imedi /  25 თებერვალი 2020, 22:19 / სანდო წყარო

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ადამიანამდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ იტალიაში დღეს კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამივე გარდაცვლილი ხანშიშესული იყო. ისინი ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდნენ.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ. 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 16:41

საზოგადოება

სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა. სოფო კილაძე, ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 16:35

ეკონომიკა

ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.

08 აპრილი 2020, 16:31

COVID19

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია. ნომრის დაგეგმვის პროცესში, შემოქმედებითმა გუნდმა არტისტებს სთხოვა, რომ დღევანდელი რეალობით შთაგონებული სურათები გაეგზავნათ. ჟურნალმა აპრილის ნომერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თან რედაქტორის, ფერდინანდო ვერდერის განმარტება დაურთო. „ თავის ხანგრძლივ ისტორიაში, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, ვოგმა გაიარა ომები, კრიზისები, ტერორისტული აქტები და მისი საუკეთესო ტრადიციაა, არ გამოიყურებოდეს სხვანაირად. ორი კვირის წინ ჩვენც არ ვფიქრობდით, რომ შევცვლიდით გეგმებს. მაგრამ ილაპარაკო რამე სხვაზე, როცა ხალხი იღუპება, როცა ექიმები და ექთნები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და როცა მსოფლიო სამუდამოდ იცვლება, ეს არ არის ვოგ იტალიას დნმ. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პროექტი და დავიწყეთ წაშლით. ჩვენს ისტორიაში პირველად,

დავით გაგუა

08 აპრილი 2020, 16:30

COVID19

დავით გაგუა: კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება

„კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა. ვირუსი არ არის აღმოჩენილი არც სანაყოფე წყლებში, არც დედის რძეში და შესაბამისად ვარაუდი, რომ დედიდან კორონავირუსი ნაყოფზე გადაეცემა დამტკიცებული არ არის“, - აღნიშნა მეანგინეკოლოგმა.

ზაზა თავაძე; ხვიჩა კიკილაშვილი

08 აპრილი 2020, 16:16

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ღონისძიებას მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

გერმანია ეკლესია

08 აპრილი 2020, 16:14

COVID19

გერმანიის სასამართლომ მორწმუნეების სააღდგომო წირვაზე დასწრების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პროტესტანტების ლიდერმა, ჰენრიხ ბედფორდ-შტრომმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება ადამიანების გადარჩენის მთავარი პრინციპია, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა მატიას კოპმა კი აღნიშნა, რომ წირვებზე მრევლის დასწრების აკრძალვით, გერმანიაში ეკლესია გონივრულად მოქმედებს და პასუხისმგებლობას იჩენს.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 16:04

COVID19

კახა კალაძე: ყველა ქუჩისა და უბნის დეზინფექცია ფიზიკურად შეუძლებელია

ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერს კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.

08 აპრილი 2020, 15:56

COVID19

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება

პრემიერის დავალებით რეგიონებში საჰოსპიტალო სექტორის შემოწმება გრძელდება. კლინიკები უკვე შემოწმდა სამეგრელოში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ამჯერად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შიდა ქართლში ჩავიდა. დიმიტრი ხუნდაძე ხაშურში, ქარელსა და კასპში არსებული საავადმყოფოების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შემოწმდა მარაგები, მედპერსონალის მომზადების ხარისხი და კლინიკებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.

ცხინვალი

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში COVID 19-ის შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი დადსტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა. მარინა კოჩიევას თქმით, ამ დროისათვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხინვალისა და ზნაურის კლინიკებში 7 პაციენტი რჩება, 470 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმშია.

08 აპრილი 2020, 15:47

COVID19

აშშ-ის საელჩო საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის ამერიკის სავაჭრო პალატას მადლობას უხდის

ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობას ეხმაურება და COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

08 აპრილი 2020, 15:45

საზოგადოება

თბილისში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ

ბიზნესსექტორის დახმარებით, დედაქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობების ჩართულობით, კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ. ამჯერად, კომპანიებმა „კრწანისი ვილა რეზიდენსი“, „ეფლ სითი“ და „x2 დეველოპმენტი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.

08 აპრილი 2020, 15:44

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

08 აპრილი 2020, 15:39

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატიდან ორი პაციენტი მოიხსნა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა აღვნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

მიგრანტები იტალია

08 აპრილი 2020, 15:22

COVID19

იტალია ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს

„COVID 19-ის გამო მიღებული კარანტინის პერიოდში იტალიის პორტები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებითაც ადგილი უსაფრთხოდ ჩაითვლება“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ დეკრეტში.

08 აპრილი 2020, 15:19

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და დამატებითი მობილიზაცია ჯერ არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების რესურსის დეფიციტი არ არის.

კახა კალაძე

08 აპრილი 2020, 15:07

პოლიტიკა

კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქუთაისის მერის გადადგომაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება. კალაძის განცხადებით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. „პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: ქობულეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო

„საბჭომ იმსჯელა და დღეის მდგომარეობით, ბოლნისის მოდელის განხილვა ამ რეგიონებში არ განიხილება, თუმცა აქ მიმდინარე მოვლენები არის მნიშვნელოვნად საყურადღებო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დეტალური და ინტენსიური გამოძიება და მოკვლევა კონტაქტების. შეიძლება, ჩვენ დამატებით დღეს საღამოს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომ გამკაცრებებზე. რაც შეეხება ვანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამკაცრებულ ზომებს, ამ ეტაპისთვის ვანში მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. უკვე გამოკვლეულია 5 000 ჩვენი მოქალაქე და ჩვენ ვმსჯელობთ კიდევ დამატებით ღონისძიებებზე, რომელიც დღის მანძილზე განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

08 აპრილი 2020, 15:06

COVID19

ვანში უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი ეწყობა, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ავტომანქანა გაკონტროლდება, ასევე მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო თერმოსკრინინგს. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 70 წელს გადაცილებულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალიზი აუღეს მის მეუღლესაც, რომლის პასუხი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. კაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ დაადგინონ ქალბატონის დაინფიცირების პირველწყარო და მისი კონტაქტები, რომლებიც სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.

08 აპრილი 2020, 15:04

COVID19

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა კარანტინში გადაყვანის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მოხდება მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

აცრა

08 აპრილი 2020, 14:58

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პნევმოკოკზე აცრა შესაბამისი პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკით აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც კონკრეტულ პროტოკოლს შეიმუშავებენ და აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი დაამტკიცებს.