imedi /  14 თებერვალი 2020, 23:52 / სანდო წყარო

აშშ და „თალიბანი“ დროებით ზავზე შეთანხმდნენ

აშშ თალიბანი

აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Associated Press ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში სწრაფად შევა. 

გამოცემა წერს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, 10 დღეში ავღანეთთან დიალოგი დაიწყება, სადაც მხარეები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხზე იმსჯელებენ. 

გამოცემის წყაროს ცნობით, მოლაპარაკების თემა ასევე ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გასვლა იქნება. სააგენტო წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, და პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი მიუნხენის კონფერენციაზე ავღანეთის პტეზიდენტ აშრაფ განის შეხვდნენ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „თალიბანი“ და აშშ მალე განაცხადებენ რომ შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავისი სამხედროების ქვეყანაში დაბრუნება სურს. 

13 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს

„თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.  ავღანეთის მთავრობა „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს. მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დეკმბერში განახლდა

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2020, 00:08

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოზე კიბერთავდასხმის ბრალდებას კიდევ ერთხელ პასუხობს

კვლავ დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება რუსი და ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. გვესმის, რომ არიან ძალები, ვისაც ეს საერთოდ არ აწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 თებერვალი 2020, 23:50

საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

Take On Me

20 თებერვალი 2020, 23:36

კულტურა

​ვიდეორგოლმა Take On Me ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ნორვეგიულმა ტრიომ სიმღერა 1895 წელს ჩაწერა, MTV Music Awards-ზე რგოლმა 6 ჯილდო მიიღო. Youtube-ზე კი რგოლი 2010 წელს ატვირთეს. 2020 წელს მას დღეში საშუალოდ 480 ათასი მნახველი ჰყავს. ჯგუფმა ამ წარმატების შესახებ Twitter-ზე დაწერა. ეს 80-იან წლებში გადაღებული მხოლოდ მეორე ვიდეოა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ათწლეულის პირველი რეკორდსმენი ლეგენდარული როკ-ჯგუფის Guns N' Roses-ის კომპოზიცია Sweet Child O' Mine გახდა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 23:18

საქართველო

ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ მეგობრები ვართ, მოვგვარდებით

ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესის მთავარი მონაწილე იქნება, თუმცა პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას აღარ აპირებს

მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიაში გავერთიანები- ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა. თუმცა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადასტურებს, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.

ანდრეი რუდენკო

20 თებერვალი 2020, 22:10

მსოფლიო

რუსეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

რუსეთს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ადმინისტრაციისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ზელენსკისა და ზურაბიშვილის 9 მაისის საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 21:56

თემა

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა?

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის ინფექცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. შესაბამისად, ამ პრობლემის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, რომ ახლად გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უგულებელყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ. საინტერესოა, რამდენად რეალურია შეთქმულების ეს თეორია? რა ხდება სინამდვილეში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში?

ირანი-აშშ

20 თებერვალი 2020, 21:52

მსოფლიო

აშშ-მა ირანის სასანქციო სია გააფართოვა

„ტრამპის ადმინისტრაცია არ მოითმენს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, რომელიც ირანის რეჟიმის მავნე დღის წესრიგს ემსახურება. ვაშინგტონის ეს ზომა ააშკარავებს მაღალი რანგის ჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლებას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 21:51

მსოფლიო

უკრაინა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმებს გმობს

„რუსეთმა კვლავ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2015 წლიდან უკრაინის ეროვნული ინფრასტრუქტურისა და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ მძლავრი კიბერშეტევები განხორციელდა რუსეთის მიერ, რომელიც აქტიურად იყენებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აგრესიული ჰიბრიდული ომის წარმართვისთვის. უკრაინა მხარს უჭერს იმას, რომ ისინი, ვინც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ, პასუხი აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

20 თებერვალი 2020, 21:35

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:31

მსოფლიო

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა მარტის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ამის შესახებ „ქრონიკას“ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მან ეს საკითხები არ დააკონკრეტა.

20 თებერვალი 2020, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიის გუნდთან მატჩით დაიწყო. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 79:79 დასრულდა. ოვერტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 96:88 გაიმარჯვეს.

გრიგორი კარასინი

20 თებერვალი 2020, 21:18

მსოფლიო

გრიგორი კარასინი: სერგეი ლავროვი თბილისში დაგეგმილ მინისტერიალს სავარაუდოდ არ დაესწრება

„რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერილში მონაწილეობაში ეჭვის შესატანად. აი, მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში. ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინისტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს. დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება.

20 თებერვალი 2020, 21:14

საქართველო

ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მორიგი აქცია გაიმართა

აქციები მას შემდეგ ტარდება, რაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიში ამ ფორმით გააწყვეტინეს. არჩილ თალაკვაძე იმ დროს ოკუპაციაზე საუბრობდა.

20 თებერვალი 2020, 20:49

საქართველო

ესტონეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად

კიბერთავდასხმები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა აქტიური ზომები მიუღებელია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ქიქოძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია იმართება

ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე იმყოფებიან გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მამუკა ბახტაძე

20 თებერვალი 2020, 20:28

საქართველო

მამუკა ბახტაძე: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამსახურების მიერ განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს

„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:19

საქართველო

ლიეტუვა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს მავნე კიბერაქტივობები საქართველოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირაკლი ჩიქოვანი

20 თებერვალი 2020, 20:12

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან

კიბერშეტევა, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი 2020, 20:03

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის უპასუხისმგებლო და მავნე კიბერაქტივობები ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას

ვუერთდებით საქართველოს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.