imedi /  17 თებერვალი 2020, 22:48 / სანდო წყარო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

უილიამ ბარი

უილიამ ბარი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარის გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას CBSnews-ი ავრცელებს

იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

„ამგვარი ქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების წარმართვას. ამ ქვეყანაში ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ კანონის წინაშე. სისხლის სამართლის საქმეში არავინ უნდა მიიღოს განსაკუთრებული მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე, პრეზიდენტის ახლო პოლიტიკური მოკავშირეა. როდესაც მთავრობა სამართალდამცველების უზარმაზარ ძალაუფლებას იყენებს, რომ პოლიტიკური მტრები დასაჯოს და მოკავშირეები წაახალისოს, ეს არ არის კონსტიტუციური რესპუბლიკა, ეს ავტოკრატიაა“, - ნათქვამია წერილში.

წერილთან დაკავშირებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში კომენტარი არ გაუკეთებიათ. როჯერ სტოუნი, ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, მუელერის გამოძიების ფარგლებში კონგრესისთვის ჩვენების მიცემისას ტყუილის თქმისთვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

აშშ-ის პროკურატურა მისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაციით გამოსვლას აპირებდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ეს ნაბიჯი, რის შემდეგაც იუსტიციის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, როჯერ სტოუნისთვის მოთხოვნილი პატიმრობის ვადა შეემცირებინა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, ქალაქს ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წყალტუბოში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 18:47

ეკონომიკა

„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ დირექტორი: 50 ათასი ტონა თხილი ნიშნავს 300 მილიონ ლარს, რომელიც დასავლეთ საქართველოს მეთხილეების ოჯახებში შევა

ატამისა და ვაშლატამას წარმატებული სტარტი სოფლის მეორნეობაში ასევე წარმატებულად გაგრძელდება. წელს თხილის მოსავალი, წლების შემდეგ, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც წარმატებულია. დარგის მხარდასაჭერად დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოაციაციასთან“ ერთად შეიმუშავა თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამა. ასოციაციას გადაეცა 2 500 ერთეული თხილის შესაწამლი აპარატი.

19 სექტემბერი 2020, 18:46

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს

ადგილზე დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 18:39

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს წყალტუბოს და მთლიანად იმერეთის რეგიონს

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 18:38

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში ფერმერებს, მეწარმეებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, მმართველი პარტიის კანდიდატი ყვარელში ჩავიდა და ფერმერებს, მეწარმეებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ

ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთის ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ალექსანდრე მოწერლია

19 სექტემბერი 2020, 17:48

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: წალენჯიხაში ინწრას ხეობა, ჩხოროწყუში ლუგელას ხეობა და მარტვილში ლებარდე - სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა

„საჭიროა, სრულად გამოვიყენოთ ის ტურისტული პოტენციალი, რაც სამეგრელოს გააჩნია. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა მარტვილის კანიონი“.

ლევან კორღალიძე

19 სექტემბერი 2020, 17:45

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა

ლევან კორღალიძემ ამ თანამდებობაზე თემურ შალამბერიძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის „აპოლონთან“ 1:5 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

19 სექტემბერი 2020, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 148 ადამიანს გამოუვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 148 ადამიანს გამოუვლინდა, ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, 177 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 39 042 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 574 ადამიანი. ვირუსისგან 36 281 პაციენტი განიკურნა.

ალექსანდრე მოწერელია

19 სექტემბერი 2020, 17:40

ეკონომიკა

ალექსანდრე მოწერელია: მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ჩაის კულტურას უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ გადაცემის „ბიზნესი იმედზე“ რუბრიკაში „ჰოლონის პირისპირ“ თავისი სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, აუცილებელია რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. ამაზე პარლამენტში მოგვიწევს საუბარი. საქართველოს რეგიონებს სწრაფი და თანაბრი განვითარება სჭირდება. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი და პარლამენტია სწორედ ის ასპარეზი, სადაც ამ საკითხზე უნდა დაიწყოს ძალიან სიღრმისეული დისკუსია“, - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

19 სექტემბერი 2020, 17:15

საზოგადოება

ავჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება. აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 79 023 ლარი დაიხარჯება.

19 სექტემბერი 2020, 17:11

პოლიტიკა

რომელ პარტიას რა ნომერი ექნება მინიჭებული 2020 წლის არჩევნებში. სია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2020, 17:08

პოლიტიკა

კახა კალაძე: ხალხის ხარჯზე სარგებლის მიღების ნაცვლად, დღეს ხელისუფლება საზოგადოებაზე, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს

ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებზე, რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული პროგრამები მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხონში პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 16:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო სამართლიანია თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ

„თქვენი მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალურ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის მიმართ სრულად ათვითცნობიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხონში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 16:26

რეგიონი

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ირაკლი ჩოქოვანი

19 სექტემბერი 2020, 16:23

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: ქართულ ავიაციას და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს წარმატებას ვუსურვებ

დღეს ქართული სამხედრო ავიაციის დღეა. საჰაერო სივრცე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, Facebook-ზე წერს და სამხედრო ავიაციის მოსამსახურეებს ამ დღეს ულოცავს.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:19

რეგიონი

გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამტრედია სატრანსპორტო კვანძის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი გახდეს

„სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში, თავისი სარკინიგზო კვანძით, სატრანსპორტო კვანძით და სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ, ეს ფუნქციაც შენელდა, დაიკარგა. ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს“.

გიორგი გახარია

19 სექტემბერი 2020, 16:14

რეგიონი

გიორგი გახარია: ჩვენ ზედმიწევნით ვიცით, რომელ სოფელში რა პრობლემაა

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი“.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ ქვეყნის მმართველობაზე

თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში - ალბათ ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.