imedi /  24 იანვარი 2020, 10:58 / სანდო წყარო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

ინციდენტი ლიმას გარეუბანში მოხდა. საწვავმზიდი ავტოსახელოსნოს შეეჯახა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

 

ყველა სიახლე

რობერტ უეტონი

27 თებერვალი 2020, 00:45

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი 111 წლის ბრიტანელი გახდა

უიეტონი 1908 წლის 29 მარტს დაიბადა და 1 თვეში 112 წლის ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ის გინესის რეკორდების წიგნებში არ შეუყვანიათ, ის მსოფლიოში უხუცეს ადამიანად მიიჩნევა. ბრიტანელს 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავს.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2020, 00:36

მსოფლიო

თეთრი სახლი წინააღმდეგია მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხები კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდეს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. თეთრ სახლში განმარტეს, რომ დამატებითი თანხები ვაქცინის შექმნის დაჩქარებასა და საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენას მოხმარდება.

27 თებერვალი 2020, 00:21

ტექნოლოგიები

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელიც ალკოჰოლით შარდავს

აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. 61 წლის ქალს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებდნენ: მას ციროზის მძიმე ფორმა და მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. ორივე დაავადება ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ ექიმებს სულაც არ გაუკვირდათ, რომ პაციენტის ანალიზები ეთანოლის შემცველობაზე დადებით შედეგ აჩვენებდა, თუმცა თავად ქალი ამტკიცებდა, რომ პრაქტიკულად არ სვამს.

ნინო ნიჟარაძე

27 თებერვალი 2020, 00:09

საქართველო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

„ამ ეტაპზე აჭარაში, საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი არ გვყავს. კორონავირუსის გამოვლენა, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო და ველოდებოდით, რომ ასეთი მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

27 თებერვალი 2020, 00:08

საქართველო

ფოთიდან თბილისში, მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგო გადმოჰყავთ, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა

როგორც ფოთის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი imedinews-სთან აცხადებს, გოგონა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა იტალიაში, საქართველოში ჩამოსვლიდან 2 დღეში თავი შეუძლოდ იგრძნო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რის შემდეგაც კლინიკას მიმართა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 00:07

მსოფლიო

ტრამპმა CNN კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის ცუდად წარმოჩენაში დაადანაშაულა

„დაბალი რეიტინგების მქონე „ფეიკ ნიუს“ MSDNC და CNN ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინონ, მათ შორის ბაზრებზე პანიკა ატეხონ. არაფრის მაქნისი დემოკრატების მსგავსად მხოლოდ ლაყბობენ და არაფერს აკეთებენ. აშშ მშვენიერ ფორმაშია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.

Facebook

27 თებერვალი 2020, 00:05

მსოფლიო

Facebook გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც კორონავირუსს ეხება

საინფორმაციო პორტალი Business Insider-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული ზომა იმ პუბლიკაციებს ეხება, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსისგან განკურნებას ან პროფილაქტიკას ჰპირდება. ამგვარი პუბლიკაციები ამიერიდან დაიბლოკება.

ინფექციური საავადმყოფო

26 თებერვალი 2020, 23:47

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 ადამიანიდან 16-ს კორონავირუსი არ აქვს, 2 კი ჯერ გამოკვლეული არაა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 19 პაციენტიდან მათთან მკურნალობას მხოლოდ 6 გააგრძელებს. ცერცვაძის თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთს აქვს კორონავირუსი, სამი - გრიპისგან მკურნალობას საჭიროებს, კიდევ ორი კი ახალი შემოყვანილია და ჯერ გამოკვლეული არაა.

26 თებერვალი 2020, 23:37

საქართველო

საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

26 თებერვალი 2020, 23:29

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 23:26

საქართველო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ვიდეო

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 23:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირება ხდება დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას, დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს

კორონავირუსით ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირება ხდება ძირითადად წვეთოვანი გზით - დახველებისას, ცემინებისას, 1 მეტრზე ახლო კონტაქტისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში გადადების რისკი თითქმის არ არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი

26 თებერვალი 2020, 23:14

საქართველო

ალექსანდრე ღვთისიაშვილი: საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება

საქართველოს საელჩოები მუდმივ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და ზომების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ოლივიე ვერანი

26 თებერვალი 2020, 23:10

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში

„დაიბანეთ ხელები რაც შეიძლება ხშირად, ყოველ საათში. დაიბანეთ ხელები ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ. ეს სასარგებლო ზომაა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

26 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულ პაციენტს საქართველოში კონტაქტი მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან ჰქონდა

კორონავირუსით ინფიცირებულ 50 წლამდე კაცს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ სპეციალურად ეკიპირებულ სამედიცინო პერსონალთან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:52

საქართველო

კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი ჯერ ირანში იმყოფებოდა, საქართველოში კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

მან მედიას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ პაციენტი საქართველოში აზერბაიჯან-საქართველოს გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მანამდე ორი კვირით ადრე ის ირანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა სააქართველოში. პაციენტის ოჯახის წევრის თქმით, მათ ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ აქვთ.

26 თებერვალი 2020, 22:39

საქართველო

ამირან გამყრელიძე: მთავარი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია

მოსახლეობისადმი მთავარი რეკომენდაცია არის, შეზღუდონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გავრცელებულია- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2020, 22:35

საქართველო

საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

26 თებერვალი 2020, 22:25

საქართველო

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.