imedi /  17 თებერვალი 2020, 12:41 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა დაგმო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა დაგმო. The HIll-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის ჯად დირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იდლიბში განვითარებული ძალადობის გამო და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისთვის“, - წერია განცხადებაში. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება. გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების გამო პირველი დეკემბრიდან იდლიბში საკუთარი სახლების დატოვება 800 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

გიორგი გახარია: ადაპტაციის ეტაპზე, ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, ეფექტიანად ვუმკურნალოთ და ასევე სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებაში

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების მართვის, ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფი გამოვლენის და გავრცელების შენელების ეტაპს, კლინიკურ მართვას და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე ეტაპზე და აღნიშნა, რომ მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და მთავრობას, სწორედ ამ ადაპტაციისთვის სჭირდებოდა დრო.

24 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 164 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული 4000-მდე PCR ტესტიდან, 164 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის, სტაციონარში მკურნალობს - 497 პაციენტი, მათ შორის 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 694 პაციენტი, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე 38 პაციენტი გაეწერა.

24 სექტემბერი 2020, 10:55

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 2,143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 2,143 ადამიანს დაუდგინეს, 19 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 278,070 შემთხვევა გამოვლინდა, 9,428 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ მსოფლიოში ცოდნა იყო მინიმალური, ჩვენი ამოცანა იყო ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავება და ჩვენ ეს ეფექტურად განვახორციელეთ

მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 10:49

საზოგადოება

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

გიორგი გახარია: ვირუსის მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნება

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კი კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს მოქალაქეებს. ახლაც, მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

კორონავირუსი საქართველო

24 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 259 ადამიანს დაუდასტურდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:41

COVID19

გიორგი გახარია: სამომავლოდ ნებისმიერი შეზღუდვა იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური

მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრემიერის განცხადებით, შეზღუდვები არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

გიორგი გახარია: თებერვალ-მარტში ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, ახლა კი დღეში საშუალოდ 9000 ტესტს ვაკეთებთ

თებერვალ-მარტში, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, PCR-ტესტების მარაგებიც კი არ გვქონდა. ახლა ჩვენი სისტემა საშუალოდ დღეში 9000 ტესტს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამისთვის მოსამზადებლად დრო და რესურსები იყო საჭირო, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 10:39

საზოგადოება

26 მაისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისის მოედანზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 25 სექტემბრის 23:00 საათიდან 28 სექტემბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით, ავტომობილებს გადაადგილება 26 მაისის მოედნის ნაცვლად, გმირთა მოედნის გავლით შეეძლებათ. სამოძრაო მიმართულება არ იცვლება, გმირთა მოედნიდან შარტავას ქუჩისკენ გადაადგილებისას.

24 სექტემბერი 2020, 10:36

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩომ შსს-ს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.

გიორგი გახარია

24 სექტემბერი 2020, 10:32

საზოგადოება

გიორგი გახარია: დაწყებითი კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ

„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება ან საარჩევნო პროცესი. „დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, რისკის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კუნძული იონხიონდო

24 სექტემბერი 2020, 09:58

მსოფლიო

სეული ფხენიანის სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობაში ადანაშაულებს

47 წლის კაცი 21 სექტემბერს, კუნძულ იონხიონდოსთან ინსპექციის ჩატარების დროს კატერის ბორტიდან გაუჩინარდა. სავარაუდოდ, მან ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა სცადა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაცურა. მისი ცხედარი ჩრდილოეთ კორეის პატრულმა აღმოაჩინა. ექსპერტიზის შემდეგ სეულში ამტკიცებენ, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კუნძულზე მისი ცხედარი დაწვეს.

პოლიცია დაკავება

24 სექტემბერი 2020, 09:40

სამართალი

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, - განმარტავენ შსს-ში.

შსს დაკავება

24 სექტემბერი 2020, 09:30

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინა და 2 პირი დააკავა

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ოთო კახიძე

24 სექტემბერი 2020, 09:13

რეგიონი

„ევროპულმა საქართველომ“ წყალტუბოში ელექტრონული მუსიკის საღამო მოაწყო

„ეს იყო ღია ცის ქვეშ გამართული შეხვედრა. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, პოლიტიკური აგიტაცია მიმდინარეობს. მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს ამომრჩეველთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ფორმით. რეკომენდაციების დაცვისკენ ჩვენ მოვუწოდეთ აგიტაციის მონაწილეებს, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ“, - განაცხადა კახიძემ.

24 სექტემბერი 2020, 09:06

თავდაცვა

„იმედზე“ ახალი პროექტი „მე, საქართველოს ჯარისკაცი ვარ“ იწყება

პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია. პროექტი თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც მინაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში აღნიშნა, ციკლის ინიციატივა უწყების ხელმძღვანელ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ჯასტინ ტრიუდო

24 სექტემბერი 2020, 08:50

COVID19

ჯასტინ ტრიუდო: კანადაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

„გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ.

ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი

24 სექტემბერი 2020, 08:36

ტაბლოიდი

ზეინ მალიკი და ჯიჯი ჰადიდი მშობლები გახდნენ

მუსიკოსმა შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება. მისივე ცნობით, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ზეინს შვილის სახელი არ გაუმხელია.

კორონავირუსი მსოფლიო

24 სექტემბერი 2020, 08:21

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 975 ათასს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 31 779 533 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 22 მილიონს გადააჭარბა.