imedi /  03 იანვარი 2020, 13:25 / სანდო წყარო

ირანი აშშ-ს შურისძიებით ემუქრება

აიათოლა ალი ხამენეი

აიათოლა ალი ხამენეი

აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მოკვლის შემდეგ თეირანი სასტიკი შურისძიებით იმუქრება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სასტიკი შურისძიება ელით კრიმინალებს, რომლებმაც ყასემ სულეიმანი მოკლეს. მისივე თქმით, გენერლის სიკვდილი აშშ-ის და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივაციას გააორმაგებს. 

გენერალ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. 

პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ყველა სიახლე

ბერნი ეკლსტოუნი

10 ივლისი 2020, 14:07

სპორტი

ფორმულა 1-ის საპატიო პრეზიდენტს ბერნი ეკლსტოუნს 89 წლის ასაკში ვაჟი შეეძინა

ფორმულა 1-ის საპატიო პრეზიდენტს ბერნი ეკლსტოუნს 89 წლის ასაკში შვილი შეეძინა. ეკლსტოუნმა და მისმა 44 წლის მეუღლემ ფაბიანამ ახალშობილ ბიჭს ეისი დაარქვეს. ფაბიანამ შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში იმშობიარა, სადაც ყველაზე პრეტიჟული ავტორბოლის ყოფილი ხელმძღვანელი ბრაზილიიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 14:07

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.

10 ივლისი 2020, 14:04

რეგიონი

მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოები უკვე ხუთ რეგიონში, 15 ათას ჰექტარზე ჩატარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისათვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას.

ირაკლი კუჭავა

10 ივლისი 2020, 13:53

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განხილვა კომიტეტის დონეზე შედგა და შემდეგ, კანონპროექტი სენატის კომიტეტმაც უნდა განიხილოს, მათ შორის, უნდა მოხდეს შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, რის შემდეგაც, კენჭისყრა პლენარულ სესიაზე გაიმართება. მისივე თქმით, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

ამირან გამყრელიძე

10 ივლისი 2020, 13:52

COVID19

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია.

ჯანლუიჯი ბუფონი

10 ივლისი 2020, 13:39

სპორტი

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მწვრთნელობას დაიწყებს

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი მწვრთნელობას დაიწყებს. ამის შესახებ ლეგენდარული მეკარის აგენტმა, სილვანო მარტინომ იტალიურ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბარში განაცხადა. ბუფონი უკვე აპირებს ეროვნული ნაკრების ბაზა „კოვერჩიანოზე“ სამწვრთნელო ლიცენზიის ასაღებად სპეციალური ტესტების ჩაბარებას და პერსპექტივაში ძალიან უნდა თავისი მშობლიური გუნდი „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. რამდენიმე დღის წინ, 42 წლის ფეხბურთელმა პაოლო მალდინის რეკორდი მოხსნა და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ჩინეთი

10 ივლისი 2020, 13:37

სპორტი

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა

გამონაკლისი მხოლოდ ორი ტურნირია, რომელიც ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებად განიხილება. საუბარია 9-13 სექტემბერს პეკინში ჩასატარებელ ჩელენჯერის სერიის საჩოგბურთო ტურნირსა და ფიგურული ციგურაობის გრან-პრიზე, რომელსაც 6-დან 8 ნოემბრამდე ასევე ჩინეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

თაკო ჩარკვიანი

10 ივლისი 2020, 13:35

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტენ, რომ „ძალა ერთობაშია“დაიშალოს და მათ ცალკე უნდათ გასვლა, ბუნებრივად წარმოიქმნება ბლოკები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა და ჩვენც ვთქვით - კი ბატონო, რადგან ახლა არ არის რაღაც ჯიბრის, ბზარის ხელოვნურად შეტანის დრო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 13:31

სამართალი

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

გიორგუ შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 13:31

სამართალი

ექსპერტიზმის დასკვნის თანხმად, გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს

მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს- როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში წერია.

10 ივლისი 2020, 13:25

სამართალი

სუს-ი: 2019 წელს საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ პარლამენტარებისთვის უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:17

საზოგადოება

კახა ბექაური: ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

10 ივლისი 2020, 13:17

სამართალი

2019 წელს სუს-მა კორუფქციასთან დაკავშირებული 90-ზე მეტი საქმის გამოძიება დაიწყო

„კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში, 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 91 საქმეზე. ხოლო, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 135 პირი, მათ შორის, ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 13:15

სამართალი

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე.

10 ივლისი 2020, 13:11

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 635 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 713 936-ს მიღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 017-ს აღწევს. ამასთან, 489 068 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:11

საზოგადოება

კახა ბექაური: ელექტრონული კომუნიკაციების კანონის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლობა ვერ იქნება იმუნიტეტი

„დღეს მაგთიკომი და სილქნეტი ამავდროულად მაუწყებლები არიან და დამეთანხმებით, რომ მაუწყებლად გახდომა იმუნიტეტი ვერ გახდება კანონდარღვევის შემთხვევაში. კანონპროექტის მიხედვით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ მაუწყებლებს ეს ცვლილება არ ეხება, მაგრამ რედაქციულად თუ არის რამე შესაცვლელი , პარლამენტი საბოლოოდ მიღებამდე თუ საჭიროდ მიიჩნევს ამ დაზუსტებას გააკეთებს. ინტენსიურად ვმუშაობთ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი შემოვიღოთ, რომელიც ეხება კონცენტრაციას და ამან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს მომხმარებლის და ბაზრის ინტერესი“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

იუვენტუსი

10 ივლისი 2020, 13:05

სპორტი

„იუვენტუსს“ ახალი სპონსორები ჰყავს

„ბებერმა ქალბატონმა“ ასევე გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურინში არსებულ მისი სახელობის მქონე სწრაფი კვების ობიექტთან - Juventus Premium Club. სამივე სპონსორთან სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი „იუვენტუსის“ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯორჯო რიჩიმ მოაწერა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 13:00

საზოგადოება

კახა ბექაური: დროებითი მმართველის დანიშვნა მომხმარებლების უფლებების დასაცავადაა საჭირო და არა კომპანიებზე კონტროლის გასაძლიერებლად

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმ სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს უპასუხა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის და არასამათავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან ვრცელდება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კომისიის თავმჯდომარემ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 12:58

საზოგადოება

კახა ბექაური: საქართველოს კომუნიკაციების კომისია აკმაყოფილებს მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზებული მექანიზმი არის თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავი.

10 ივლისი 2020, 12:49

საზოგადოება

კახა ბექაური: აღსრულების ეფექტური მექანიზმი სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.