imedi /  02 თებერვალი 2020, 22:58 / სანდო წყარო

როგორ ცხოვრობენ კორონავირუსის გამო იზოლირებულ უხანში. ვიდეო

კორონავირუსი საქართველოში

უხანი

უკვე ერთი კვირაა ჩინეთის პროვინცია ჰუბეი იზოლაციაში ცხოვრობს. მილიონობით ადამიანი სახლშია შეკეტილი და გარეთ უკიდურეს შემთხვევაში გამოდის. მაღაზიები დღეში რამდენიმე საათით იხსნება. 24-საათიან რეჟიმში კი ჯანდაცვის სისტემა მუშაობს. ქალაქში სიჩუმეს დროდადრო სასწრაფო დახმარების მანქანები არღვევს.

„იმედის კვირის“ მაყურებელს ჰუბეის ქალაქ უხანში მცხოვრებმა ლაშა გელაშვილმა ქალაქში არსებული ვითარება ვიდეოთი გააცნო. როგორც ლაშა გელაშვილი ამბობს, ის სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დადის და ქვეყნის დატოვებასს არ აპირებს, რადგან მისი თქმით, იქ უსაფრთხოდ გრძნობს თავს. 

ლაშა გელაშვილი ვიდეოში ყვება, რომ უხანში სუპერმარკეტები დღეში რამდენიმე საათით იხსნება და მოქალაქეებს საჭირო პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა შეუძლიათ, ასევე ქალაქში მუშაობს ტაქსის სერვისი და მუნიციპალური ტრანსპორტი. 

მისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილმა ჩითეთი უკვე დატოვა. საქართველოს საელჩო დანარჩენ მოქალაქეებსაც ნებისმიერ დროს ჰპირდება მხარდაჭერას.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტრილის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2022, 19:23

რეგიონი

პრეზიდენტის მხარდაჭერით, გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ.

07 აგვისტო 2022, 19:16

მსოფლიო

ჩინეთი ყვითელ და ბოჰაის ზღვებში წვრთნებს განაახლებს

ოფიციალური პეკინის ცნობით, ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ახალ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

07 აგვისტო 2022, 18:58

პოლიტიკა

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

07 აგვისტო 2022, 18:56

სამართალი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ექიმს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე, ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

დავით ქართველიშვილი

07 აგვისტო 2022, 18:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთს საოკუპაციო მოქმედებები და ტერიტორიები ნაცებმა თავისი მოქმედებებით ბოლომდე „გაუპრავეს“. ეს იყო მათი მთავარი დანაშაული, დიქტატურასა და ხალხის წამებაზე უარესი

„7 აგვისტოს სააკაშვილმა მსოფლიოს აჩვენა მასირებული ცეცხლი საქართველოს მხრიდან; ჯარის მეთაურებს აძახებინა, „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავიწყეთო“; მოგვიანებით, ფილმები გადაიღეს, სადაც საბრძოლო ტაქტიკის დონეზე მოყვნენ, სად როგორ შედიოდნენ, 9 აგვისტოს ბრძანებულება გამოსცა, სადაც ჩაწერა, რომ რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

07 აგვისტო 2022, 18:36

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: 7-12 აგვისტოს ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება

7-12 აგვისტო, 18:00-22:00, ორბელიანების სასახლის კარი დამთვალიერებლებისათვის გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დროშები ორბელიანების სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის სიმბოლოა.

დიდი ბრიტანეთის საელჩო

07 აგვისტო 2022, 18:19

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის საელჩო: ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

ვატო შაქარიშვილი

07 აგვისტო 2022, 17:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: იმის მაგივრად, რომ ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში

„ალბათ, ჩვენი ბრალია ესენი ამ უსაზღვრო უტიფრობას რომ ბედავენ! იმის მაგივრად, ამ დღეებში მაინც ჩაიგდონ ხმა და სოროებში შეძვრნენ, ესენი მუხათგვერდის სასაფლაოზე ადიან, პოზირებენ და აქ თარიღებზე გველაპარაკებიან, 7-ში „აღვნიშნოთ“ ომის დაწყება თუ 8-ში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილი წერს

07 აგვისტო 2022, 17:55

მსოფლიო

Reuters: ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ

ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

მაღაროელების ახლობლები ლოცულობენ მათ გადასარჩენად

07 აგვისტო 2022, 17:42

მსოფლიო

მეოთხე დღეა, მექსიკაში 10 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ

ჩრდილოეთ მექსიკაში, კოაუილას შტატში, 300-ზე მეტი ჯარისკაცი და მაშველი მაღაროელების გადარჩენას ცდილობს. მაღაროს დატბორვის გამო, შემთხვევის ადგილას მყვინთავებიც არიან მობილიზებულები.

რუსლან სტეფანჩუკი

07 აგვისტო 2022, 17:26

მსოფლიო

რუსლან სტეფანჩუკი უკრაინის საჰაერო ძალებს: მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის

„დღეს უკრაინის საჰაერო ძალების დღეა. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ მათით, ვინც ჩვენს ცას იცავს! ჩვენ მადლობლები ვართ თქვენ მიერ ჩამოგდებული თითოეული რუსული რაკეტისთვის! თქვენ ირჩევთ საჰაერო უპირატესობას!“, - აღნიშნავს სტეფანჩუკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 აგვისტო 2022, 16:59

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჰაერო ძალების მიერ შესრულებული ყველა დავალება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს

უკრაინის საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებსაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭათ და დაღუპული გმირების ოჯახების წევრებს „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენები გადასცა. ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლის ეზოში გაიმართა.

07 აგვისტო 2022, 16:33

COVID19

„ჩინეთის ჰავაიდ“ წოდებულ პოპულარულ კურორტზე ამოქმედებული კოვიდშეზღუდვების გამო, ათობით ათასი ტურისტი შინ ვერ ბრუნდება

ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ხაინანის პროვინციის ქალაქ სანიაში, სადაც, ერთ დღეში, კოვიდინფიცირების 263 შემთხვევა გამოვლინდა, ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა - ყველა ფრენა და სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

07 აგვისტო 2022, 16:21

მსოფლიო

უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ 4 გემი გავიდა

კიდევ ოთხმა გემმა, რომელიც მარცვლეულითა და მზესუმზირის ზეთითაა დატვირთული, უკრაინული პორტები უსაფრთხო საზღვაო დერეფნის გავლით დატოვა.

გიორგი ვოლსკი

07 აგვისტო 2022, 16:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

07 აგვისტო 2022, 16:08

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 3,5 მილიონზე მეტი უკრაინელი უსახლკაროდ დარჩა

„ომის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, უკრაინელები თითქმის ყოველდღე არიან რუსეთის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლები. ცოტა ხნის წინ, რუსული ჭურვები მიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონში სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა“.

ამირან სალუქვაძე

07 აგვისტო 2022, 15:48

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობას“: რასაც ყოველ 7 აგვისტოს აკეთებთ, იწყებთ რა თემის აჟიტირებას, ზუსტად ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში, საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ ვიცავთ ვერსიას - ომი დაიწყო რუსეთმა 7 აგვისტომდე

მოვიდა 7 აგვისტო და დაიწყეს დილიდან სტატიები, ინტერვიუები, მუხათგვერდში 7-ში უნდა გავიდეთ, თუ 8-ში?! თქვენ ამ საკითხში შეთანხმება რომ გინდოდეთ, როგორც კამერების წინ ამბობთ, დასხდებოდით მთავრობასთან წლების წინ, როცა სააკაშვილმა გასვლის თარიღი პირველად დაარღვია, და შეჯერდებოდით. თუმცა თქვენ სპექტაკლების დადგმა გჭირდებათ - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

07 აგვისტო 2022, 15:19

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში - მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია, ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში

„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გამოავლინა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია. ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე

07 აგვისტო 2022, 15:17

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ

ვფიქრობ, ვითარება არის საკმაოდ ბუნდოვანი და სამწუხაროდ განცხადება, რომელიც ამის ასახსნელად პრეზიდენტმა გააკეთა, აბსოლუტურად არავითარი ნათელის შემტანი არ იქნება ამ ვითარებაში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

07 აგვისტო 2022, 15:17

პოლიტიკა

მოლდოვის საგარეო უწყება: მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მოლდოვის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.