imedi /  17 თებერვალი 2020, 08:36 / სანდო წყარო

პარიზში სკანდალური რუსი მხატვარი დააკავეს

პიოტრ პავლენსკი

პიოტრ პავლენსკი

პარიზში ცნობილი რუსი მხატვარი პიოტრ პავლენსკი და მისი მეგობარი ქალი დააკავეს. მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინტიმური ვიდეო გახდა, რომლის გამოც, ფრანგ პოლიტიკოსს, ბენჟამენ გრივოს პარიზის მერის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუხდა.

პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.

პიოტრ პავლენსკი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, 31 დეკემბერს სენ-ჟერმენში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე ის სტუმრებს სამზარეულოს დანით ემუქრებოდა. ინციდენტისას 2 ადამიანი დაშავდა, თუმცა მხატვარი აცხადებს, რომ სტუმრები მას არ დაუჭრია.

პავლენსკიმ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2017 წელს მიიღო. რუსეთში მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. პარიზში პავლენსკი ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებითა და ქმედებებით არის ცნობილი. შარშან მან საფრანგეთის ბანკის შენობას ცეცხლი წაუკიდა.

ყველა სიახლე

07 აპრილი 2020, 16:51

COVID19

იტალიაში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 96 ექიმი და 26 სანიტარი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიის ექიმთა ასოციაციაში განაცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:48

COVID19

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით 10 ახალშობილი დაინფიცირდა

რუმინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიმიშოარას საავადმყოფოში 10 ახალშობილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ნელუ ტერატუს თქმით, ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედეცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ. მისივე თქმით, ახალშობილების დედებს ანალიზები აუღეს, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 16:46

სამართალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაშია შესაძლებელი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდისთვის დაწესებულია 30-დღიანი ვადა. ამასთან ერთად, გასაჩივრება ამ ვადას აჩერებს საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

07 აპრილი 2020, 16:39

COVID19

პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი მოყვანილი ყვავილების თაიგულები ექიმებს გაუგზავნეს

N12 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებმა დაწესებულების ეზოში თავიანთი გამოყვანილი ყვავილებისგან გაკეთებული თაიგულები ახალ კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს გაუგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მედიკოსებს, პატიმრების მიერ გაკეთებული თაიგულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

07 აპრილი 2020, 16:37

COVID19

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე კორონავირუსით ინფიცირებულ სტიქაროსანზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არის ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის. „ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის,“ - აცხადებს მამა სერაფიმე.

07 აპრილი 2020, 16:34

COVID19

NYT: „პლაქვენილის“ მწარმოებელი კომპანიის უკან დონალდ ტრამპის ფინანსური ინტერესები დგას

„თუ ჰიდროქსიქლორინი აპრობირებული სამკურნალო საშუალება გახდება, გაიზრდება რამდენიმე ისეთი ფარმაცეტული კომპანიის მოგება, რომელთა მეწილეებსა და ხელმძღვანელ პირებს დონალდ ტრამპთან აქვთ კავშირი. თავად ტრამპს აქვს მცირე პირადი ფინანსური ინტერესი ფრანგულ კომპანია Sanofi-ში, რომელიც პრეპარატ „პლაქვენილს“ (ჰიდროქსიქლორინის საწარმო დასახელება) აწარმოებს“, - წერს გამოცემა.

თალიბანი

07 აპრილი 2020, 16:33

მსოფლიო

„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

„სამწუხაროდ, პატიმრების გათავისუფლება სხვადასხვა მიზეზებით ჭიანურდება. შესაბამისად, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ხვალიდან ამ უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს“, - დაწერა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა Twitter-ზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ინფიცირებულთა რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ეტაპზე პროცესი მართვადია

„არის პატარა მწვერვალები, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეში დაინფიცირებული და იდენტიფიცირებული პაციენტების რაოდენობა - 14,18,11, მაგრამ ასევე გვაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არავინ ფიქსირდება. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი ჯერ კიდევ მართულია. თუმცა სიფხიზლე და მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად უფრო გაუმჯობესება - ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რადგან ის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გაუარესდეს და ჩვენ პროცესის დინამიკაში მართვა შევძლოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 16:26

COVID19

გიორგი გახარია: გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ოჯახსა და გმირ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

მაიკლ გოუვი

07 აპრილი 2020, 16:23

COVID19

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაშია

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. როგორც გოუვი განმარტავს, ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომები არა აქვს. „წესების თანახმად, მე იზოლაციაში ვარ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ“- წერს ჩინოსანი.

ჯანმო

07 აპრილი 2020, 16:22

COVID19

ჯანმო: კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი გაუქმება იგივეა, რაც ავად იყო, საწოლიდან წამოდგე და სირბილი დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, შესაძლო რისკების შსწავლის გათვალისწინებით. ამის შსახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.

07 აპრილი 2020, 16:19

COVID19

გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები StopCov ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. საქართველოს პროკურატურა ასევე გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებიან.

დავით ზალკალიანი

07 აპრილი 2020, 16:11

COVID19

დავით ზალკალიანი: უაღრესად პოზიტიური შეფასებები გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან

„ჩვენ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ ევროკავშირის მიმართ იმ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გაცხადდა სულ ცოტა ხნის წინ და ბუნებრივია, საუბარი იყო ასევე არსებულ შესაძლებლობებზე, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და ასევე უფრო ეფექტიანად ვებრძოლოთ COVID 19-ს. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად აცნობა ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში.

07 აპრილი 2020, 16:07

COVID19

მეზობლების ინფორმაცით, გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად კარანტინშია

გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად კრანტინშია. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსში სადაც დევნილები ცხოვრობენ, ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. კორონავირუსი 35 წლის კაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. ანალიზები კაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მარინა ენდელაძე

07 აპრილი 2020, 16:05

COVID19

მარინა ენდელაძე: გვყავს პაციენტი, რომლის გადასარჩენად 20 დღეა ვიბრძვით

„არიან კიდევ სხვა მძიმე პაციენტები პნევმონიით, სეფსისით. ახლა უფრო მეტი მძიმე პაციენტი გვყავს და არა მარტო ხანდაზმულები - ახალგაზრდებიც“, - აღნიშნა ენდელაძემ. მისივე თქმით, ვირუსი შეიძლება ორგანიზმში 2 კვირიდან 6 კვირამდე იყოს.

07 აპრილი 2020, 16:04

COVID19

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ადასტურებს, რომელიც თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია. „მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვნილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს.

07 აპრილი 2020, 15:56

ტექნოლოგიები

კორონავირუსზე ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით WhatsApp-მა შეტობინებების გადაგზავნა შეზღუდა

WhatsApp-მა ჩატებში შეტყობინებების გაგზავნა შეზღუდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაა. კერძოდ, შეტყობინება, რომელიც მინიმუმ 5-ჯერ გადაიგზავნა, ერთ ჩატში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიგზავნოს.

ჯონ ტეილორი

07 აპრილი 2020, 15:31

COVID19

ჯგუფ Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანული ჯგუფის Duran Duran-ის ბასისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად ჯონ ტეილორმა დაწერა. მისი თქმით, მას ვირუსი 3 კვირის წინ აღმოუჩინეს. 59 წლის მუსიკოს თქმით, ის უკვე გამოჯანმრთელდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. „მინდა იცოდეთ, რომ კორონავირუსი ყოველთვის არ არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ დავამარცხებთ ამ დაავადებას“, - წერს ტეილორი.

07 აპრილი 2020, 15:18

COVID19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა.

07 აპრილი 2020, 15:08

COVID19

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ერთი კვირა იმყოფებოდა

ქობულეთში, სოფელში გვარაში, სადაც 60 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა და კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ერთ-ერთ სახლთან პოლიციაა მობილიზებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. გავრცელებული ინფომაციით პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სოფელში სტუმრად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ქობულეთსა და ბათუმში მისი კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს.