Imedi /  27 თებერვალი 2020, 23:51 / სანდო წყარო

რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები წვერ-ულვაშიან კაცებს კორონავირუსის ეპიდემიისას

ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოების ფონზე სამედიცინო ნიღბებსა და რესპირატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ მეთოდს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ, რათა ინფექციის მასშტაბის ზრდის პროცესი შეფერხდეს.

თუმცა ნიღბებისა და რესპირატორების დამცავი ფუნქციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი წვერ-ულვაშს ასახელებს. დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ინფოგრაფიკა წვერ-ულვაშის რამდენიმე ათეულ სტილს ასახავს. მათი უმრავლესობა ნიღბებსა და რესპირატორებთან შეუთავსებელია.

აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ტიპის წვერმა, ულვაშმა ან ორივემ ერთად, შესაძლოა, ექსჰალაციის სარქვლის ნორმალური მუშაობა შეაფერხოს. მაგალითად, ისეთი სტილი, როგორიც არის ბაკენბარდები და ულვაშის რამდენიმე ნაირსახეობა, დასაშვებია, მაგრამ ბლანჟესა და მთლიან სახეზე მოშვებული წვერის ტარება რეკომენდებული არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფოგრაფიკის მიხედვით, ცხენის ნალის მოყვანილობის ან გვერდებში აწკეპილი ულვაშების ტარება შესაძლებელია, თუმცა სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია. ამ ყველაფრის მთავარი აზრი ის არის, რომ წვერ-ულვაში რესპირატორის ან სამედიცინო ნიღბით დაფარულ სახის მონაკვეთს არ უნდა სცილდებოდეს.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის ზურაბ ჯინჯოლავა იბრძოლებს, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში - გოჩა ბახია. დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის აღორძინება, იაფი მედიკამენტები და საბანკო მევახშეობის აკრძალვაა.

26 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 169 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,143,571-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,225-ს აღწევს.

მუსტაფა ადიბი

26 სექტემბერი 2020, 13:28

მსოფლიო

ლიბანის პრემიერ-მინისტრი 26-დღიანი მუშაობის შემდეგ გადადგა

ლიბანი კვლავ პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩა - მუსტაფა ადიბი, რომელმაც მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება 31 აგვისტოს დაიწყო, მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს.

ტოჩინოშინი

26 სექტემბერი 2020, 13:20

სპორტი

ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის სძლია

აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის დიდი უპირატესობით სძლია. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი ბალანსის გამო ლევან გორგოძე შემდეგ ბაშოზე წოდებაში დაქვეითდება. შემოდგომის სუპერტურნირის დასრულებამდე 1 დღე რჩება, ხოლო ტოჩინოშინის ბალანსი 6-8-ზეა.

მენი პაკიაო კონორ მაკგრეგორი

26 სექტემბერი 2020, 13:13

სპორტი

კონორ მაკგრეგორმა მენი პაკიაოსთან კრივის წესებით ბრძოლა დააანონსა

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს წინააღმდეგ ბრძოლას გამართავს.

26 სექტემბერი 2020, 13:09

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

22-24 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

26 სექტემბერი 2020, 13:04

საზოგადოება

სახანძრო-სამაშველო ძალებმა ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი, ევროპული სტანდარტის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე შეიძინა. „ივეკო მაგირუსის” ფირმის ავტოკიბე 64 მეტრის სიგრძეზე იშლება და ის მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას მაღალსართულიანი შენობების ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.

26 სექტემბერი 2020, 12:58

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ ქუჩის კალათბურთის ტურნირში გიორგი ხოჯევანიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მიიღეს მონაწილეობა

,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გორის ცენტრალურ მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მიიღო. ტურნირს ,,ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მე-13 ნომერი, ვიქტორ სანიკიძეც შეუერთდა. სანიკიძის თქმით, მის სამომავლო სამუშაო გეგმებში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, მომავალი სპორტსმენების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია შედის.

26 სექტემბერი 2020, 12:45

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ.

26 სექტემბერი 2020, 12:45

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

ბათუმი

26 სექტემბერი 2020, 12:40

COVID19

აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკისა და მომატებული საფრთხის გამო აჭარის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. დღედან აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ბათუმში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილითაა შესაძლები. გუშინ გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რეგიონში კვების ობიექტები შეზღუდული დროით მუშაობენ.

სტეფან ფიერი

26 სექტემბერი 2020, 12:40

COVID19

სტეფან ფიერი: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას

ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით, - საქართველოს პოსტ-კოვიდურ საინვესტიციო პოტენციალზე Georgia Today აქვეყნებს ინტერვიუს ბრიტანელ ანტერპრენერ, სტეფან ფიერთან, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესის 50-წლიანი გამოცდილება აქვს.

26 სექტემბერი 2020, 12:28

საზოგადოება

27 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ და მიკედლებულ ცხოველს (ძაღლი, კატა) უფასოდ აცრიან

26 სექტემბერი 2020, 12:12

COVID19

კახეთში, კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა

imedinews- ის ინფორმაციით, გუშინ კახეთის მასშტაბით აღებული ნიმუშებიდან კორონავირუსი ორ მოქალაქს დაუდასტურდა. ლაბორატორიული პასუხები ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. დაინფიცირებულები ყვარლიდან არიან. წყარო ცნობილია და არსებულ კლასტერს ეკუთვნის. თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში მათი ტრანსპორტირება ცოტა ხანში იგეგმება. ადგილზე იმყოფება ეპიდემიოლოგთა ჯგუფი.

26 სექტემბერი 2020, 12:07

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსი 1 700-მდე ადამიანს დაუდგინდა და 73 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 665 შემთხვევა გამოვლინდა, 73 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 1 318 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 311 455 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 7 858 ადამიანი, 273 7282-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

26 სექტემბერი 2020, 12:05

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50,000-ს მიუახლოვდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50,000-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 429 ადამიანს დაუდასტურდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 49,072 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 948 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,576.

26 სექტემბერი 2020, 11:49

ეკონომიკა

POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) მომავალში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს

კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თითქმის 11 წელია თანამშრომლობს. 6 წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ, კომპანია მალე ახალი გზის რეკონსტრუქციაზე დაიწყებს მუშაობას და ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის პროექტს აიღებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

26 სექტემბერი 2020, 11:46

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 56 პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტი მიიღეს. ისინი ქუთაისიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

26 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,833 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 195,504 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 76 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,903-მდე გაიზარდა, ჯამში 86,873 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ნონა ეფაძე

26 სექტემბერი 2020, 11:41

COVID19

აჭარაში ახალი ინფიცირებულების უმრავლესობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 166-ით გაიზარდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, უმრავლესობა უკვე დადასტურული შემთხვევების კონტაქტებია.