imedi /  22 თებერვალი 2020, 10:35 / სანდო წყარო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსი

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2345-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 288-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 20 659 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთშიც. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა. 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 22:43

COVID19

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება.

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება. 70 პირს უკვე აუღეს ანალიზი. პასუხებზეა დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა ქობულეთში ზომები. გამოსაკვლევთა შორის არიან ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებიც, სადაც ვირუსის დადგენამდე იმყოფებოდა ბათუმში დაინფიცირებული 60 წლამდე ქალის მამა. 80 წლის მამაკაცსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრი და სოფელ გვარას ამბულატორია მეორე დღეა დაკეტილია. ადგილზე ეპიდემიოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

არჩილ თალაკვაძე

08 აპრილი 2020, 22:39

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მთავარ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:37

COVID19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება

იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე გველის ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონი იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

08 აპრილი 2020, 22:31

COVID19

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი 1105 ოჯახს გადაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი ჯამში 1105 ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი დაიხარჯა. 10 დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტის გაცემის პროცესი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა. "შევადგინეთ 34-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც ყველა აღსაზრდელის ოჯახს გადავეცით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა ყოფილიყო დაცული. შედეგად, თავიდან ავიცილეთ მშობელთა თავშეყრა და მოხდა სოციალური დისტანციის დაცვა," - განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

08 აპრილი 2020, 22:24

COVID19

ვანში დაინფიცირებული ქალის ქმარსა და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

იმერეთსა და ქვემო სვანეთში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. ინფექცია დაუასტურდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

ენდრიუ კუომო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მოდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კორონავირუსი საქართველო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 მოქალაქე რჩება.

08 აპრილი 2020, 22:14

COVID19

თურქეთში კორონავირუსმა კიდევ 87 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 87 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 812-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 38 226 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 1846 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 22:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​საქართველო მზადაა ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:07

COVID19

გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა. გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

08 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია

ვანში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია. მისი ახლო კონტაქტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან შემხებლობაში მყოფი 30 ადამიანი და მათ ექიმები აკვირდებიან. ამ დრომდე არცერთ მათგანთან სიმპტომები არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგებმა პირველადი თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25 პროცენტს უკვე ჩაუტარეს. ჯერჯერობით ტემპერატურა არავის უფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული პაციენტის მეუღლეც.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 21:51

COVID19

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი საწოლზე წამოჯდომას ახერხებს და ექიმებს ესაუბრება, თუმცა ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. 55 წლის ჯონსონი სენტ-ტომასის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. 6 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 21:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 28-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 21:21

COVID19

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

08 აპრილი 2020, 21:20

COVID19

ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს

კორონავირუსის პანდემიიის გამო ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ- ამის შესახებ ვიდეომიმართვა ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა.ამასთან დავიდ სასოლის განცხადებით, ყოველდღე საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში ათასამდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 21:19

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება.

08 აპრილი 2020, 21:07

COVID19

ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება

პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. ეს კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 20:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი ტრამპს: კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“.

დავით წიკლაური

08 აპრილი 2020, 20:54

ეკონომიკა

„ლიბერთი ბანკის“ მმართველ გუნდში ცვლილებებია

მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით და საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციების ჩათვლით. 2020 წლის მარტამდე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. დავით წიკლაური ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

08 აპრილი 2020, 20:50

მსოფლიო

კრიზისის მიუხედავად, Porsche თანამშრომლებს პრემიას გადაუხდის

Porsche თავის თანამშრომლებს 2010 წლის პრემიას ჩაურიცხავს, რომელიც 9700 ევროს ეკვივალენტურია. როგორც გერმანული ავტომწარმოებელი განმარტავს, ამ თანხიდან 700 ევრო საპენსიო შენატანებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, კომპანია თავის 270 000 თანამშრომელს მოუწოდებს, მიღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ჩაურიცხო.