ გრძელდება ეს თავდასხმები. 2009-2011 წლებში ობამას ადმინისტრაცია ახალი პრეზიდენტის სტრატეგიის ეფექტურობის დამადასტურებელ სტატისტიკას ითხოვდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მოხელის განცხადებით, ასეთი სტატისტიკის წარმოდგენა რთული იყო და მაშინ ფაქტებით მანიპულირება იწყებოდა.

მაგალითად, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას სამხედროები „თალიბანის“ სისუსტის მტკიცებულებად წარმოადგენდნენ, ვინაიდან, მათი თქმით, „თალიბანს“ ღია სამხედრო დაპირისპირების უნარი აღარ ჰქონდა. თავდასხმების რიცხვის ზრდას ისინი იმით ხსნიდნენ, რომ „თალიბებს“ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. „რეალობა კი გვიჩვენებს, რომ 2011 წელს თალიბების რაოდენობა 25 ათასს, 2016 წელს კი 60 ათასს აღწევდა, და ახლა აშშ მათთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებს ეძებს“, - წერს გამოცემა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მა და „თალიბანმა“ მოლაპარაკებები განაახლეს. „თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ავღანეთის მთავრობა „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

კრის უიტი

07 მაისი 2021, 01:54

COVID19

ინგლისის მთავარი ექიმი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას

ინგლისის მთავარი ექიმის, კრის უიტის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ოდესმე აღმოიფხვრას.

07 მაისი 2021, 01:17

COVID19

IHME: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება

აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) ანალიზის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება.

07 მაისი 2021, 00:49

საზოგადოება

7 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

07 მაისი 2021, 00:39

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 155 მილიონს გადააჭარბა.

ენტონი ბლინკენი

07 მაისი 2021, 00:31

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურს, მაგრამ თუ რუსეთი უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

06 მაისი 2021, 23:45

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის

მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ქართველი დეპუტატები ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ლევან იზორია

06 მაისი 2021, 23:30

პოლიტიკა

ლევან იზორია: ჩვენი ამოცანაა ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობები უფრო ხელშესახები გახდეს ახლო მომავალში

სულ რაღაც ერთ კვირაში მაზარ-ი- შარიფში ჩვენი კონტიგენტი დატოვებს მისიას და გაემგზავრება საქართველოში. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხა იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა გასწიეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

ილია II

06 მაისი 2021, 22:53

საზოგადოება

პატრიარქი: იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ და დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - აცხადებს პატრიარქი.

06 მაისი 2021, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 219 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 160 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:26

რეგიონი

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ მუზეუმში დაიდებს ბინას მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური და ხელნაწერი წიგნები, ფოტომასალები, ისტორიული საბუთები და მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები.

06 მაისი 2021, 22:18

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 388 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 304 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

06 მაისი 2021, 22:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ერნსტ დიტერ როსმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

06 მაისი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 258 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 613 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია

შიდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა ყველამ მოგვილოცა და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო დარბაზებში გაგრძელდება ყველა თემაზე დისკუსია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია.

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იურიდიულად რეგისტრირებულ ტურისტულ კომპანიებს, განთავსებისა და კვების ობიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია.

მამა გიორგი ჩაჩავა

06 მაისი 2021, 21:43

COVID19

მამა გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით მამა გიორგი ჩაჩავა აიცრა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

06 მაისი 2021, 21:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანია და ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც განსხვავებული ძალის მქონე დასაყრდენ პოლიტიკურ აქტორს რეგიონში

საქართველო ევროკავშირისთვის და განსაკუთრებით გერმანიისთვის, რეგიონის კონტექსტის გათვალისწინებით სრულიად ახალი და განსხვავებული მოთამაშე ხდება. საქართველო მთავარი დასაყრდენი ძალაა დემოკრატიის გაძლიერებისთვის რეგიონში, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.