imedi /  14 თებერვალი 2020, 00:01 / სანდო წყარო

ჩრდილოეთ კორეაში დახვრიტეს სახელმწიფო მოხელე, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი დაარღვია

ჩრდილოეთ კორეა დროშა

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული სახელმწიფო მოხელე კარანტინის დარღვევის გამო სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ Daily Mail-ი სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სავაჭრო სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც კარანტინში ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მოათავსეს. მან საკარანტინო რეჟიმი დაარღვია და საჯარო აბანოში მივიდა. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და დაუყოვნებლივ დახვრიტეს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ნებისმიერი პირი, ვინც ქვეყანაში ჩინეთიდან ბრუნდება, კარანტინში თავსდება, ხოლო მათ მიმართ, ვინც კარანტინის რეჟიმს არღვევს, სამხედრო კანონმდებლობას იყენებენ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366-ს მიაღწია. ინფიცირებულია 59 786 ადამიანი, 5899 კი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

11 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ოფიციალური დასახელება მიანიჭა. „დღეიდან კორონავირუსს ოფიციალურად COVID-19 ჰქვია“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

საფონდო ბირჟა ზარალი

29 თებერვალი 2020, 12:46

ეკონომიკა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ კვირაში 444 მილიარდი დოლარი დაკარგეს

ყველაზე დიდი დანაკლისი Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა. მან 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა. Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონება კი 10 მილიარდით შემცირდა. 9,1 მილიარდი დაკარგა LVMH-ის (Louis Vuitton Moët Hennessy) ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, 9 მილიარდი კი Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

პრინცი ჰარი და ჯონ ბონ ჯოვი

29 თებერვალი 2020, 12:25

კულტურა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. სინგლის პრემიერა მარტში, „უძლეველთა თამაშებზე“ შედგება. პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

29 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

დონალდ ტრამპი

29 თებერვალი 2020, 12:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია. „ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

ლუქსემბურგი ტრანსპორტი

29 თებერვალი 2020, 11:55

მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით მგზავრობისას ბილეთის შეძენა აღარაა საჭირო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

წვიმა ქოლგა ამინდი

29 თებერვალი 2020, 11:33

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ხანძარი თეთრიწყლები

29 თებერვალი 2020, 11:22

ძალოვნები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძრის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.

ნათია თურნავა

29 თებერვალი 2020, 11:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთი არჩევნები

29 თებერვალი 2020, 09:16

მსოფლიო

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 5,4-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 4,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს. არჩევნებში 24 პარტია მონაწილეობს. 150-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად მათ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

29 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.