imedi /  19 მაისი 2017, 19:12 / სანდო წყარო

ვინ გახდება ირანის პრეზიდენტი?

თეირანი
ირანი

თეირანი
ირანი

დღეს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის: მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი-ტაბა და კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აგა-მირსალიმი. თუკი ამ ოთხიდან რომელიმე პირველ ტურში 50%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებს, ერთ კვირაში ორი გამარჯვებული კანდიდატი, ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

ბოლო ინფორმაციით, ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმის მიცემის დრო ორი საათით გაახანგრძლივა. უწყება მანამდეც აცხადებდა, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში ხმის მიცემის ვადას გაზრდიდა.

ოთხივე კანდიდატი საარჩევნო უბანზე დღის პირველ ნახევარში მივიდა და ხმა მისცა. არჩევანი გააკეთა ასევე ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმაც.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გახსნილია დაახლოებით 63 ათასი საარჩევნო უბანი, არჩევნები მსოფლიოს 102 ქვეყანაში ტარდება, აქედან აზიის 41 ქვეყანაში, ევროპის 26 ქვეყანაში, ამერიკის კონტინენტზე 12 ქვეყანაში, და აფრიკის 22 ქვეყანაში.  ხმის მიცემის უფლება აქვს დაახლოებით 56 მილიონ ადამიანს.

საპრეზიდენტოსთან ერთად ირანში ქალაქის საბჭოს და წინასაპარლამენტო არჩევნებიც ტარდება.

განსაკუთრებული არჩევნები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არჩევნები რეგიონისთვის საკვანძო მოვლენაა. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თავად ირანელებიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ავტორიტარულად ითვლება, არჩევნები იქ ფორმალობა არ არის და მისი შედეგების წინასწარ პროგნოზიება არც ისე იოლია. ამას მოწმობს წლევანდელი საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც, ექსპერტების თქმით, მოულოდნელობებით იყო სავსე.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ნაბიჯი გახლდათ. ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის სურვილის საწინააღმდეგოდ, მან არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ექსპერტების თქმით, ის რეალურად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს, რადგან რიგით, პროვინციაში მცხოვრებ ირანელებში, დღემდე პოპულარულია. თუმცა საბოლოოდ ჰამენეიმ მას კანდიდატურის მოხსნა, ფაქტობრივად უბრძანა.

შავ-თეთრი კანდიდატები    

ირანელები ამბობენ, რომ ეს არჩევნები შავ-თეთრია. არსებული კანდიდატებიდან გამსვლელი მხოლოდ ორია. მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, რომელიც მუდმივად თეთრ თავსაბურავს ატარებს, და იბრაჰიმ რაისი, რომლის თავსაბურავის ფერიც ყოველთვის შავია.

ფერები ირანის არჩევნებში მხოლოდ თავსაბურავებს არ ეხება, არამედ კანდიდატების იმიჯსაც. ჰასან როუჰანი პროგრესისტების ფრთას წარმოადგენს, რაისი კი რეაქციული ძალების კანდიდატია.

ირანის უმაღლესი ლიდერის ფავორიტად იბრაჰიმ რაისი ითვლება. თუმცა ექსპერტების თქმით, ჰამენეის ყოველთვის შეუძლია აზრის შეცვალა, თუ ხედავს, რომ ხალხი მის კანდიდატს არ მიყვება.

ჰასან როუჰანი

68 წლის იურისტი და დიპლომატი ჰასან როუჰანი ირანის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა. ახლა მას პრეზიდენტობის პირველი ვადა ეწურება.

2017 წლამდე ირანის ისტორიაში ხელისუფლებაში ერთი ვადით მხოლოდ ორი პრეზიდენტი იყო: აბოლჰასან ბანისადრი და მოჰამედ ალი რაჯაი. ორივე ირანს 1980-იანი წლების დასაწყისში მართავდა და ორივემ თანამდებობა თავისი სურვილის წინააღმდეგ დატოვა - ერთი უცხოეთში გაიქცა, მეორე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მას შემდეგ, პოლიტიკოსისთვის, მეორე ვადით არჩევნებში დამარცხება, ცუდ ტონად ითვლება.

ირანში, ლიბერალები, ამ სიტყვის დასავლური გაგებით, არ არსებობენ, თუმცა პროგრესისტი კონსერვატორები მრავლად არიან. მათ შორისაა ჰასან როუჰანი. ის აქცენტს აკეთებს ეკონომიკის განვითარებაზე, და არამხოლოდ ნავთობის მიმართულებით. მისი მმართველობის დროს ირანის წარმოების პოზიციები უცხოურ ბაზრებზე მკვეთრად გაძლიერდა. 2016 წელს ირანის ექსპორტმა, ნავთობის პროდუქციის მიღმა, იმპორტის მაჩვენებლებს გადააჭარბა.

როუჰანის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად დასავლეთან მიღწეული ბირთვული გარიგება ითვლება, და არამხოლოდ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის ფაქტი, არამედ ირანის მხრიდან საერთაშორისო იზოლაციის დაძლევა, რაც დიდწილად ამ შეთანხმების დამსახურებაცაა. მართალია ირანული სანქციების ნაწილი ისევ მოქმედებს, და დასავლურ კომპანიებს ახალი შეზღუდვების ისე ეშინიათ, რომ ირანულ ბაზრზე შესვლას დიდი სიფრთხილით უყურებენ, თუმცა როუჰანიმ საერთო ანტიირანული ფრონტი მაინც დაშალა, რომელიც მისი წინამორბედის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის აგრესიულმა პოლიტიკამ და რიტორიკამ განამტკიცა.

როუჰანის მხარს უჭერს ირანის ლიბერალური საზოგადოება. ისინი დედაქალაქის და ზოგადად ქალაქების მცხოვრებლები არიან. საშუალო კლასის ნაწილი, პრორეფორმისტული ძალები და ინტელექტუალები აცნობიერებენ, რომ როუჰანმა ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი აარიდა, ის ვერ მოახდენდა სასწაულს და დაბალი სტარტის გამო სოციალურ სიტუაციას თვალშისაცემად ვერ გააუმჯობესებდა. ეს არგუმენტები რიგით ირანელებს ნაკლებად ესმით. ირანის ელექტორატის დიდი ნაწილი ღარიბია. ისინი პროვინციებში ცხოვრობენ და უკეთესობისკენ ცვლილებას სწრაფად და გადაუდებლად ითხოვენ. ირანის პროვინციებში მცხოვრებლების დიდი ნაწილი ტრადიციულად კონსერვატორების ელექტორატია.   

როუჰანი რეგიონებში აქტიურ კამპანიას ატარებდა, მაგრამ შეძლო თუ არა მან სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა, უცნობია. ექსპერტები მას საარჩევნო სტრატეგიასაც უწუნებდნენ: ის თავს იმართლებდა მოსახლეობასთან იმისთვის, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო, მაშინ როდესაც მისმა ოპონენტებმა სტრატეგიად თავდასხმა, კრიტიკა და დაპირებების გაცემა აირჩიეს, რომელთა შესრულება, ასევე ძალიან საეჭვოა.

იბრაჰიმ რაისი

ერთ-ერთი ვერსიით, რაისის საარჩევნო რბოლაში ჩართვა იმასაც უკავშირდება, რომ აიათოლა ჰამენეი თავის ფავორიტს მემკვიდრედ, უმაღლესი ლიდერის პოზიციისთვის ამზადებს (ჰამენეიც ამ პოსტზე პრეზიდენტობიდან მივიდა). რაისის გამოჩენა როუჰანისთვის ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზი იყო.     

56 წლის ღვთისმეტყველი ფონდ “ქუდს რაზავის” ხელმძღვანელია. როუჰანისგან განსხვავებით, მას ირანელი ძალოვნები უჭერენ მხარს; ზურგს უმაგრებს რელიგიური ფონდების ფინანსები; წარმოშობით კი სეიდია, წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალი, როუჰანი კი არა.   

ის ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო, ასევე მონაწილეობდა “სიკვდილის კომისიის” მუშობაში, რომელმაც 1980-იანი წლების ბოლოს ათასობით პოლიტპატიმარს სიკვდილი მიუსაჯა. მას მხარს უჭერს გუშაგთა კორპუსის გენერლების, ასევე სასულიერო პირების კონსერვატიული ნაწილი, რომელიც მორალური ფასეულობების სადარაჯოზეა.

რაისი აცხადებს, რომ ისლამური ტანსაცმლის ტარებაზე კონტროლს გაამკაცრებს. მისი ამომრჩეველი კონსერვატიული ირანული სოფელია. რაისი მათ არამხოლოდ ეთიკას არამედ ფულსაც ჰპირდება. ის ამბობს, რომ სამჯერ გაზრდის კომპენსაციებს უმუშევრებისა და უმწეოებისთვის.

ვინ გახდება ირანის პრეზიდენტი?

ექსპერტების აზრით, არჩევანი როუჰანის და რაისის შორის არსებითი იმ დაჯგუფებებისთვის არის, რომლებსაც ეს ლიდერები წარმოადგენენ. პრეზიდენტობის პრეტენდენტებს არჩევს უმაღლეს ლიდერს დაქვემდებარებული დამკვირვებელთა საბჭო, შესაბამისად, ირანელ ხალხს არჩევნებში ადამიანთა შეზღუდულ წრეს სთავაზობენ. ორივე კანდიდატი კონსერვატიული ფრთის სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენელია. როუჰანი უფრო ლიბერალური იქნება, რაისი - ნაკლებად, მაგრამ ამით ქვეყნის მართვა რადიკალურად არ შეიცვლება; არცერთის გაიმარჯვება ირანის საშინაო ან საგარეო კურსს, არსებითად არ შეცვლის.  

ყველა სიახლე

გიორგი აბაშიშვილი

24 მაისი 2026, 22:58

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან

საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთი მხრივ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

აჰმად შაჰიდოვი

24 მაისი 2026, 22:58

პოლიტიკა

აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი აჰმად შაჰიდოვი: საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში საკვანძო სახელმწიფოები არიან. საქართველოს გარეშე, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ეს სისტემა ვერ იმუშავებს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო, სარკინიგზო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს შუა დერეფნის როლს და სამხრეთ კავკასიას გლობალური დაკავშირებადობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს - ქართველი ანალიტიკოსებთან ერთად ამაზე ღიად საუბრობენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.

კონსტანტინე გამსახურდია

24 მაისი 2026, 22:25

პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება, ხდება მუდმივი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად. გადაიდგა ნაბიჯები ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილი

24 მაისი 2026, 22:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს, იყოს დასაყრდენი სანდო პარტნიორი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდა

მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისის ნავთობმილსადენთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას.

ზაზა შათირიშვილი

24 მაისი 2026, 22:15

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება

ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმის რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ სუვერენიტეტისთვის საქართველოს ბრძოლაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა - ლევილის მამული, ადგილი, რომელიც მძაფრად ინახავს ემიგრანტების ტკივილს, სამშობლოს მონატრებასა და სიყვარულს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ლევილში, სამშობლოდან შორს, დევნილობაში, ქართველებმა შექმნეს „მიკრო საქართველო“ და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება შეძლეს. ლევილის ქართველთა მამული და შატო წლის ბოლოს ზუსტად იმ იერსახეს დაიბრუნებს, რომელსაც იმსახურებს ისტორიული ღირებულების გამო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული კომპლექსი, განახლდა სასახლე და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ინფრასტრუქტურა.

სოზარ სუბარი

24 მაისი 2026, 21:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია

რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:40

მსოფლიო

ერთი სარტყელი და ერთი გზა - ბაქოსა და პეკინში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ფონზე საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს აძლიერებს და იმ ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას აკავშირებდა როგორც რეგიონული სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის ცენტრალური რგოლი.

ალექსანდრე დარახველიძე

24 მაისი 2026, 21:22

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენაზე: არაერთი ევროპული ქვეყანა მსგავს ქმედებას უმკაცრესად, სისხლის სამართლის წესით სჯის, მათ შორის 2 და 3 წლამდე პატიმრობაც კი არის გათვალისწინებული - საქართველოში ეს არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული საკითხი

როდესაც ადამიანი თავის მოსაზრებას და აზრს აფიქსირებს, იგი არის პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვებზე. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას მოქალაქის ღირსება, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, აკრძალული ქმედება ძალიან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სიძულვილის ენასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 21:18

პოლიტიკა

საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 26 მაისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თაობები იცვლებიან, მაგრამ ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. დამოუკიდებლობის მოპოვება რთული ისტორიული პროცესია, თუმცა მისი შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.

24 მაისი 2026, 21:08

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი აღლუმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„ნაცმოძრაობის“ დახასიათება ყველაზე მარტივი და ყველაზე მძიმეა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც რეჟიმს აღწერს. 15 წელი გადის ქართველი ხალხის საჩვენებელი დასჯიდან.

ნინო წილოსანი

24 მაისი 2026, 21:05

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საზოგადოება ხედავდა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვივარდებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. ჩვენ შემდგომში დეტალურად ვიკვლევდით და ვააშკარავებდით, რომ ეს არ იყო ვიღაც გულანთებული მოქალაქე, ეს იყო კარგად დაფინანსებული ან „ენჯეო“, ან პოლიტიკური აქტივისტი

ეს იყვნენ გვარამიას მეთაურობით აგრესიულად დამუხტული „ტვ პირველის“ თუ „ფორმულას“ ჟურნალისტები და მათ გვერდზე რა თქმა უნდა ის „ენჯეო“ სექტორი, რომელიც ერთ დროს გვეუბნებოდა, რომ ადამიანის უფლებებს იცავდნენ, იცავდნენ ქალების და ბავშვების უფლებებს. უცებ მათ ჩამოიხსნეს ნიღბები და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები, ადამიანის უფლებებზე პირველი თავდამსხმელები აღმოჩნდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური მიზნებით გაჯერებული აგრესია - დაფიქრდი, სანამ შეურაცხყოფ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რეგულაცია, რომელიც „კლავიატურის ლომებს“ შეახსენებს, რომ კატისებრთა ოჯახს წარმოადგენენ - სოციალური ქსელები, რომელიც ერთ დროს თავისუფალი აზრისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ზიზღის, აგრესიისა და მიზანმიმართული შეურაცხყოფის პლატფორმად იქცა.

გურამ მაჭარაშვილი

24 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა - იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპული საზოგადოების უმრავლესობა დაიბრუნებს ღირებულებებს

ევრობიუროკრატიამ იმ ღირებულებებზე თქვა უარი, რისთვისაც ჩვენ გვინდოდა და გვინდა ევროკავშირის ნაწილად ყოფნა. მე შეგნებულად არ ვამბობ, რომ ევროპამ თქვა უარი ღირებულებებზე, რადგან მისი სახე ნამდვილად არაა მხოლოდ ევროკავშირი და ევრობიუროკრატია", - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დანიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

დავით ქართველიშვილი

24 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი.

24 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, სუბიექტური მიზნებით დივიდენდების მისაღებად დაგეგმილი პიარსვლები თუ პირადი ამბიციები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია და ეს ზღვარი, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

დანიის მოვლენები, ირაკლი კობახიძის ღია წერილი და ევროპის ორმაგი სახე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროპული ღირებულებების გამოცდა ევროკავშირმა რომ ვერ ჩააბარა, ეს ყველაზე უკეთ თავად რიგითი ევროპელების დამოკიდებულებაში და საკუთარი ხელისუფლებების მიმართ ნეგატიურ შეფასებებში ჩანს. სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საქართველო არ ერევა, მაგრამ ძალადობის დაგმობას საზღვრები არ სჭირდება, ისევე როგორც იმის აღიარებას, რომ ევრობიუროკრატიამ ევროპული ფასეულობები მიწასთან გაასწორა.

ლაშა დოლიძე

24 მაისი 2026, 18:34

საზოგადოება

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

24 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ლაშა ბერულავა

24 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“