imedi /  01 თებერვალი 2020, 16:32 / სანდო წყარო

კორონავირუსის გამო აშშ-მა და ავსტრალიამ ჩინეთში ნამყოფი ადამიანებისთვის საზღვრები ჩაკეტეს

კორონავირუსი

აშშ-მა და ავსტრალიამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსული აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები კი 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან. მანამდე მსგავს ზომებს რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ მიმართეს. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია.

ჩინეთმა დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა და სახელმწიფოები ოფიციალური რეკომენდაციების იგნორირებაში დაადანაშაულა. „მაშინ, როცა ჯანმო მოგზაურობის აკრძალვას არ გვირჩევს, აშშ საპირისპიროს აკეთებს. ეს კეთილი ნების გამოხატვა ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპირეკა უა ჩუნიინმა.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 259 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა. 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 11:52

COVID19

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველა არსებული შემთხვევების კონტაქტებია. კონკრეტულად კი ოქროს ბირჟისა და ერთ-ერთი მაღაზიის კონტაქტები, რომელთა ნაწილიც თვითიზოლაციასა და კარანტინში იყო. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდ-კლინიკებში სხვადასხვა რეგიონიდან 288 პაციენტი მკურნალობს, მათგან 150-ზე მეტი შემთხვევა იმერეთშია დადასტურებული.

23 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

ბოლო 24 საათში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში 480 პაციენტია მოთავსებული. 22 სექტემბერს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 11:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პოლიტიკაში 47 თვის განმავლობაში უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წლის განმავლობაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყოფნისას უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა.

რუსეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 11:40

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 150 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 150 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19 799-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 923 699 პაციენტი.

ალექსეი ნავალნი

23 სექტემბერი 2020, 11:32

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაეწერა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან გაეწერა. ამის შესახებ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

23 სექტემბერი 2020, 11:31

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,497 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,497 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 184,734 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,705-მდე გაიზარდა, ჯამში 81,670 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

23 სექტემბერი 2020, 11:20

ტექნოლოგიები

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ $25 ათასად გაყიდის

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ ბაზარზე $25 ათასად გამოიტანს. მის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელზე ილონ მასკზე დაყრდნობით წერს. მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.

თბილისის ინფექციური

23 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

თბილისის ინფექციურში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

ამჟამად თბილისის ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭახელას ეროვნული პარკი

23 სექტემბერი 2020, 11:19

რეგიონი

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა

თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

23 სექტემბერი 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო

„მთავარი ის იყო, რომ პაციენტი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი. ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციები და მოთავსდა ჩვენ კლინიკაში უკვე ორმხრივი მძიმე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, მარჯვენამხრივი ტრომბოემბოლიით. ასევე მას ჰქონდა ბულოზური ემფიზემა. კოვიდისგან გათავისუფლდა, თუმცა მდგომარეობა მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო გაუარესდა, ჩამოყალიბდა ფილტვის მძიმე აფსესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

პოლიცია

23 სექტემბერი 2020, 11:08

სამართალი

პოლიციამ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბაზაზე გამრთულ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო. ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ევროპაბეთი

23 სექტემბერი 2020, 10:59

საზოგადოება

„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა.

ინდოეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 646 010-მდე გაიზარდა. ვირუსს 90 020 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 10:47

რეგიონი

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

23 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 1,769 ადამიანს დაუდგინეს, 13 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 275,927 შემთხვევა გამოვლინდა, 9,409 ადამიანი კი გარდაიცვალა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2020, 10:22

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.