imedi /  10 იანვარი 2020, 15:44 / სანდო წყარო

ტრამპი: გლობალური დათბობა აფიორა არაა, ეს სერიოზული საკითხია

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გლობალური დათბობა სერიოზული საკითხია, თუმცა გარემოს დაცვა სამუშაო ადგილების შექმნას ხელს არ უნდა უშლიდეს. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„გლობალური დათბობა აფიორა არაა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მე სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი მინდა. გარემოს დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცამ ჩემზე წიგნი დაწერა, სადაც გარემოსდამცველი მიწოდა. წიგნს ჰქვია „The Environmentalist“ („გარემოსდამცველი“). ეს წიგნი ჩემს ოფისში მაქვს, შემდეგ პრესკონფერენციაზე მოგიტანთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიკვირდებათ.

მე მჯერა გარემოს დაცვის, ჰაერი და წყალი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნაც მინდა. არ მინდა ჩვენი ინდუსტრიის დახურვა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვა - „ქარი გამოიყენეთ“. ამით ჩვენ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ. ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტრამპმა.

გასულ წელს ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა გარემოსდამცველები და განაცხადა, რომ გლობალური დათბობის შესახებ საუბრები აფიორაა.

2019 წლის 5 აგვისტოს აშშ-მა ოფიციალურად შეატყობინა გაეროს პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების შესახებ. მოგვიანებით, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას აღარ დატოვებს, თუმცა მასში საკუთარ მონაწილეობასთან დაკავშირებით პირობების გადახედვას მოითხოვს.

ყველა სიახლე

ტრევის შადრევანი

27 იანვარი 2020, 17:17

კულტურა

რომში ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომში უდიდეს ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ. რომის მერის ვირჯინია რაჯის განცხადებით, ხელისუფლება ამ ფორმით შადრევანს ვანდალებისა და ხულიგნებისგან დაიცავს.

მილიონერი გამარჯვებული

27 იანვარი 2020, 17:09

ტაბლოიდი

ვინ არის ჯეკპოტის გამარჯვებული მილიონერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ

ლატარიაში გამარჯვებული 77 წლის ვალიკო კვაჭაძეა. მან „საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ჯეკპოტი 1 182 454 ლარი 21 იანვრის გათამაშების დროს მოიგო, თუმცა რამდენიმე დღე კომპანია გამარჯვებულს ვერ პოულობდა. მის შესახებ სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2020, 17:03

საქართველო

მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა

მმართველი გუნდი აშშ-ის კონგრესთან აქტიურ კომუნიკაციას თებერვლიდან გეგმავს, ამ მიზნით შეერთებულ შტატებში მაღალი დონის ვიზიტები შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები უკვე დაგეგმილია.

27 იანვარი 2020, 16:54

ვიდეო

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

27 იანვარი 2020, 16:41

მსოფლიო

რუსეთში სამხედრო პოტენციალზე საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისთვის იაპონელი დააკავეს

იაპონელის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთმა იაპონიის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური ვიზით იმყოფებოდა. მან რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი 25 იანვარს მოხდა.

სელენა გომესუ

27 იანვარი 2020, 16:40

ტაბლოიდი

სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა

„ვგრძნობ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი“ - განაცხადა მომღერალმა. კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ემოციურ ძალადობაზე, გომესმა დადებითად უპასუხა. ბიბერი და გომესი ერთად ოფიციალურად 2011-2018 წლებში იყვნენ. წყვილი ამ ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2020, 16:31

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი საკითხი კონგრესმენებთან პირისპირ დიალოგით უნდა განიხილებოდეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგერსმენების წერილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

Brexit მონეტა

27 იანვარი 2020, 16:16

მსოფლიო

ბრიტანელები Brexit-ისადმი მიძღვნილ მონეტებს ბოიკოტს უცხადებენ

საუბარია 50-ცენტიან მონეტებზე, რომლებიც 3 მილიონი ეგზემპლარის ტირაჟით მოიჭრა. ახალი მონეტები მიმოქცევაში 31 იანვარს გამოჩნდება, როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. მონეტებს „მშვიდობა, წარმატება და ხალხთა მეგობრობა“ აწერია.

მეგან მარკლი

27 იანვარი 2020, 16:16

ტაბლოიდი

მეგან მარკლის სახელი ზმნად აქციეს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (Brexit-ის ანალოგი), როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს. თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა. ახლა მეგან მარკლის სახელის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლებმა ზმნაც მოიფიქრეს - to Meghan Markle „მეგანმარკლობა“.

ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი 2020, 16:05

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 15:35

საქართველო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფლი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამ თანამდებობაზე დამსი ლილიან მორი პასკიეს შეცვლის.

კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად

27 იანვარი 2020, 15:29

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზი დასახელდა

ვერტმფრენმა, რომლითაც 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 13 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, შესაძლოა უამინდობის გამო განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

ევროსაბჭო

27 იანვარი 2020, 15:22

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა

საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია პროტესტით დაიწყო. ქართველმა, უკრაინელმა და ლიეტუველმა დეპუტატებმა რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა ფეხზე ადგომით გააპროტესტეს.

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2020, 15:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: წამალი რომელიც კორონავირუსის ამ ქვეტიპზე იმოქმედებს, არ არსებობს

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ რაიმე სპეფიციკური მკურნალობა, ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.

ჰენდრიკ დამსი

27 იანვარი 2020, 15:10

მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო ასამბელის Twitter-გვერდზე გავრცელდა. დამსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 15:04

მსოფლიო

ინდონეზია კორონავირუსის გამო ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ინდონეზიის ხელისუფლება „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს. The Jakarta Post-ის ცნობით, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც გეგმავს.

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.

ავიაკატასტროფა

27 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამოქალაქო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ინფორმაციას TOLO News-ი Twitter-ზე ავრცელებს. ინციდენტი სოფელ დეხ ოაკთან მოხდა. ამ ტერიტორიას მოძრაობა „თალიბანი“ აკონტროლებს. ადგილობრივებმა ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართეს. თვითმფრინავი კომპანია Ariana Afghan Airlines-ს ეკუთვნის.