Imedi.ge /  18 თებერვალი 2020, 17:52 / სანდო წყარო

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთი

ავღანეთში დრონის თავდასხმას 11 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას TOLOnews-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე ავრცელებს. მომხდარზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

14 თებერვალს აშშ-ის ხელისუფლება და რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე 7 დღის განმავლობაში ძალადობის დონე შემცირდება. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Associated Press-ი ავრცელებს.

13 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-სა და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს

„თალიბანი“ და ვაშინგტონი შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები მას შემდეგ გააუქმა, რაც „თალიბანის“ მიერ მოწყობილ ტერაქტს ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ავღანეთის მთავრობა „თალიბანსა“ და აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს. მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დეკმბერში განახლდა

ყველა სიახლე

გიორგი გახარია და ჟოზეპ ბორელი

29 სექტემბერი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული ხედვები, როგორც ხედავენ წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობას 2020 წლის შემდეგ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიდგომა გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის დიფერენცირებულ მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და იმსახურებს მეტ კონკრეტულ ინსტრუმენტს, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროკავშირისა და რეგიონის დამაკავშირებლის როლის გაძლიერების სახით.

ვენკაიაჰ ნაიდუ

29 სექტემბერი 2020, 22:12

COVID19

ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, ვენკაიაჰ ნაიდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 22:09

პოლიტიკა

მე-9 მოწვევის პარლამენტი ხვალ მუშაობას ასრულებს

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. შესაბამისად, ხვალ ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

29 სექტემბერი 2020, 22:00

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსს“ პირველივე წრეში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსს“ პირველივე წრეში გამოეთიშა.

29 სექტემბერი 2020, 21:59

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 205 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 205 ათასს გადააჭარბა.

ილჰამ ალიევი

29 სექტემბერი 2020, 21:50

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: თურქეთი არ არის კონფლიქტის მხარე და კონფლიქტში არ მონაწილეობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობა უარყო.

29 სექტემბერი 2020, 21:44

კულტურა

თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის რიგით მეორე საფორტეპიანო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო, რომელმაც საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადასცა.

29 სექტემბერი 2020, 21:30

ტექნოლოგიები

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია: MailJail Automated Email Interception and Monitoring System - ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.

29 სექტემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვებს ხვალ საელჩოს Facebook-ის გვერდზე დასვამენ

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს საქართველოს საელჩო ისრაელში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე უპასუხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო ისრაელში“ ავრცელებს. პირდაპირი ვიდეო ჩართვა ხვალ, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, განხორციელდება.

ილჰამ ალიევი

29 სექტემბერი 2020, 21:23

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ფაშინიანი საჯაროდ აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთია - რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ოფიციალური ერევნის მიუღებელი მოთხოვნების გამო, ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები შეუძლებელია.

29 სექტემბერი 2020, 21:23

საზოგადოება

ქუთაისში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, ველოგარბენი და გარბენი მოეწყო. ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ანა მიქელაძე

29 სექტემბერი 2020, 20:58

პოლიტიკა

ცესკო: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში აფერხებენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები, - ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

პეტრო პოროშენკო

29 სექტემბერი 2020, 20:50

COVID19

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად პეტრო პოროშენკომ გაავრცელა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მერვე წელია ვმუშაობთ პრინციპისთვის „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“, ამიტომაც დავხვეწეთ რეესტრების ბაზები

„თუ კი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში იყო მხოლოდ 780 ათასამდე ზუსტი მონაცემი ამომრჩევლების შესახებ, ამ არჩევნებისთვის 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის მონაცემი საარჩევნო სიაში არის დაზუსტებული და გაუყალბებელი. აღმოფხვრილია ამ მიზნით ასობით გაორება, ამორიცხულნი არიან გარდაცვლილები საარჩევნო სიიდან და ასევე გაყალბებული მონაცემები არის აღმოჩენილი და აღმოფხვრილი“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2020, 20:43

სამართალი

თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთი საქართველოში 870 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთი საქართველოში 870 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან დაიწყო და ჯამში, 4 წლიან პერიოდში მათ დაარეგისტრირეს იმდენი მიწა, რაც 2016 წლამდე იყო საქართველოში დარეგისტრირებული.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2020, 20:42

სამართალი

თეა წულუკიანი: რეფორმის შედეგად მოსახლეობას გაუჩნდა უფრო მეტი ნდობა, რამაც 8-ჯერ შეამცირა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების ოდენობა

სასამართლო რეფორმის შემდეგ მოსახლეობას გაუჩნდა მართლმსაჯულებისადმი უფრო მეტი ნდობა, რამაც 8-ჯერ შეამცირა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების ოდენობა, - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში 8-წლიანი მუშაობის შეჯამებისას მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 20:38

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ ყველანი ამ სიტუაციას, როგორც ჩვენი ერისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღვიქვამთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების გამო, სომეხი ერის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.

მმართველობის რეიტინგი

29 სექტემბერი 2020, 20:31

საზოგადოება

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ კვლევის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ლიდერია

მთავრობის ეფექტიანობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში 36 ქვეყანას გაუსწრო, ევროპაში კი 23-ს. კანონის უზენაესობით კი დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის სამ და ნატოს წევრ შვიდ სახელმწიფოზე კარგი შედეგი აჩვენა.

29 სექტემბერი 2020, 20:31

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ გავატარეთ ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას.