imedi /  27 თებერვალი 2020, 17:48 / სანდო წყარო

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა

ვიზეარი

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკევობით შესრულდება.

რომის მიმართულებით კი, 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება.

ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება.

ბარი – 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამი ფრენა.

მანამდე კი გაავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვიზაერმა“ ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით 10 მარტიდან 4 აპრილამდე ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hungary Today ავრცელებს. ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში ფრენები: რომის, ბოლონიის, კატანიის, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით არ შედგება.

ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, იტალიაში კორონავირუსის ორი ლოკალური ეპიცენტრია გამოვლენილი ლომბარდიასა და ვენეტოში, რაც იტალიის ტერიტორიის 0,05%-ს შეადგენს, ხოლო კორონავირუსის ეპიცენტრის ტერიტორიაზე იტალიის მოსახლეობის 0,089% ცხოვრობს.

მისივე თქმით, ამჟამად იტალიაში 60-მილიონიანი მოსახლეობიდან კარანტინი 40-50 ათას ადამიანს შეეხო.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 15:15

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 15:04

რეგიონი

გიორგი გახარია: საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, თუ როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია

„დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის“.

ბელარუსი აქცია დაკავება

21 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსის შსს: კვირას საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 442 ადამიანი დააკავა

პოლიციაში აცხადებენ, რომ 20 სექტემბერს ქვეყანაში 24 დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 20 ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში, მინსკში გაიმართა და მას 18 ათასი ადამიანი დაესწრო.

უილიამ ბარი

21 სექტემბერი 2020, 14:56

მსოფლიო

New York Post: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:54

რეგიონი

ალექსადრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს, მარტვილის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში“.

სალომე სამადაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თუ მართლაც სურთ ივანიშვილის მმართველობის დასრულება. შესაბამისად მივმართავთ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას. რაც შეეხება საბილოოდ მთავრობის ფორმირებას ამას გადაწყვეტს არჩევნების შედეგების“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ნინო ბურჯანაძე

21 სექტემბერი 2020, 14:35

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას კოალიციურ მთავრობაზე „სამწუხაროს“ უწოდებს

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ მისი პარტია იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იმ ბრძოლისა, რომლითაც მოვიპოვეთ კოალიციის შესაძლებლობა. მთელი ოპოზიცია ვლაპარაკობთ, რომ რეალური გადარჩენა მრავალპარტიული კოალიცია და როცა ერთ-ერთი წამყვანი ძალის ლიდერი ლაპარაკობს ორპოლუსიანობაზე ეს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

21 სექტემბერი 2020, 14:35

COVID19

ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება

„ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ჰაიკო მაასი

21 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ევროკავშირმა ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს.

21 სექტემბერი 2020, 14:26

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო, ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.

გურამ ჭარელაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს

ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია წინასაარჩევნო მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, - ამის შესახებ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს. „ეკლესია არის ყველასი, ვინც მისი შვილია, ვინც მისი წევრია. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა, ეს არის, ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნისა. ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ ეს არის მათი კონკრეტული

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ოპოზიციიდანაც გაუშვა

„ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი. ეს არის პროგრესული მომავალი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ კურსზე, ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად „ქართული ოცნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიგა ბოკერია

21 სექტემბერი 2020, 14:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას“, - აცხადებს ბოკერია.

21 სექტემბერი 2020, 14:15

რეგიონი

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:15

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში...

21 სექტემბერი 2020, 14:11

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელი

21 სექტემბერი 2020, 14:09

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ბილ გეითსი

21 სექტემბერი 2020, 14:09

COVID19

ბილ გეითსი პანდემიის დასრულებას 2022 წელს პროგნოზირებს

Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდება. მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად ტარდება.