imedi /  14 თებერვალი 2020, 20:53 / სანდო წყარო

ლუკაშენკო პუტინს: უფრო ძვირად ვიყიდი ნავთობს, შენს წინაშე ყოველი წლის 31 დეკემბერს დაჩოქება რომ არ მომიწიოს

ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ნავთობის შეძენის დივერსიფიცირებას, რათა ყოველი წლის ბოლოს რუსეთის წინაშე დაჩოქება არ მოუწიოს.

„ამბობენ, აი, ლუკაშენკომ ანგარიში იცის, ის ამაზე არ წავა, ის არ იყიდის ნორვეგიულ, ამერიკულ, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანულ ან ვენესუელის ნავთობს. შევიძენ, თუნდაც ძვირი იყოს. პუტინმა მკითხა: მისმინე, საშა, ძვირად რატომ იყიდი? მე მას ვუპასუხე: იმიტომ ვიყიდი, რომ ყოველი წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შენს წინაზე მუხლებზე დაჩოქება არ მომიწიოს“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკოს თქმით, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და რუსეთი ბელარუსს ნავთობს მსოფლიო ფასებით არ უნდა აძლევდეს.

რუსეთმა 2020 წლის კონტრაქტების არარსებობის გამო ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეწყვიტა.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 13:28

COVID19

დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობა და ეკონომიკა

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებებიც შეაქვს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პრემიერის განმარტებით, სასულიერო პირების რისკჯგუფებში შეყვანა რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იმდენად ისეთი გამოწვევაა დღეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი და ყველას ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი, ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

საზოგადოება

პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

აშშ-ში მყოფი ქართველი სკოლის მოსწავლეები საქართველოში სპეცრეისით ჩამოვლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:24

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც 112-ში იმყოფებოდა. პრემიერის განმარტებით თანხები სრულად მოხმარდება covid-19-თან ბრძოლას. „უნდ გვესმოდეს ერთი რამ, რომ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში. და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მტავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან. და რა ტქმა უნდა ეს არის უაღერად დასაფასებელი“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:15

COVID19

გიორგი გახარია: მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკოთ 112-ზე

„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID 19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID 19-ის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

გიორგი გახარია: გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე

გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით - ამის შესახებ გიორგი გახარიამ 112-ში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენად პასუხისმგებლიანად მიუდგებიან ჩვენი მოქალაქეები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას“, - განაცხადა გახარიამ საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

დეკანოზი შალვა კეკელია

09 აპრილი 2020, 13:09

COVID19

მამა შალვა: ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი

ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი, - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ფიზიკური სიკვდილის შიშის გამო მთელი მსოფლიო გაჩერდა. ყველა ადამიანისთვის დადგება დრო, როდესაც ის უფლის წინაშე უნდა წარსდგეს.

გიორგი ხოჯევანიშვილი

09 აპრილი 2020, 13:07

COVID19

გიორგი ხოჯევანიშვილი: დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა. „დღესაც ბრძოლაში ვართ, ისევე როგორც 31 წლის წინ და ისევ ისე გვჭირდება ერთსულოვნება. 9 აპრილი სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულებაა და მან გვაჩვენა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხოჯევანიშვილმა.

ჯუზეპე კონტე

09 აპრილი 2020, 13:06

COVID19

ჯუზეპე კონტე: თავიდანვე მკაცრი კარანტინი რომ დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იმავეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, - აღნიშნა კონტემ.

პედრო სანჩესი

09 აპრილი 2020, 13:03

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია, ჩვენ ახლოს ვართ ციფრების შემცირებასთან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, „ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები დამაიმედებელია და ქვეყანა ციფრების შემცირებასთან ახლოსაა. ინფორმაციას ამის შესახებ forexlive ავრცელებს. როგორც სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ხანძარი ნელ-ნელა კონტროლს ექვემდებარება“. “რა თქმა უნდა პროცენტულობაში კორონავირუსთან დაკავშირებული შემთხვევები დამაიმედებელია, მაგრამ ათასობით ახალი დაინფიცირებული - არა“, - განაცხადა სანჩესმა.

ლენტეხი

09 აპრილი 2020, 12:44

COVID19

ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამო საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს შენობაში საგანგებო სხდომა გაიმართება. შეხვედრას გუბერნატორი გაუძღვება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გამკაცრებულ ზომებს მიიღებენ რეგიონში პანდემიის პრევენციისთვის.

ათონის მთა

09 აპრილი 2020, 12:41

COVID19

ათონის მთა მომლოცველებისთვის 20 აპრილამდე დაიხურა

ათონის მთაზე მომლოცველებისთვის დაწესებული აკრძალვა 20 აპრილამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ Orthodox times-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, ათონის მთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამონაკლისს წარმოადგენენ ათონის მთაზე მომუშავე ადამიანები და სპეციალისტები. ამ გადაწყევტილების თანახმად, მსახურებაში მონაწილეობა მომლოცველებისთვის დროებით შეჩერებულია. ყველა უნდა დაემორჩილოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ისევე როგორც მთავრობის დირექტივებს.

09 აპრილი 2020, 12:37

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო

ვანის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი დაიწყო. შემოწმებას ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 მოქალაქე გაივლის. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს 22 ჯგუფი უზრუნველყოფს, 3 ქალაქ ვანში და 19 მუნიციპალიტეტის სოფლებში. ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო პუნქტებთან მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამომსვლელი ყველა პირი მოწმდება.

09 აპრილი 2020, 12:34

რეგიონი

„ქართული ოცნებისა“ და არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებს პროდუქტების მარაგი გადაეცათ

პოლტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო პროგრამა ხორციელდება. პარლამენტის ინფორმაციით, ინიციატივაში კერძო სექტორიც მონაწილეობს. ამჯერად, მხარდამჭერები კომპანია „შილდა” და ფონდი „ქართული გალობა” არიან, პროდუქტების მარაგი 200 ოჯახს გადაეცა.

09 აპრილი 2020, 12:34

COVID19

მსოფლიო ბანკის პროგნოზით COVID-19-ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს. "ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.

09 აპრილი 2020, 12:13

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა.

ბაგრამის ბაზა

09 აპრილი 2020, 12:07

მსოფლიო

ავღანეთში აშშ-ის ბაზაზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა

ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთის მთავრობა დღეს „თალიბანის“ 100 მებრძოლის გათავისუფლებას აპირებს, რომლებიც ბაზის მახლობლად არსებულ დაწესებულებაში არიან განთავსებულები.

09 აპრილი 2020, 12:06

სპორტი

„ოტავის” ყველა ჰოკეისტი კორონავირუსისგან განიკურნა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კანადურ კლუბ „ოტავის“ ყველა მოთამაშე კორონავირუსისგან განიკურნა. მთავარმა მწვრთნელმა ჯეი სმიტმა განაცხადა, რომ ამჟამად გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. გუნდის წევრებს დროული და კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდათ“, - ამბობს მწვრთნელი

09 აპრილი 2020, 12:05

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ორი ინფიცირებული დაემატა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან მათ კლინიკაში ორი პაციენტი მოათავსეს. „დაგვემატა ორი ახალი პაციენტი. გვყავს ინფიცირებული 54 პაციენტი. 6 კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 მართვით სუნთქვაზეა. 3 სპონტანურ სუნთქვაზეა. ველოდებით ამ პაციენტებზე გაგზავნილ პასუხებს ლუგარიდან, რადგან გასულია პროტოკოლით გათვალისწინებული დრო. ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ორსული ქალბატონების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ასევე სტაბილური ორი ბავშვის მდგომარეობაც“, - განაცხადა რატიანმა