imedi /  26 დეკემბერი 2019, 18:07 / სანდო წყარო

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ბრიტანეთს „სასიყვარულო წერილი“ მისწერა

ფრანს ტიმერმანსი

ფრანს ტიმერმანსი

ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა დიდ ბრიტანეთს სასიყვარულო წერილი მისწერა, რომელშიც Brexit-ის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ​დიპლომატის გზავნილი The Guardian-მა გამოაქვეყნა

ნიდერლანდელმა დიპლომატმა ბრიტანეთში გამოცემული მოთხრობების კრებული „სასიყვარულო წერილები ევროპას“ წაიკითხა, რომელშიც ბრიტანელი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები Brexit-ით გამოწვეულ ემოციებზე წერენ. ტიმერმანსმა ბრიტანეთისთვის ანალოგიური წერილის მიწერა გადაწყვიტა. 

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მეწყინა, როცა წასვლა გადაწყვიტეთ. 3 წლის შემდეგ უბრალოდ სევდა მერევა იმის გამო, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს კავშირის გაწყვეტა სურს. თუმცა ამავდროულად მამშვიდებს იმის გააზრება, რომ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა ბოლომდე შეუძლებელია. ჩვენ არსად მივდივართ და თქვენი დაბრუნება ყოველთვის გაგვიხარდება“, - წერს ტიმერმანსი 

ლონდონში მის გზავნილს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. Brexit-ის მოწინააღმდეგეები ვიცეპრეზიდენტის გზავნილს მიესალმებიან, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა კი ტიმერმანსი ყოფილ შეყვარებულს შეადარეს, რომელიც ვერ ხვდება, რომ ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა. 

ლონდონმა ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს უნდა დატოვოს

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

21 იანვარი 2021, 11:33

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დავით ბაქრაძე

21 იანვარი 2021, 11:32

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ-ში ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას

„ასევე ნებისმიერი ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ ყოველთვის ვგრძნობდით ორმხრივ ურთიერთობებში გაძლიერებას. დღეს ვართ უმაღლეს ნიშნულზე. რა საკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი გაღრმავების, სტრატეგიული პარტნიორობის, ერთმანეთთან დაკავშირების მეტი პერსპექტივა ექნება“, - განაცხდა ელჩმა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:28

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა

„საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს. პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2021, 11:27

პოლიტიკა

დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება

აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია.

სოსო ფხაკაძე

21 იანვარი 2021, 11:25

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

„ჩვენ, მთელმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ბიზნესმა პრაქტიკულად მთელი გასული წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ COVID-19-ის დღის წესრიგით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საჭიროებების, რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით და გვესმის, რომ რეკომენდაციების დაცვა უნდა გაგრძელდეს პირველი თებერვლის შემდეგაც, ოღონდ ყოველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე. 2021 წლის პირველი თებერვალი ის თარიღია, რომლის შემდეგაც დღის წესრიგის კორექტირებაა აუცილებელი ეკონომიკური საჭიროებებიდან, მწვავე გამოწვევებიდან გამომდინარე. რასაკვირველია, უცვლელი უნდა დარჩეს და მკაცრად გაკონტროლდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა, დისტანციისა და პირბადის ტარების წესის დაცვა, პერიოდული ტესტირება თუ სხვა, რაზეც ეპიდემიოლოგები, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი შეთანხმდებიან. თუმცა ეკონომიკის გახსნისა და სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება უნდა იყოს ცალსახა, პრინციპული და შეუქცევადი. ჩვენ მხოლოდ ამ გზით, შეგვიძლია დავამარცხოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

ირაკლი ბერაია

21 იანვარი 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. იუსტიციის სამინისტროს პროფესიონალთა გუნდმა, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, წარადგინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულებები სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:23

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს

„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შემოიტანენ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული.

მაია ცქიტიშვილი

21 იანვარი 2021, 11:18

ეკონომიკა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება

ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა და ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:17

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი 2008 წლის ომის საქმეზე ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს

„ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:09

საზოგადოება

გიორგი გახარია: წლის ბოლომდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მინიმუმ 60% უნდა აიცრას

„დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შემოიტანენ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული.

21 იანვარი 2021, 11:01

საზოგადოება

სამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

21 იანვარი 2021, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 477 თბილისში, 164 იმერეთში, 64 კი აჭარაში გამოვლინდა

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.

21 იანვარი 2021, 10:56

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,020 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

21 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 735 მძიმე პაციენტია

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 735 მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კრიშტიანუ რონალდუ

21 იანვარი 2021, 10:49

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან 760 გოლი გაიტანა⚽

20 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში, „იუვენტუსის“ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში, ფეხბურთელმა კარიერის 760-ე გოლი გაიტანა

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

21 იანვარი 2021, 10:33

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

21 იანვარი 2021, 10:29

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით 1,340 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,340 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,638,249 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 212,831 ადამიანი გარდაიცვალა.