imedi /  19 თებერვალი 2020, 08:00 / სანდო წყარო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი

ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჰუბეის პროვინციაში პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ტესტს ჩაუტარებენ ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ სიცხე ან ხველა ჰქონდა, ან სიცხისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეს.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ცნობით, კლების  მიუხედავად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მომავალში.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

ყველა სიახლე

მატარებლები ავარია

07 ივლისი 2020, 19:09

მსოფლიო

ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ჩეხეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ პერნინკის მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეჯახებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექიმები, მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.

07 ივლისი 2020, 19:06

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს.

07 ივლისი 2020, 19:05

რეგიონი

გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო

გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.

07 ივლისი 2020, 19:01

ეკონომიკა

Amazon-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​Nasdaq-ის ბირჟის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი $3000 დოლარზე მეტია. გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებზე ასეთი ფასი პირველად დაფიქსირდა. Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა.

ციმბირი ტყის ხანძარი

07 ივლისი 2020, 18:53

მსოფლიო

ციმბირში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა

ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში 59 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცხის ტალღამ არქტიკაში ყინულის რაოდენობის კლება გამოიწვია.

07 ივლისი 2020, 18:47

საზოგადოება

შალვა კერესელიძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობა შალვა კერესელიძემ დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთანეთის მხარის რწმუნებუსლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა განაახლა.

07 ივლისი 2020, 18:42

საზოგადოება

ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ოქროს მედლები შემდეგ ღვინოებს ერგო: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:40

პოლიტიკა

რომან კაკულია: საზღვარი რომ გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია

ჩვენ რომ საზღვარი გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია - იტყოდნენ, რა დროს ეკონომიკაა, როცა ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი. ახლა ისინი საპირისპიროს საუბრობენ. კიდევ ერთ გამოწვევად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დასახელდა - მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწორი მიმართულება მისცენ პროცესს. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარე არ ექნებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

07 ივლისი 2020, 18:37

COVID19

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა.

07 ივლისი 2020, 18:34

მსოფლიო

ირანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ირანში, თეირანთან მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ადამიანურმა შეცდომამ ქარხანაში აფეთქება გამოიწვია… შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა”, - განაცხადა ადგილობრივმა მაღალშინოსანმა, ამინ ბაბაიმ.

07 ივლისი 2020, 18:19

COVID19

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააფენტო „ფრანს-პრესი“ საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

ვიდეო-კონფერენციის ფორმატში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის - „სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება; მეთევზეობა და საზღვაო მმართველობა; რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ რიგით მე-5 სხდომა.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:12

ეკონომიკა

რომან კაკულიამ განმარტა როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს კონკურენციის სააგენტო

„ახლა იქნება კოლეგიალური ორგანო - პარლამენტის მიერ დამტკიცებული 5 წევრი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე იქნება პასუხისმგებელი და ჩვენ გამოვრიცხავთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებთან, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ექნება სააგენტოს საქმე და გამჭვირვალობის ხარისხი და პასუხისმგებლობის გადანაწილება, ვფიქრობ, წაადგება საქმეს და ევროპული გადაწყვეტილებაც ასეთია“, - აღნიშნა კაკულიამ.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:11

ეკონომიკა

რომან კაკულია: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ლიბერტარიანული მიდგომა. ამ მიდგომის მქადაგებლები ხშირად მხოლოდ გადასახადებზე საუბრობენ და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ ეკონომიკაზე არიან კონცენტრირებულები და მხოლოდ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

პროკურატურა

07 ივლისი 2020, 18:09

სამართალი

სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

07 ივლისი 2020, 18:08

პოლიტიკა

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“ და არღვევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეებისთვის მიცემულ პირობას - მხარეების პოზიცია

იშლება თუ არა „ძალა ერთობაშია“? ეს დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის პასუხზე იქნება დამოკიდებული, რა ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას არჩევნებში. არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო.

07 ივლისი 2020, 18:01

ეკონომიკა

Tesla-მ შემოსავლებით, ახალი რეკორდი დაამყარა

ამერიკული კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულება კიდევ $14 მილიარდით გაიზარდა. თითქმის 5 დღეში ილონ მასკის კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:00

ეკონომიკა

რომან კაკულია: კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა საზოგადოებისათვის რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა

კონკურენციის სააგენტო არ იყო აღჭურვილი რეალური ინსტრუმენტებით, რათა მას რეალური კონკურენცია შეეთავაზებინა საზოგადოებისათვის. არსებობდა პროცედურული ნორმები, რომლებიც არ იძლეოდა საშუალებას, ​რეალურად შესწავლილიყო საკითხი, არ არსებობდა არავითარი სანქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

გადამწვარი სავარგულები

07 ივლისი 2020, 17:56

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მათ მიერ სავარგულებზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების გამო აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მათ მიერ სავარგულებზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების გამო აფრთხილებს. სამინისტროს განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს.

07 ივლისი 2020, 17:38

მსოფლიო

იაპონია ჩინეთის მიერ ქვეყნის საზღვაო საზღვრის დარღვევას აპროტესტებს

ჩინეთის გემებმა იაპონიის საზღვაო საზღვარი დაარღვიეს და ამ ტერიტორიაზე რეკორდული დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ CNN იუწყება.