Imedi /  21 თებერვალი 2020, 15:43 / სანდო წყარო

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაუსწრებლად გაასამართლა

ანატოლი გრიცენკო

ანატოლი გრიცენკო

მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ანატოლი გრიცენკო დაუსწრებლად გაასამართლა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასამართლომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მოწოდებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას ასევე აუკრძალა სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებში.

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებდა. მას ბარალად ედებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის განხორციელების შემცველი საჯარო მოწოდებების გაკეთება.

გამოძიების განცხადებით, ანატოლი გრიცენკომ 2014 წელს ტელეკომპანია Студия 1+1 ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში ტერორისტული აქტები უნდა განხორციელდეს, კერძოდ, მატარებლების აფეთქება.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:35

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:33

COVID19

გიორგი გახარია: მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ სწრაფ ნაბიჯებს, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ხვალ ისეთი შედეგი იქნება, რომელსაც დღეს ვგეგმავდით

„სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც შეზღუდა ფრენები ჩინეთიდან, შემდგომ ირანიდან და იტალიიდან. ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით, რომელმაც შეაჩერა სწავლის პროცესი, ასევე დააწესა თერმოსკრინინგი საზღვრებზე, ასევე გამოვყავით სტაციონარები, რომლებმაც მიიღეს ცხელების სიმპტომებიანი პირველივე პაციენტები“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:29

COVID19

გიორგი გახარია: ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი ერთიანობის გარეშე

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.

01 აპრილი 2020, 23:25

ვიდეო

როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში პირველი ინფიცირებულის გამოვლენიდან დღემდე

01 აპრილი 2020, 23:22

COVID19

თურქეთში სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების 601 შემთხვევა დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 679-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რიცხვი 277-მდე გაიზარდა.

გიორგი გახარია

01 აპრილი 2020, 23:19

COVID19

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა ციცაბოს პიკი არ იყოს, ჩვენ გვჭირდება პლატო

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ციცაბოს პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ. ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც დღეს ჩვენ ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ღია ეთრში“ განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, მათი ძირითადი ტაქტიკური ნაბიჯები დაფუძნებულია, მაღალი რანგის პროფესიონალების ჩართულობა და დროული, ეფექტური მენეჯმენტი.

ნინო ლომჯარია

01 აპრილი 2020, 23:19

რეგიონი

ომბუდსმენი ქვემო ქართლის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ კარანტინის დასარულების შესახებ ცრუ შეტყობინებებს უზავნიან

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვემო ქართლის მოსახლეობას მიმართავს. ომბუდსმენის განცხადებით, სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა. „სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!

01 აპრილი 2020, 23:19

ვიდეო

გიორგი გახარია: ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 23:10

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, როდის არის ადამიანი გადამდები

ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა. თუმცა როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები კლინიკის დაწყებამდე 1 დღით ადრეც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აპრილი 2020, 23:06

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს: პლაჟები და პარკები არსად გაქრება, მწვადებზე გასვლა კი შეიძლება ცუდად დამთავრდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა კარანტინის რეჟიმი არ დაარღვიონ. „განვაგრძობთ სახლში დარჩენას! კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიზარდეთ! იცით, ერთი ცნობილი ფაქტია, როდესაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხი შეკრიბა პირველი მაისის დემონსტრაციაზე. მაშინ არავის ეშინოდა, ვინაიდან რადიაცია ხომ უხილავი იყო. ჰოდა კორონავირუსიც უხილავია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 23:03

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ამ თვალსაზრისით მართლა მოწინავე აღმოვჩნდით. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღნიშნავს, ძალიან კარგი პრაქტიკა დავამაკვიდრეთ ბევრი მიმართულებით, რაც შედეგებშიც აისახება, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის განმარტებით, ამ არაორდინალურ ვითარებაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ს ხელისუფლებასთან, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 22:57

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ახლა ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება

ამ ეტაპზე სახლში დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევაფერხოთ ვირუსის შიდა გადაცემა. თუ ახლა ჩვენ ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.

01 აპრილი 2020, 22:56

COVID19

ლაგოდეხის მერიამ თერმოსკრინინგის 6 აპარატი შეიძინა

„მე და მოხალისეთა ჯგუფები სპეციალური ეკიპირებით გავდივართ და კარდაკარის პრინციპით თითოეულ მოქალაქეს თერმოსკრინინგს ვუტარებთ. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს ვურიგებთ პირბადეებს. მოსახლეობას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის და ე.წ კომენდანტის საათის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ, რომ აუცილებელია აღნიშნული რეგულაციების, წესებისა და ეკომენდაციების გათვალისწინება. ყველას მოვუწოდებ დარჩეს სახლში და იზრუნონ როგოროც მათი, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე

01 აპრილი 2020, 22:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უსიმპტომო პაციენტები რომ გასულიყვნენ გვექნობოდა იტალია ორი, ამიტომ ტემპერატურის კრიტერიუმი დავწიეთ

იტალიელები, ეს არის ძალიან ლაღი ერი და ჩვენ, ქაეთველები და იტალიელები ვგავართ ერთმანეთს და რატომ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ? მაშინ როცა იქ ასეთი კატასტროფული სახე მიიღო და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გადაცემა „პრაიმშოუში“ ისაუბრა. ცერცვაძის განმარტებით საქართველოში ეპიდემიის გავრცელება იტალიის მსგავსად არ წარიმართა, რადგან პრევენციული რეაგირება რამდენიმე მიმართულებით ჩვენს შემთხვევაში უფრო დროული იყო.

01 აპრილი 2020, 22:48

COVID19

ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200,000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 205,438 ადამიანი არის ინფიცირებული, საიდანაც 4,528 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულია 8,762 ადამიანი, - ეს მონაცემები worldometers-ზეა ასახული.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:22

COVID19

დავით ბაქრაძე: გენერალური საკონსულო ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს

დღეს არაორდინალური ვითარებაა და რა თქმა უნდა არ ვიფარგლებით მხოლოდ საკონსულოს სააღრიცხვო სიებით, რომელიც გვაქვს და აბსოლუტურად ყველას ვაწვდით ინფორმაციას, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის განცხადებით გენერალური საკონსულო ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:20

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, ვავრცელებთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ

ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ კონკრეტულ შტატებში ტესტირების, ჰოსპიტალებისა და საველეჰოსპიტალების შესახებ, ვავრცელებთ, რათა ჩვენ მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს ამ მოქალაქეებთან ერთად საელჩოს თითოეული თანამშრომლისთვისაც აქტუალურია ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანია დიპლომატებისთვის.

01 აპრილი 2020, 22:18

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 45 500-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 45 541 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 912 565 ადამიანი, 191 826 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 13 150-ს გადააჭარბა, ესპანეთში კი 9 053 ადამიანია გარდაცვლილი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 აპრილი 2020, 22:13

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე

მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ქუთაისის ლაბორატორია

01 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ანალიზიდან ყველა უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 16 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, სასტუმრო წყალტუბო პლაზადან სტაციონარში გამოკვლევის ჩასატარებლად ოთხი პაციენტი გადაიყვანეს და ამ დროისთვის სასტუმროში 87 ადამიანი იმყოფება. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ. აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 144 მოქალაქე იმყოფება, საჩხერის კარანტინში 57 პირია, საირმეში კი 192. იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 269 პირი იმყოფება.