imedi /  22 თებერვალი 2020, 17:15 / სანდო წყარო

გაერო: ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთში 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთი ხალხი

2019 წელს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს 3 400 მშვიდობიან მოქალაქეზე მეტი ემსხვერპლა. ამის შესახებ Deutsche Welle გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს

ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის ინფორმაციით, ამავე წელს დაჭრილების რაოდენობამ 6 989-ს მიაღწია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მკვლელობების და დაჭრების 62% ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალების შეტევებით იყო გამოწვეული. 

ორგანიზაცია ასევე იუწყება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის შორის მსხვერპლის რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. 

დღესვე ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანსა“ და ქვეყნის მთავრობას შორის 7-დღიანი სამშვიდობო შეთანხმება ამოქმედდა. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს ქვეყანაში ძალადობის დონეს შეამცირებს. ამასთან, ცნობილია, რომ „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 29 თებერვალს მოეწერება.

2001 წლის ერაყის ომის შემდეგ „თალიბანი“ უარს ამბობდა პირდაპირ მოლაპარაკებებზე ავღანეთის ხელისუფლებასთან. გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დაჯგუფება „თალიბანსა“ და აშშ-ს შორის ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი მოლაპარაკება „თალიბანთან“ მკვდარია. „თალიბანში“ კი დაიმუქრნენ, რომ აშშ მოლაპარაკებების შეწყვეტას ინანებს. მოლაპარაკებების განახლება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის დროს დააანონსა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დეკემბერში განახლდა

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 20:50

COVID19

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობა, რომელზეც „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აერჩიათ, კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც „დემოკრატიულ პარტიაში“ აღნიშნეს, აღნიშნული ღონისძიება ივლისის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება.

02 აპრილი 2020, 20:44

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი შეიყვანეს. მოქალაქეები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან. პასუხები ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

02 აპრილი 2020, 20:41

COVID19

StopCoV ფონდში უკვე 21 100 000 ლარია მობილიზებული

2 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 21 მლნ 100 ათასი ლარი შეადგინა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 20:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები მჭიდრო ვადებში განხორციელდება

ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი სცენარი შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი.

02 აპრილი 2020, 20:34

COVID19

ლაგოდეხის მერია მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 225 000-ზე მეტ ლარს დახარჯავს

ლაგოდეხის მერია კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების პარალელურად, მოწყვლად ჯგუფებზე ჯამში 225 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. მერია ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტის დარიგებას იწყებს. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ 12 დასახელების პროდუქტი 1600-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.

02 აპრილი 2020, 20:32

COVID19

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია: სურსათი ან სურსათის შეფუთვა კორონავირუსის გადაცემის ფაქტორი არ არის

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მოსახლეობას ახსენებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობას. „არ არსებობს მტკიცებულება, რომ სურსათი ან სურსათის შეფუთვა დაკავშირებულია კორონავირუსის გადაცემასთან“, - განაცხადა ფრენკ იიანასმა, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის საკვების პოლიტიკის საკითხებში კომისარის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 20:23

COVID19

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არ შეექმნება საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობას და უზრუნველყოფილი იქნება რწმენის თავისუფლებაც

აღდგომამდე არის დაახლოებით სამი კვირა, მანამდე ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს და ეპიდემიის გავრცელებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა. მისი თქმით, ხელისუფლება საპატრიარქოსთან ყოველდღიური კონსულტაციების რეჟიმშია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საკითხი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების მიხედვით გადაწყდება. მთავრობის მთავარი ინტერესი კი, კობახიძის განმარტებით, ეპიდემიის შეჩერებაა.

02 აპრილი 2020, 20:21

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რუსეთი ლიდერობს

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით რუსეთი ლიდერობს. ქვეყანაში დღეისათვის COVID-19-ის 3 548 შემთხვევაა დადასტურებული. მეორე ადგილზეა ინფიცირებულთა რიცხვით უკრაინაა, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 804-ს აღწევს, მესამე პოზიციას კი 663 ინფიცირებულით სომხეთი იკავებს.

არჩილ თალაკვაძე

02 აპრილი 2020, 20:12

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. საკანონმედლო ორგანოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები და საარჩევნო კოდექსში მასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს. განხილვის საგანი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპები, მეორე ტურთან დაკავშირებული რეგულაციები და სხვა საკითხები.

ალექსანდრე ლუკაშენკო

02 აპრილი 2020, 20:08

COVID19

ბელარუსის პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე უარს ამბობს

„გულახდილათ გეტყვით, რომ დღესვე შემიძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქუჩებში პატრულის გამოყვანა. დავანახებდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რა მაგარი ბიჭი ვარ, როგორ მაქვს ყველაფერი კონტროლქვეშ აყვანილი, მაგრამ არ მსურს ეს თამაში ვითამაშო. ჩვენ ნებისმიერ დაავადებას შევებრძოლებით. ბელარუსის გამოცდილება ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ. კორონავირუსი გამონაკლისი არაა,“-აცხადებს ალექსანდ ლუკაშენკო.

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 20:04

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან

„ქართული ოცნების“ ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან. ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გაიზომოს, - ამის შესახებ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ინიციატივის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ 2008 წელი გაიხსენა და განაცხადა შედარებისთვის ესეც კარგი მაგალითია.

ლალი დარახველიძე

02 აპრილი 2020, 20:04

COVID19

აფხაზეთიდან გადმოყვანილ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მცირეწლოვანსა და 60 წლამდე კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კაცი კი შესაძლოა დღეს გაწერონ. „სამი პაციენტის ანალიზების პასუხების ლაბორატოიული შემოწმებისას კორონავირუსი არ დადასტურდა. ბავშვები დღეს მაინც რჩებიან დაკვირვების ქვეშ და სავარაუდოდ ხვალ გაეწერებიან. რაც შეეხება მამაკაცს, დანიშნულება მიეცემა და დღეს გაეწერება“, - განაცხადა დარახველიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 20:00

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში

ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

02 აპრილი 2020, 19:59

COVID19

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის კვირას წირვებს მრევლის გარეშე ჩაატარებს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო კვირის განმავლობაში წირვებს დახურულ კარებს მიღმა ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო. წმინდა სინოდი მორფწმუნეებს მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დაიცვან, სახლში დარჩნენ და უფრო მეტი ილოცონ.

02 აპრილი 2020, 19:55

საზოგადოება

განათლების სამინისტრო საშუალო საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან ერთად, 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ქართველი პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ესტონეთს ეწვივნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ სწავლებისა და სწავლის ესტონურ მოდელს.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 19:39

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია

დღეს ჩვენ ცენტრს 5 ადამიანი დაემატა და ამ დროისთვის 39 პაციენტი გვყავს-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ 3 პაციენტს ვირუსისგან გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და მათ საავადმყოფო დღის განმავლობაში დატოვეს.

02 აპრილი 2020, 19:34

COVID19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან , მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. წალენჯიხა - ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტი, პირადად სახლში მიუტანეს. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 19:29

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 131 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 26 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა -მდე გაიზარდა, აქედან 26 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება.

02 აპრილი 2020, 19:28

COVID19

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დღეს საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებული პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. პროდუქტების დაფასოების პროცესს წალენჯიხა - ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სასურსათო პროდუქტს ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 900-მდე აღსაზრდელი მიიღებს. სურსათს აღსაზრდელებს სახლში მიუტანენ, პროდუქტის დარიგებაში მონაწილეობას მოხალისეთა ჯგუფის წევრები და მენეჯერები მიიღებენ.

02 აპრილი 2020, 19:23

COVID19

მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია: ჩინეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით სანდო არ არის

მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, ჩინეთის მიერ წარმოდგენილი მონაცემები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით სანდო არ არის. მისივე თქმით, ასევე არ არის სანდო ის მონაცემები, რომელსაც სხვა ქვეყნები ავრცელებენ.