imedi /  10 თებერვალი 2020, 22:10 / სანდო წყარო

ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ეპიდემია აპრილში დასრულდება

კორონავირუსი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე „ამერიკის ხმის“ თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს. 

„რაც შეეხება კორონავირუსს, ხალხი ფიქრობს, რომ ის აპრილში სიცხეების გამო დასრულდება. სიცხე კლავს ამ ტიპის ვირუსს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე. 

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით კარგი მდგომარეობა . 
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 20:14

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 907 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

18 სექტემბერი 2020, 20:13

COVID19

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

18 სექტემბერი 2020, 20:08

COVID19

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 322 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 8 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

18 სექტემბერი 2020, 20:01

სპორტი

რაგბის კავშირი: 16 სექტემბერს მომხდარი ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება რაგბის ფასეულობებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა განცხადება, სადაც 16 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებასა და ნაკრების 8 ერში ჩართვის საკითხებზეა ლაპარაკი.

18 სექტემბერი 2020, 20:00

COVID19

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის

აშშ კანადასა და მექსიკასთან საზღვარს 21 ოქტომბრამდე არ გახსნის. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის კომისარმა, მარკ მორგანმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 19:49

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის წინ მოშიმშილე მშობლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების მშობლების მიერ დაყენებულ საკითხს პარლამენტი ყურადღებით ეკიდება და პატიმართა ოჯახებზე ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს.

მიკა

18 სექტემბერი 2020, 19:49

კულტურა

ლიბანში დაბადებული მომღერალი მიკა ბეირუთის აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად ონლაინკონცერტს გამართავს

37 წლის ცნობილი მომღერალი, მიკა, რომელიც 1983 წელს ბეირუთის დედაქალაქშია დაბადებული, აფეთქებისას დაზარალებულთა დასახმარებლად, ონლაინკონცერტს გამართავს. პირდაპირ ეთერში მექსიკელი მსახიობი, სელმა ჰაიეკი და ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგიც ჩაერთვებიან.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 19:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

პრეზიდენტი: საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა

„კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია“.

18 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ნიცაში პარკებსა და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ ნიცაში პარკებში და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:23

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს

ხმაური და ისტერია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ატეხილი არ ეხმარება ლარის კურსის პრობლემის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო

წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.

მარია ვან კერხოვე

18 სექტემბერი 2020, 19:08

COVID19

ჯანმო: ევროპაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ​ჩვენი ეკონომიკური კლება, საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იქნება

ეკონომიკურ პროგნოზებზე ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა​ განმარტა, გაჯანასაღების რა ნიშნები იკვეთება ქართულ ეკონომიკაში. „რა თქმა უნდა, პანდემიამ დაგვაზიანა. ძალიან სერიოზულად დაგვაზიანა. 2019 წელი გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდის წელი. 5 პროცენტზე მეტი ზრდა და წელს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, ველოდებოდით კიდევ უფრო მეტს. წელს ჩვენ გვექნება კლება თუმცა ეს კლებაც არის ორჯერ ნაკლები ვიდრე საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელი მაჩვენებელი. 5%-იანი ზრდა გვექნება 2021 წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

მუჰამედ ათვი

18 სექტემბერი 2020, 19:02

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა. 32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ლინას ლინკევიჩუსი

18 სექტემბერი 2020, 18:51

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

18 სექტემბერი 2020, 18:46

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 117 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38,894 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 572 ადამიანი. ვირუსისგან 36,424 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გეგმაა ეფექტურად ვებრძოლოთ პანდემიას და მეორე მხრივ განვავითაროთ ბიზნესი

COVID19-ის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ უნდა იმუშავოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.