imedi /  15 თებერვალი 2020, 18:20 / სანდო წყარო

ემანუელ მაკრონი: სანქციებმა ევროპას და რუსეთს პოზიტიური არაფერი მოუტანა

 ემანუელ მაკრონი

სანქციებმა არც ევროპას და არც რუსეთს პოზიტიური არაფერი მოუტანა, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ჩვენი სანქციები და მათი კონტრსანქციები ევროპელებს ისევე ძვირად გვიჯდება, როგორც რუსეთს, ხოლო შედეგი არცთუ ისე პოზიტიურია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს ბევრი გადაუჭრელი კონფლიქტი დაუგროვდათ. 

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპას რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში ორი გზა აქვს: „პირველი, ევროპას შეუძლია კიდევ უფრო ხისტად იმოქმედოს რუსეთთან მიმართებაში და გააძლიეროს წნეხი. თუმცა, ეს სცენარი არ არის ოპტიმალური. მართლა გვსურს ეს? მეორე, ევროპას შეუძლია გააფართოვოს სტრატეგიული დიალოგი რუსეთთან ისე, რომ უკან არ დაიხიოს ღირებულებებისგან და შეინარჩუნოს თავისი გავლენა. ეს სცენარი უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან რუსეთი ევროპის მნიშვნელოვანი მეზობელია და პოტენციური პარტნიორია უსაფრთხოების და კონფლიქტების დარეგულირების სფეროში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან სტრატეგიული დიალოგის განვითარება რუსეთის ინტერესებშიც შედის. მისი აზრით, რუსეთი ვერ შეძლებს ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ძალის ზრდის შენარჩუნებას ამჟამინდელ დონეზე, ხოლო ჩინეთთან პარტნიორობა მას პეკინზე დამოკიდებულს გახდის.

მაკრონმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს დასავლური დემოკრატიების დესტაბილიზაციის მცდელობას. „ვფიქრობ, რუსეთი განაგრძობს დესტაბილიზების მცდელობას, იქნება ეს კერძო აქტორების, სპეცსამსახურების თუ მათი შუამავლების მეშვეობით“, - აღნიშნა მაკრონმა.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 14:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ 5 წლის ქრისტინე ფანჩავიძეს პირადი სახსრებით ის ნივთები აჩუქა, რაზეც გოგონა ოცნებობდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთი წლის ქრისტინე ფანჩივაძეს, რომელიც სოციალურ ქსელებში ,,ლუღის“ სახელით გახდა ცნობილი, სამეგრელოს გუბერნატორმა პირადი სახსრებით ის ნივთები აჩუქა, რაზეც ოცნებობდა. ალექსანდრე მოწორელიამ პატარა გოგონას საწოლი, ველოსიპედი, კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს. გუბერნატორის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების მოგვარებას და პატარა გოგონას მამის დასაქმებას გეგმავს.

სურსათი

08 აპრილი 2020, 14:08

COVID19

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განაცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა.

როსტომ სესიაშვილი

08 აპრილი 2020, 14:01

COVID19

აქციას „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიაციაც შეურთდა

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“, - ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოწოდებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყვარლის რაიონული ორგანიაციაც შეურთდა. პარტის ოფისში დილიდან შეიკრიბნენ ორგანიზაციის წევრები, მუნიციპალიტეტის თანამშრონლები, მოხალისები და ის მოქალაქები, რომლებსაც სურთ სისხლი უანგაროდ გაიღონ.

მშენებლობა

08 აპრილი 2020, 14:01

COVID19

რეგულაციების დარღვევის გამო რამდენიმე სამშენებლო კომპანიას მუშაობა შეუჩერდა

„100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა შემოწმდა. იყო შემთხვევები, სადაც სრულად იყო დაცული რეგულაციები, თუმცა გამოიკვეთა ადგილები, სადაც რეგულაციები არ იყო უზრუნველყოფილი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მშენებლობების შეჩერება მომხდარიყო და ისინი არ გაგრძელდება მანამ, სანამ არ შეძლებს კომპანია სრულად დააკმაყოფილოს ყველა უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

08 აპრილი 2020, 13:59

COVID19

საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო

„დღეიდან ჩვენი, ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუსვით სააფთიაქო ქსელებში, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, PSP-ზე და GPC-ზე“, - განაცხადა თურნავამ.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 13:52

COVID19

დავით ზალკალიანი: 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 425 მოქალაქეს დავეხმარეთ საცხოვრებლით, საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით

„ჩვენი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი და ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. და მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფის, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრილი 2020, 13:41

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი: ყველა ის საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს, მკაცრად გაკონტროლდება

ყველა ის საწარმო, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვს, მკაცრად გაკონტროლდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჯონ პრაინი

08 აპრილი 2020, 13:39

COVID19

ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

ქანთრის ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 20 მარტს ჯონ პრაინის ცოლმა ფიონამ განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, 6 დღის შემდეგ კი, თავად პრაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გაუმჯობესება არ შეინიშნება, მას ჩვენი ლოცვა და სიყვარული სჭირდება“, - TIME-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 30 მარტს ფიონამ „ტვიტერზე“ დაწერა.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრილი 2020, 13:38

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი საგანგებო მდგომარეობაზე: გადაწყვეტილება დაეყრდნობა რეკომენდაციებს, რომელსაც მივიღებთ მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან

საკოორდინაციო საბჭოს მიერ და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს. ასევე იმ გათვლებს და მოლოდინებს რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადების გახანგრძლივების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

08 აპრილი 2020, 13:36

COVID19

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან გამშვები პუნქტები მოეწყობა

ვანის მუნიციპალიტეტში ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი შემთხვევა გახდა, რომლის წყაროც უცნობია.

რუსუდან შავიშვილი

08 აპრილი 2020, 13:29

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალის გამოკითხვა და ეპიდკვლევა მიმდინარეობს

ჯერ არ შეიძლება რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარება აბსოლიტურად მთელი პერსონალი, - ამის შსახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მისივე თქმით, ადგილზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ერთგვარი სამედიცინო გამოძიება ტარდება.

გიორგი ჭიღვარია

08 აპრილი 2020, 13:17

რეგიონი

ქუთაისის მერი: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან

2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, - დაწერა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ facebook-ზე.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 13:16

COVID19

twitter-ის დამაარსებელი კორონავირუსთან საბრძოლველად 1-მილიარდ დოლარს გადარიცხავს

twitter-ის დამაარსებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გადარიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დორსის თქმით, დონაციის ეს რაოდენობა მისი მთლიანი ქონების 28%-ს შეადგენს. „რესურსები უფრო და უფრო მნიშვნელოვანია“, - დაწერა მან twitter-ზე. დორსის არ დაუკონკრეტებია, თუ სად გადარიცხავს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაღებულ მილიარდ დოლარს.

08 აპრილი 2020, 13:15

რეგიონი

შიდა ქართლში დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ.

08 აპრილი 2020, 13:01

COVID19

ინფექციონისტი: დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება

„დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება, ამ დროს გვექნება შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა. შემდეგ დაიწყებს კლებას და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ გვექნება მინიმალური შემთხვევები“, - განაცხადა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, მთლიანი ინფიცირებულების ჯამი 1000-ს არ ასცდება და პიკის პერიოდში ყოველდღიური მატება 50-60-ზე მეტი არ იქნება.

ავიამზიდი „შარლ დე გოლი“

08 აპრილი 2020, 12:57

COVID19

ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის წევრებს COVID 19-ის სიმპტომები გამოუვლინდათ

სიმპტომები 40-მდე მეზღვაურს აღენიშნება, ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შექმნილი ვითარების გამო ავიამზიდი პორტში ბრუნდება. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი

08 აპრილი 2020, 12:56

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დროებით დაიკეტა. შენობაში სადეზინფექციო სამუშობი მიმდინარეობს, რის გამოც მედპერსონალი ეზოში გაიყვანეს. ადგილზე ეპიდემიოლოგები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ კლინიკაში სხვადასხვა ჩივილით კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის პაცინეტის ახლობლები იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ხუნდაძე

08 აპრილი 2020, 12:55

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: რეგიონებში კლინიკების უმრავლესობა კორონავირუსის პრევენციისთვის მზადაა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის პრევენციისთვის ჰოსპიტალური სექტორის მდგომარეობას აფასებს.

08 აპრილი 2020, 12:44

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესასოციაცია: ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას შეამცირებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. „ეს ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.