imedi /  05 იანვარი 2020, 12:59 / სანდო წყარო

ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის $13 მილიონი შეგროვდა

ავსტრალია ხანძრები

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად შექმნილი ინტერნეტკამპანიის ფარგლებში 48 საათში 13 მილიონი დოლარი შეგროვდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კამპანია 3 იანვარს მსახიობმა სელესტა ბარბერმა წამოიწყო, რომლის ოჯახსაც სტიქიის გამო ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ იდენში თავისი სახლის დატოვება მოუწია. კამპანიაში არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მსახიობი ნიკოლ კიდმანი და მომღერალი პინკი ჩაერთვნენ.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. პრემიერმინისტრ სკოტ მორისონის დავალებით, სტიქიასთან ბრძოლაში 3000 სამხედრო ჩაერთო.

ყველა სიახლე

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.

ვარძია მუზეუმის ბილეთები

20 იანვარი 2020, 18:12

კულტურა

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა და გიდის მომსახურება გაძვირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

თავდაცვის სამინისტრო

20 იანვარი 2020, 18:00

საქართველო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Minecraft

20 იანვარი 2020, 17:59

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში თამაშ Minecraft-ის მიხედვით სახლი ააშენეს

სახლი დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, მაპჰოგუს რაიონში მდებარეობს. შენობა 4-სართულიანია და ის 5 ოჯახზე გათვლილი. სახურავზე გასასვლელი ყველა მცხოვრებს აქვს: ამისთვის კიბე გამოიყეს. პირველ სართულზე სადგომი და მაღაზიებია განთავსებული.

ევროვიზია

20 იანვარი 2020, 17:49

კულტურა

„ევროვიზიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ოსტერდალი გახდა

შვედი ტელემენეჯერი მარტინ ოსტერდალი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. მარტინ ოსტერდალს მენეჯარად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2020, 17:39

საქართველო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა.

ირმა ინაშვილი
ლორა თორნტონი

20 იანვარი 2020, 17:32

საქართველო

ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონს ნაცმოძრაობისგან ფინანსური დაინტერესება აქვს

ირმა ინაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, ბოლო წლების განმავლობაში აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ტყუილს ეფუძნება.

ელიზაბეთ რუდი

20 იანვარი 2020, 17:30

საქართველო

რუდი სოფელ ჩორჩანაზე: პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა მექანიზმის გამოყენება

ელჩის თქმით, აშშ შეშფითებულია ბოლო თვეებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან სიტუაციის გაუარესების გამო, მათ შორის ჩორჩანას ტერიტორიაზე, სადაც „საოკუპაციო რეჟიმმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადაწია ოფიციალური თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე“.

Queen

20 იანვარი 2020, 17:22

კულტურა

დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი. სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტად იქნება წარმოდგენილი.

tindera

20 იანვარი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

Tinder-ის ქალი მომხმარებლების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე მოხვდა

გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 16 ათასი მომხმარებლის პირადობის მოწმობა.

ვალერი გელაშვილი

20 იანვარი 2020, 16:48

საქართველო

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია. გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის. გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

ტურისტები

20 იანვარი 2020, 16:34

ეკონომიკა

2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 იანვარი 2020, 16:25

საქართველო

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძისა და იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოსის შეხვედრის თემა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი იყო.

გზის გადაკეტვა

20 იანვარი 2020, 16:21

საქართველო

სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა გახსნა

სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილი თითქმის 2 საათი იყო. აქციის მონაწილეებმა მანქანებს შემოვლითი გზაც დაუკეტეს, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.

ტონი ჰოლი

20 იანვარი 2020, 16:09

მსოფლიო

BBC-ის მთავარი რედაქტორი თანამდებობას ტოვებს

ტონი ჰოლმა თქვა, რომ BBC-სთვის მნიშვნელოვანია, 2022 წლის გლობალური ფინანსური ანგარიშისა და 2027 წლისთვის კორპორაციის წესდების გადასინჯვის პროცესს ერთი და იგივე ადამიანმა უხელმძღვანელოს. ტონი ჰოლი BBC-ის გენერალური დირექტორი 2013 წლიდან იყო.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

20 იანვარი 2020, 15:53

მსოფლიო

საფრანგეთში ლესბოსელებისთვის ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას ითხოვენ

ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „თავისუფლება, თანასწორობა, მამობა!“, „სადაა მამა? - ის საყინულეშია“, „დედა #1, დედა #2, სადაა თანასწორობა?“. დემონსტრაციის ორგანიზატორი 20-მდე კათოლიკური ასოციაცია იყო.

კორონავირუსი

20 იანვარი 2020, 15:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა. გამყრელიძის განმარტებით მას იწვევს ვირუსების ჯგუფი - კორონავირუსები, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. მისი თქმით, ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ არ არის.