05 თებერვალი 2020, 19:55 / სანდო წყარო

ბილ გეიტსმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $100 მილიონი გამოყო

ბილ გეიტსი

ბილ გეიტსი

კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის და ყოფილი ხელმძღვანელის, ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდას საქველმოქმედო ფონდმა (Bill & Melinda Gates Foundation) კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $100 მილიონი გამოყო. ინფორმაცია ამის შესახებ ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სახსრები ისეთ მრავალპროფილიან ორგანიზაციებს გადაეცემა, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდის მთავარი მიზანი ვირუსის უფრო სწრაფი დიაგნოსტიკა და დაავადების გავრცელების მაქსიმალური შეზღუდვაა. თანხა ასევე ჩინეთის და იმ ქვეყნების ჯანდაცვის ეროვნულ უწყებებს გადაერიცხებათ, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

27 იანვარს გეიტსების ფონდმა ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. ფონდი განმარტავს, რომ ეს თანხა დღეს დაანონსებული $100 მილიონის ნაწილია. 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლის რიცხვმა 500-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 24 505-მდე გაიზარდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 09:28

მსოფლიო

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლიეტუვაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ამინდი

28 თებერვალი 2020, 09:15

საქართველო

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 2 მარტიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია ნავარაუდები, ხოლო მთლიანად საქართველოში გამოდარებას სინოპტიკოსები 2 მარტიდან ელოდებიან.

თელავი

28 თებერვალი 2020, 09:01

საქართველო

კახეთში, სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი პრევენციის მიზნით იმყოფებოდა. თეთრიწყლების შემდეგ გუშინ საღამოს ხანძრის ახალი კერა გაჩნდა თელავის სოფელ აკურაშიც. ადგილზე 4 სახანძრო- სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაო დღეს დილიდან ისევ განახლდა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:56

ტექნოლოგიები

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან?

რა არის კორონა და რით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან. სპეციალისტები განმარტავენ, როდესაც გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვთ და არც დაინფიცირება ნიშნავს აუცილებლად მძიმე შედეგს. როგორც ყველა სხვა გრიპს, კორონასაც აქვს რისკ ჯგუფები და წესები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობას ექვემდებარება. 33 ათასზე მეტი გამოჯანმრთელების შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით.

ენგური

28 თებერვალი 2020, 08:50

საქართველო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა

კორონავირუსის გამო სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.

28 თებერვალი 2020, 08:40

საქართველო

ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მგზავრებს, რომლებიც რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან მოდიან. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია. მგზავრებს საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისთანავე ამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკაში გადაჰყავთ და კვლევას უტარებენ.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსმა 44 ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. გასული დღეღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადებამ 44 ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოპდენობამ 2 ათას 788-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 78 ათას 832-ს შეადგენს. 2 ათას 22-მდე გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში. იქ ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ევროპარლამენტი

28 თებერვალი 2020, 08:30

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს

კორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი შეხვედრებისა და პლენარული სესიების გამართვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება და უფრო მეტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

28 თებერვალი 2020, 08:15

მსოფლიო

აშშ: მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა

იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით აშშ შეშფოთებას გამოთქვამს და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს“, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატოელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, - წერია განცხადებაში.

28 თებერვალი 2020, 08:00

მსოფლიო

სირიაში, იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

სირიაში იდლიბის პროვინციაში საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მისივე თქმით, თურქ სამხედროებს შორის ასევე არიან მძიმედ დაშავებულები.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 01:05

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების ჯანდაცვისა და გარემოს ეროვნულ ცენტრში გააკეთეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია კაცზე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:55

მსოფლიო

როგორ დავალაგოთ სახლი კორონავირუსის პრევენციისთვის. რჩევები

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს ძლებს კოროვირუსი ზედაპირებზე. თუმცა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ მორსი ამბობს, რომ რაც ჩვენ ვიცით სხვა კორნვირუსებიდან არის ის, რომ საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების უმეტესობა მათ კლავს.

ოლივიე ვ ერანის

28 თებერვალი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით

„ამ საღამოს კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის წინაშე დავდექით. 19:00 საათის მდგომარეობით დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 38 შემთხვევა“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ამჟამად ყველა ზომა ტარდება, რათა კორონავირუსის გავრცელების შეკავება მოხდეს.

28 თებერვალი 2020, 00:45

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

28 თებერვალი 2020, 00:30

მსოფლიო

ქუთაისი-მილანის რეისის არც ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა

რეისის მგზავრები აცხადებენ, რომ იტალიისა და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში იმოგზაურეს, თუმცა ქალაქებში სიმშვიდეა. მათივე თქმით, ვირუსით გამოწვეული პანიკა არსად შეიმჩნევა. მათივე თქმით, ვირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც დახლების დაცარიელება შეიმჩნევა.

კორონავირუსი

28 თებერვალი 2020, 00:20

ტექნოლოგიები

ისრაელელ მკვლევართა ჯგუფი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო სტადიაზეა

ისრაელელი მკვლევართა ჯგუფი, გალილეის კვლევით ინსტიტუტში (MIGAL) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავების ბოლო სტადიაზეა, - განაცხადა ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ოფირ აკუნისმა. ამის შესახებ ინფორმაციას i24news.tv-ი ავრცელებს.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 თებერვალი 2020, 00:06

საქართველო

ბიძინა კულუმბეგოვი: გრიპი უფრო მეტად მკვლელი ვირუსია, ვიდრე - კორონავირუსი

მეტი სიცხადისთვის ციფრებით ვიტვი, თითქოს, გრიპის რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი გვაქვს, არსებობს ვაქცინაც, მაგრამ მარტო წელს, 2019-2020 წლის სეზონში, დღევანდელ დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპით თითქმის, 13 ათასია გარდაცვლილი. ამიტომ დღეის მონაცემებით, გრიპი უფრო მეტი მკვლელი ვირუსია, ვიდრე არსებული კორორნავირუსი, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანაა

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კონტროლის ზომები საზღვრებზე, რაც არის ყველაზე აქტიური და ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ შევაჩეროთ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

27 თებერვალი 2020, 23:51

მსოფლიო

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს. თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს.

27 თებერვალი 2020, 23:27

მსოფლიო

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც დაფიქსირდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ქვეყანაში ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავიდა. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურებული.