imedi /  27 თებერვალი 2020, 13:21 / სანდო წყარო

უხანიდან სამშობლოში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

უხანიდან უკრაინაში ევაკუირებულ უკრაინის 89 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.

„89 ევაკუირებულს, რომლებიც ახლა სანჟაღში კარანტინში იმყოფებიან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

მისივე თქმით, ევაკუირებული პირების ბიოლოგიური მასალის მოლეკულარულ-გენეტიკურმა კვლევებმა ვირუსი არ გამოავლინა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 18:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სტატისტიკის მხრივ ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა ევროპაში მხოლოდ ლიხტენშტაინში, მონაკოსა და ვატიკანშია

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობისა და გარდაცვალების სტატისტიკის მხრივ საქართველო ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობაა მხოლოდ ისეთ ჯუჯა-სახელმწიფოებშია, როგორებიცაა ლიხტენშტაინი, მონაკო და ვატიკანი, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

07 აპრილი 2020, 18:36

COVID19

ქართველი ექიმი ნიუ-იორკში: ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს და მეცნიერებას

„დამერწმუნეთ, ის, რასაც ახლა გააკეთებს ხალხი, მომდევნო თვის განმავლობაში გადაწყვეტს სიცოცხლისა და სიკვდილის ბედს ძალიან ბევრი ადამიანისთვის. როგორც ექიმი ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველაფერს, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ, ემოციურ კომფორტს უქმნის, არის ეს რელიგია, იოგა, ვიტამინები, ყველაფერს ძალიან დიდი პატივს ვცემ. მაგრამ ახლა არის დრო, როცა უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, როცა უნდა მოვუსმინოთ მეცნიერებას. ტრამპმა არ მოუსმინა ექიმებს, არ მოუსმინა მეცნიერებას და რა მდგომარეობაშიც ვართ ყველამ კარგად იცის. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში“, - ამბობს ჩხიკვაძე.

07 აპრილი 2020, 18:34

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 11 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 368 449ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 11 008 კი გარდაიცვალა.

ძაღლი

07 აპრილი 2020, 18:22

COVID19

როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს ვირუსის გავრცელების პერიოდში

„როდესაც ძაღლს ქუჩაში გავიყვანთ და შინ დავბრუნდებით, სპირტის გარეშე შესაძლებელია მათი თათები დაიბანოს, კარგი იქნება თუ თათებს ქლორჰექსადინის ხსნარს გავუწმინდავთ, შესაძლებელია ცოტა სველი წესით ბეწვის დამუშავებაც. 2 ძირითადი წესი, რაც ქუჩაში გაყვანის დროს უნდა დავიცვათ ეს არის - ძაღლმა არ შეჭამოს გარეთ გადაგდებული საკვები და არ ქონდეს კონტაქტი სხვა ძაღლებთან“, - აღნიშნა ბიოლოგმა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო

07 აპრილი 2020, 18:22

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

07 აპრილი 2020, 18:20

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: კორონავირუსის გამოწვევის ფონზე ყველა აქტორმა პოლიტიკური პოზიცია თუ ახირება გვერდზე უნდა გადადოს

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისათვის დიალოგი და თანამშრომლობა არ არის ახალი და ბუნებრივია მცდელობაც არის და ნაბიჯებიც იდგმება. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან იყო გარკვეული მინიშნებები დიალოგის მზაობაზე ქართულ მხარესთან. ამას ბუნებრივია ჩვენ ვუპასუხეთ და მზად ვართ, კონსტრუქციული პლატფორმისთვის გამოვიყენოთ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ ცხინვალში. მინისტრის განმარტებით, ახალგორში მოსახლეობა, პანდემიის საფრთხის გარდა, უკვე თვეებია ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა.

07 აპრილი 2020, 18:19

COVID19

ინგლისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 758 ადამიანი გარდაიცვალა

ინგლისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 758 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის სხვა ნაწილებს, სიკვდილიანობის მონაცემები შემდეგია: შოტლანდიაში 74 გარდაცლილი, უელსში - 19 და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 3.

07 აპრილი 2020, 18:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 18:09

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

07 აპრილი 2020, 18:07

COVID19

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს

8 აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს სრულად ჩაკეტავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

07 აპრილი 2020, 18:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა განმარტა

ამ ეტაპზე საქართველოში 12-13 ბავშვს აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. მათგან შვიდი მკურნალობს ჩვენს კლინიკაში. ყველა პაციენტის მდგომარეობა ზოგადად დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათგან შვიდი ინფიცირებული მოზარდი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს და მხოლოდ ერთ შემთხვევაშია განვითარებული პნევმონია.

პოლიცია

07 აპრილი 2020, 18:05

სამართალი

იმერეთში დააკავეს 2 პირი, რომლებიც ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს მოგების 30%-ის გადახდას აიძულებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს.

ალექსანდრ ლუკაშენკო

07 აპრილი 2020, 17:57

COVID19

ალექსანდრ ლუკაშენკო: მზად ვარ, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად ვუმკურნალო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულებს პირადად უმკურნალოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბელარუსის მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკვე იმსჯელა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად წავიდოდნენ და საავადმყოფოში იმუშავებდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

ქეთევან ციხელაშვილი

07 აპრილი 2020, 17:49

COVID19

ქეთევან ციხელაშვილი: პანდემიის პირობებში უფრო მეტად გამოიკვეთა სახელმწიფოსა და ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომუნიკაციის პრობლემა

ჩვენს სახელმწიფოსა და ოკუპირებულ ტერიტორიულ ერთეულებს შორის კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა არხებით . კომუნიკაციის გარდა არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა და ვაპირებთ რომ გადავდგათ მომავალშიც იმისათვის, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად დავიცვათ მსოფლიო პანდემიისგან - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომისა და კომუნიკაციის პრობლემა. „ცხადია ჩვენი მოქმედების ინსტრუმენტები და ფორმები არის შეზღუდული მიმდინარე ოკუპაციის გამო, რომელიც არ შეცვლილა და პირიქით, ქოვიდის გამო კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა რამდენად შეზღუდულია სივრცე და რამდენად უქმნის ეს საფრთხეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას. საფრთხე ძალიან რეალურია, რადგან ბოლო დღეებს ტუ არ ჩავთვლით იქ რაიმე შემზღუდავი ზომები არც იყო მიღებული. ახლა დეფაქტო გადაწყვეტილების მიმღებნი ცდილობენ, რომ გარკვეული ზომები გაატარონ თუმცა, მინიმუმ 28 მარტის ჩათვლით, როდესაც აფხაზეთში ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც ასევე წინ უძღვოდა ე.წ. კამპანი, ეს მოიცავდა ძალიან ხალხმრავალ შეხვედრებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა, არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსუ

მთვარე

07 აპრილი 2020, 17:42

მსოფლიო

რუსეთი აშშ-ს სხვა პლანეტების ტერიტორიების აგრესიული მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მთვარის და სხვა ციური სხეულების კომერციულ ათვისებას უჭერს მხარს. დოკუმენტის ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ, ქვეყნის პოლიტიკა კი კოსმოსის კომერციული ათვისების სტიმულირებას უნდა უწყობდეს ხელს.

კაილი ჯენერი

07 აპრილი 2020, 17:37

ეკონომიკა

Forbes-მა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა დაასახელა 2020 წლის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება. პირველ ადგილზე ამერიკელი მოდელი და კოსმეტიკური კომპანია Kylie Cosmetics-ის დამფუძნებელი კაილი ჯენერი აღმოჩნდა.

07 აპრილი 2020, 17:21

COVID19

პარიზში დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალა

პარიზის პრეფექტურამ კარანტინის რეჟიმი გაამკაცრა. კერძოდ, დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე გარეთ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში აიკრძალება. პარიზის მერიაში ასევე აღნიშნეს, მოსახლეობას ორ მილიონამდე მრავალჯერადი გამოყენების პირბადეს დაურიგებენ.

ლევან დავითაშვილი

07 აპრილი 2020, 17:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პური არ უნდა გაძვირდეს

„ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მინისტრმა.

07 აპრილი 2020, 17:11

რეგიონი

მაშველებმა ცაგერში, წყალში ჩავარდნილი შველი გადაარჩინეს

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პოლონეთი სეიმი

07 აპრილი 2020, 17:08

მსოფლიო

პოლონეთის სეიმმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემას დაუჭირა მხარი

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურად, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.