imedi /  24 თებერვალი 2020, 10:40 / სანდო წყარო

ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი

ბაჰრეინში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირება ირანიდან ჩამოსულ ბაჰრეინის მოქალაქეს გამოუვლინდა. ასევე, ყველა ის პირი, ვინც კორონავირუსით დაინფიცირებულს ეკონტაქტებოდა, სამედიცინო ცენტრში, კარანტინშია მოთავსებული. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. 

ყველა სიახლე

ბერნარ ლაპორტი

22 სექტემბერი 2020, 17:36

სპორტი

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს

ლაპორტთან ერთად, რომელიც საერთაშორისო საქმიანობის პარალელურად, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა, სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ ხელმძღვანელი მოელ ალტრადი, 2023 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ არჩერი და საფრანგეთის რაგბის კავშირის ორი მაღალჩინოსანი, ნიკოლა ურკე და სერჟ სიმონი დააკავეს.

22 სექტემბერი 2020, 17:31

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები კიდევ 50-მა ადამიანმა დატოვა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში 50-მდე ადამიანმა დატოვა. საერთო ჯამში, ახლა ოქრიაშვილის პოლიტიკურ ანგარიშზე მინუს ხუთასი ამომრჩეველია - მიზეზი კი მისი პოლიტიკური მოგზაურობაა ერთი პარტიიდან მეორეში და მერე კვლავ უკან, ნაციონალურ მოძრაობაში.

22 სექტემბერი 2020, 17:30

სამართალი

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, მეორადი მოხმარების ლითონის ჯართი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 78,677 ლარი შეადგინა.

22 სექტემბერი 2020, 17:24

საზოგადოება

Georgian Airways-ი 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს, - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაავრცელა. „დანიშნულია დამატებითი ჩარტერული რეისი, 27 სექტემბერს: თბილისი 09:30 - ბერლინი 11:30; ბერლინი 12:20 - თბილისი 17:50“ - წერია კომპანიის განცხადებაში.

იოკო ონო და ჯონ ლენონი

22 სექტემბერი 2020, 17:13

ტაბლოიდი

ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა.

22 სექტემბერი 2020, 17:10

რეგიონი

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ბორის ჯონსონი

22 სექტემბერი 2020, 17:04

COVID19

ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა.

რატი იონათამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 17:03

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ

არც სააკაშვილს, არც ბოკერიასა და არც უგულავას - არც ცალ-ცალკე და არც ერთად არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ გავლენა მოახდინონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 16:59

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

სერგი კაპანაძე/გიორგი ვაშაძე

22 სექტემბერი 2020, 16:58

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინ დააყენა ვიწროპარტიული ინტერესები, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მაშინაც, როცა ისანში შეთანხმება ჩაშალა", - აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ხატია დეკანოიძე

22 სექტემბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ თავისი სახელის გამოყენებაში ადანაშაულებს

ნაცმოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში„ევროპულ ქართველოს“, მათ შორის ყველა სხვა პარტიას, თუ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააგროვოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაშინ შეუძლია განსაზღვროს თავისი პირობები.

22 სექტემბერი 2020, 16:53

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედმა“ უცხოური მედიის მიმოხილვა დაიწყო

ყოველ კვირას, 17:00-საათიან ,,ქრონიკაში“ ტელეკომპანია შემოგთავაზებთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. ევროპარლამენტის ანგარიში ასოცირების შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საინვესტიციო გარემოს შესახებ, რაგბის ეროვნული ნაკრები რვა ერის ტურნირზე - ეს და სხვა თემები განიხილებოდა საქართველოს შესახებ გასულ კვირაში.

ბიძინა კულუმბეგოვი

22 სექტემბერი 2020, 16:52

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ამ ეტაპზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ინფექცია ვმართოთ

ზაფხულის შემდგომ, შიდა ტურიზმის გაზრდილი მობილობის გამო შემთხვევების რაოდენობა რომ გაიზრდებოდა, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ის ციფრები და მზაობის ხარისხი, რაც დღევანდელ სისტემას აქვს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მაია ბუწაშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:51

COVID19

მაია ბუწაშვილი: ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს, სწრაფად უნდა გადავიდეთ კოვიდინფიცირებულების ბინაზე მოვლის მოდელზე

ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ COVID-19-ის აფეთქების ლოკალიზება მოხდეს, თუმცა იმისი აუცილებლობა რომ აღმავლობა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყოს არაა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

დანიელე დე სანტისი

22 სექტემბერი 2020, 16:51

სპორტი

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ლეჩეში მოხდა და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არბიტრთან ერთად მოკლული მისი 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტაც დახვდათ. როგორც მოწმეები ყვებიან, მათ ყვირილის ხმა გაიგონეს და დაინახეს უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და გარბოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 16:47

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს

ეკონომიკის გაჩერებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ, გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა.

ნინო წილოსანი

22 სექტემბერი 2020, 16:44

საზოგადოება

ნინო წილოსანმა მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა დღეს მწვანე ბიუჯეტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას გააცნო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად, კომიტეტის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო პრიორიტეტებს განსაზღვრავს ბიუჯეტის მიმართულებით.

ჟოზეპ ბორელი

22 სექტემბერი 2020, 16:40

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: მზად ვარ მინსკში გავემგზავრო, თუ ეს კრიზისის დარეგულირებას ხელს შეუწყობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მზად არის მინსკში გაემგზავროს, რათა ხელი შეუწყოს ბელარუსში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას.

ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი 2020, 16:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, პირბადესთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა იყოს ქვეყანაში, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე

უნდა გავაძლიეროთ პირბადის გამოყენების კულტურა. ძალიან გთხოვთ, ტელევიზიები, მედია მოგვეხმარეთ, რომ ადამიანებამდე ეს ინფორმაცია მივიტანოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით სერიოზული საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს.

22 სექტემბერი 2020, 16:36

სამართალი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა არ მომხდარა და სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და სინამდვილეში, დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები.