imedi /  28 თებერვალი 2020, 12:44 / სანდო წყარო

ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელი: აშშ მოწადინებულია, რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს უფლებას, თავისუფალი იყოს რუსეთის კიბერთავდასხმებისგან, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა, ჰარი კამიანმა.

„აშშ მოწადინებულია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეინარჩუნოს რეგიონში რუსული მავნე გავლენის ფონზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ჰარი კამიანმა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ საქართველომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევების თითქმის 12-წლიანი პერიოდი გადაიტანა და რუსეთი ცდილობს, შელახოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

„ფაქტია, რომ რუსეთი განაგრძობს ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი დემოკრატიის გაძლიერებას და ევროპასთან ინტეგრაციას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებების დარღვევის გამო“, - განაცხადა ჰარი კამიანმა.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ამ ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 14:17

პოლიტიკა

გიორგი გახარიას უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე.

გიორგი კაკაურიძე

25 სექტემბერი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ის ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეფინანსირებასა და ვალუტის მიწოდებას ერთმანეთს უკავშირებენ, არასწორ განცხადებებს აკეთებენ

როდესაც პანდემია გავრცელდა და შოკი მიიღო მთელმა მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ, (საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შოკი, ვინაიდან დაახლოებით ეკონომიკის 10-პროცენტს შეადგენდა), რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ ეს ლარის კურსზე ზეწოლას გამოიწვევდა, თუმცა ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიზიდეთ საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1, 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც „ეროვნულ ბანკს“ საშუალებას აძლევს ბაზარს ვალუტა საჭიროების მოცულობით მიაწოდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 14:09

სამართალი

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

სოლომონ ფუტკარაძე

25 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და როგორც თავად აცხადებს, ბინაზე მკურნალობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ანთაძე

25 სექტემბერი 2020, 13:45

საზოგადოება

ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება

როგორც თავად განგვიცხადა, ამ ეტაპზე, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 13:38

საზოგადოება

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გერმანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე გაემგზავრნენ. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, სამართლის ფაკულტეტისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ლედი ახალაია, ხატია რუხაძე და თამუნა ჯაყელი ბერლინში, სამი თვის განმავლობაში ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში გადამზადდებიან.

25 სექტემბერი 2020, 13:30

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. მან უკვე დატოვა ერგნეთის საგუშაგო, ის ერგნეთის საპოლიციო განყოფილობაში იმყოფება და ამის შემდეგ, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

25 სექტემბერი 2020, 13:18

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი სკოლა შენდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის კანთის უბანში, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნო.

25 სექტემბერი 2020, 13:11

რეგიონი

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნაკვალევზე ჯიპტური მოეწყო

საქართველოში მოქმედმა ისრაელის ექსტრემალურმა ტურისტულმა კომპანიამ AclassA Travelers-მა, პანდემიის პირობებში ყველა წესის გათვალისწინებით, ონსა და ლაილაშში ისრაელელებისთვის ჯიპტური მოაწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ისრაელის სახლი“ ავრცელებს.

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 13:10

ეკონომიკა

რომან კაკულია: ლარის გამყარებაში მონაწილე ყველა ძირითადი კომპონენტი, COVID-19-ის გამო, ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშაა

„ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რაც როგორც წესი მონაწილეობს ხოლმე ლარის გამყარებაში, ვგულისხმობ ეკონომიკის იმ მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში დოლარი შემოაქვს, არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის გამო და ამაში მთავრობის წვლილი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

რომან კაკულია

25 სექტემბერი 2020, 13:07

პოლიტიკა

რომან კაკულია ხაზარაძეზე: მათი გეგმა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩულს ჰგავს

„დღეს დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს გაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის პრობლემა დიდი ხანია აღარ არის იმის გაგება თუ რა არის გასაკეთებელი, პრობლემაა - როგორ და რა რესურსებით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სამივე შეკითხვას ერთობლიობაში არ წარმოადგენს, საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ალბათ ნაკლები აქვს ცოდნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

25 სექტემბერი 2020, 13:07

საზოგადოება

თბილისში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

გიორგი გახარია: კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობერტ ობრაიანი

25 სექტემბერი 2020, 12:57

პოლიტიკა

ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას - აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი გიორგი გახარიასთან საუბარს ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი: ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას. ვაგრძელებთ აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობის გაფართოებას, - ასე ეხმაურება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, რობერტ ო ბრაიანი „ტვიტერში“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს.

25 სექტემბერი 2020, 12:48

პოლიტიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო აკვაკულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე მუშაობს

„აკვაკულტურის კანონის მიღების შემდეგ, დაწყებულია კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა. მუშაობის პროცესში ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა ის უწყება, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება სფეროს რეგულაცია“.

კელი დეგნანი

25 სექტემბერი 2020, 12:46

საზოგადოება

კელი დეგნანი ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებაზე: IPRM-ის შეხვედრები არის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანი გათავისუფლდა

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს. IPRM-ის შეხვედრები არის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანი გათავისუფლდა და სხვადასხვა საკითხი მოგვარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე ეს მექანიზმი გააქტიურდეს“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

კარლ ჰარცელი

25 სექტემბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა ძალიან კარგი საწყისი მომენტი იყო

ევროკავშირის ელჩი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და საწყის ეტაპზე, ჯერ საარჩევნო კოდესში შეტანილ ცვლილებებსა და შემდეგ ეთიკის კოდექზე ხელმოწერას დადებით მოვლენად მიიჩნევს. „ძალიან ყურადღებით ვარკვირდებით იმ მოვლენებს, რაც ხდება საარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და მხედველობაში ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც მოდის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ოპოზიციის მხრიდან; ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრობლოთ. ძალიან კარგი საწყისი მომენტი იყო, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა და ყველა პარტიამ ხელი მოაწერა ეთიკის კოდექსს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს არჩევნები“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კარლ ჰარცელმა.

25 სექტემბერი 2020, 12:36

COVID19

სამეგრელოში 19 ახალი კოვიდინფიცირებულიდან 3 ზუგდიდის მერიის თანამშრომელია

როგორც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდინფიცირებულებიდან 16 ზუგდიდის კლასტერის კონტაქტია, ხოლო სამი უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.

კელი დეგნანი

25 სექტემბერი 2020, 12:35

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებასა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, ეს ის მოქმედებაა, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს. კარგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს, შესაბამისად, უზრუნველყოფენ ამ პროცესის შესაბამის ანალიზს, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. „ჩვენ, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ამ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ ჩაატარა გამოძიება და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ შემთხვევებში, რაც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ასეთი ტიპის მოქმედებისგან და ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვთხოვ, რომ გააკეთონ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი 2020, 12:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ციხეებში 24 000–25 000 ადამიანი იჯდა, დღეს 9 000-მდე პატიმარი ზის

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.