imedi /  31 იანვარი 2020, 09:47 / სანდო წყარო

კორონავირუსმა ჩინეთში უკვე 213 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთი ვირუსი

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CGTN-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყანაში კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 17:03

COVID19

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბენეფიციარებს უჭირთ უფასო სასადილოებამდე მისვლა, მათ საკვებ პროდუქტებს სახლებში მიუტანენ. სასურსათო ამანათების დაფასოება მიმდინარეობს ქუთაისის სპორტის სასახლეში და ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები.

ავღანეთი აფეთქება

01 აპრილი 2020, 17:03

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებას ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი ემსხვერპლა

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში აქტიურია როგორც „თალიბანი“ ასევე „ისლამური სახელმწიფო“. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ქაბულში „თალიბანის“ დელეგაცია ჩავიდა, რომელიც ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ვახტანგ გომელაური

01 აპრილი 2020, 16:59

COVID19

ვახტანგ გომელაური: არავის გვიხარია, ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ

„რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად, ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

01 აპრილი 2020, 16:47

COVID19

სისხლის მარაგის პოტენციური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.

ეროვნული ბანკი

01 აპრილი 2020, 16:46

COVID19

ეროვნულმა ბანკმა COVID-19-თან დაკავშირებით საზედამხედველო გეგმა წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, გეგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია.

რობერტო სპერანცა

01 აპრილი 2020, 16:44

COVID19

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ

ვაქცინის გარეშე კორონავირუსს ვერასოდეს დავამარცხებთ, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ. მისივე თქმით, ვიდრე ვაქცინა შეიქმნება, საჭიროა ამ გარდამავალი პერიოდის მართვა და ეპიდემიის ახალი კერების თავიდან აცილება.

ჯემალ გამახარია

01 აპრილი 2020, 16:40

COVID19

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, რომ არა საქართველო, ეს ადამიანები განწირულები არიან

„ადგილობრივი ექიმების ნაწილს მიაჩნია, რომ კორონავირუსი უკვე აფხაზეთში არის, მაგრამ იქ არ არის იმის საშუალება, რომ ვირუსი გამოავლინონ და რაც მთავარია - უმკურნალონ. ამიტომ ამის გამო იქ პანიკაა. რუსეთმა განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთში ადგილზე უნდა მოხდეს, რომ არა საქართველო ეს ადამიანები განწირულები არიან. რუხის კლინიკის გახსნა, შეიძლება ითქვას ეს არის ხსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს“, - აღნიშნა გამახარიამ.

01 აპრილი 2020, 16:35

COVID19

კახეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად გრძელდება

საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, კახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება აქტიურად გრძელდება. სასურსათო კალათები ოჯახებს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა „World Vision“-ისა და კახეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით დაურიგეს.

ვარშვაში საქართველოს საელჩოსთან

01 აპრილი 2020, 16:35

COVID19

ქართველი ემიგრანტი: ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან რამდენიმე თანამოქალაქე დააკავეს

ვარშვაში, საქართველოს საელჩოსთან რამდეიმე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ „კურიერში“ სატელეფონო ჩართვისას ვარშვაში მცხოვრებმა ქართველმა მირიან ხერხეულიძემ განაცხადა. მისი თქმით, იქ მცხოვრები ქართველების ნაწილმა ვარშავა-თბილისის 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზე ბილეთი ვერ იყიდეს და სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს საელჩოსთან მივიდნენ. საელჩოს თანამშრომლებმა კი პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

01 აპრილი 2020, 16:27

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის კიდევ 60 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლიც განახორციელა. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.

ვახტანგ გომელაური

01 აპრილი 2020, 16:24

სამართალი

ვახტანგ გომელაური: სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული, აქედან გამომდინარე დაკლებულია კრიმინალი

სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული დღეს, თუ იყო 10 პოლიციელი ერთ-ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელი დგას. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

ვლადიმერ პუტინი

01 აპრილი 2020, 16:19

COVID19

კორონავირუსის გამო პუტინი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს ინოვაციური ფორმატია. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მისალმების მანერა შეცვალა და პირადი შეხვედრებისას ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. „ახლა სოციალურ დისტანციას ყველა იცავს“- აღნიშნა პესკოვმა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს.

დაკავება ხელბორკილები

01 აპრილი 2020, 16:11

COVID19

რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსზე საპირველაპრილო ხუმრობები კანონით აკრძალეს

მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფო 1-ელ აპრილს კორონავირუსის შესახებ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებლებს დასჯის. ამის შესახებ The Hill-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტაილანდში COVID-19-ზე დეზინფორმაციული ხუმრობების გამო მოქალაქეებს 5-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ. ტაივანში ეს სასჯელი $99 000-იანი ჯარიმით განისაზღვრა. მკაცრი პასუხი მოჰყვება დეზინფორმაციის გავრცელებას ინდოეთშიც. ამ ზომებს შეუერთდნენ გერმანიაშიც. „კორონა სახუმარო არ არის“, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

01 აპრილი 2020, 16:10

COVID19

ვახტანგ გომელაური: აღდგომამდე ჯერ ორი კვირაა, საპატრიარქოსთან ყველა კოორდინაციაში ვართ

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

შოთა რეხვიაშვილი

01 აპრილი 2020, 16:02

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: რადგან ბოლნისსა და ქვემო ბოლნისში ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა, ისინი სრულად გადაიკეტა

„10 დადასტურებული ფაქტიდან 7 მარნეულის მუნიციპალიტეტშია, სადაც გამოჯანმრთელება ერთია. სამი კი ბოლნისის მუნიციპალიტეტშია. რადგან ბოლნისსა და ქვემო ბოლნისში ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა, ისინი პოლიციის მიერ სრულად გადაიკეტა," - აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა.

გოგი წულაია

01 აპრილი 2020, 15:57

რეგიონი

ქუთაისში სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისის ცენტრში სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს. პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუჩაში აქცია-ბრიფინგი გამართა. პოლიციამ მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. წულაიამ კი პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვას აპროტესტებდა. პოლიციამ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით გთვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

რუსეთი კორონავირუსი

01 აპრილი 2020, 15:56

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 440 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში COVID-19-ის 2 777 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული მოსკოვშია. დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 190 პაციენტი.

01 აპრილი 2020, 15:53

COVID19

ვახტანგ გომელაური: მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, ძალიან ცოტა დარღვევა იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანდტის საათის დარღვევის მხოლოდ 17 შემთხვევა დაფიქსირდა. „მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, უფრო მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა, 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან სუბრისას.

01 აპრილი 2020, 15:50

COVID19

ვახტანგ გომელაური: დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე აქამდე

საოკუპაციო ხაზი მოვინახულეთ. სიმშვიდეა. დღეს უფრო მეტი პოლიციელი დგას საოკუპაციო ზოლზე, ვიდრე აქამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტისას განუცხადა.

01 აპრილი 2020, 15:50

ვიდეო

თბილისის მიკროავტობუსი იმ ორგანიზაციების პერსონალს მოემსახურება, რომლებიც კარანტინის პირობებში მუშაობენ