IMEDI /  07 აპრილი 2020, 21:14 / სანდო წყარო

იტალიაში ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა

იტალიელმა პოლიციელებმა ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა. ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტედ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 18:26

ეკონომიკა

თიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად

​​​​​​​თიბისისა და ვიზას ინიციატივით, ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამა „შექმენი შენი ონლაინ მაღაზია გრძელდება“. ამჯერად, ინიციატივა გამიზნულია სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი პლატფორმა kovzy.com-თან კოლაბორაციით, კვების ობიექტებს სთავაზობს საკუთარი ონლაინ გაყიდვების არხი შექმნან, საიდანაც ეფექტურად მართავენ საკუთარ პროდუქციას და მარტივად მიწვდებიან მომხმარებლებს.

ლევან რატიანი

13 აპრილი 2021, 18:26

COVID19

როდის აიცრება ლევან რატიანი

„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა - 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

13 აპრილი 2021, 18:19

მსოფლიო

ბლინკენი: დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი კობახიძე და ჯიმ რიში

13 აპრილი 2021, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება

დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

თამთა მეგრელიშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

თამთა მეგრელიშვილი: ჩინური ვაქცინით აცრა 40 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა

საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. სიტუაცია საგანგაშოა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი წერს. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ხალხი დამატებით შეზღუდვებს ვერ გაუძლებს, ჩვეული ცხოვრებისკენ დაბრუნების წინაპირობად კი რეგულაციების დაცვასა და მოსახლეობის ვაქცინაციას მიიჩნევს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2021, 18:10

მსოფლიო

16 აპრილს ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნამახვანი

13 აპრილი 2021, 18:01

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისთან გზის გადაკეტვას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-ს ოფისისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები გუმათჰესიდან დაიძრნენ და კომპანიის ოფისთან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავენ.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 18:01

COVID19

პაატა იმნაძე: სერბეთის შემთხვევაში, ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - სხვა ვაქცინებს

საინტერესოა სერბეთის გამოცდილება. ამ ქვეყანას ყველა ვაქცინა აქვს: „ფაიზერიც“, „ასტრაზენეკაც“, რუსული ვაქცინაც და ჩინური „სინოფარმიც“. ჩინურ ვაქცინას 3-4-ჯერ ნაკლები გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე - დანარჩენ სამს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

13 აპრილი 2021, 17:51

COVID19

ტყიბულში, ქელეხში 10-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

„ეს მაჩვენებელი ნამდვილად საგანგაშოა. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოგვიჩნდა კლასტერები. ეს კლასტერები დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებასთან, ქელეხთან. საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ ვერ შევალთ ყველა ოჯახში და იქ ვერ გავაკონტროლებთ სიტუაციას“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

13 აპრილი 2021, 17:48

სამართალი

შრომის ინსპექციამ კოსტავას N25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა

შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად თბილისში, კოსტავას N25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს „ოცნება-2“ დალუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ პირველ აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 17:45

COVID19

პაატა იმნაძე: ევროპის არცერთ ქვეყანაში არ ცრიან ადამიანებს მხოლოდ კლინიკებში - იქ აცრები ტარდება სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებსა და სკოლებში

ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც ადამიანებს მხოლოდ კლინიკებში ვცრით, ამას არცერთი ევროპული ქვეყანა არ აკეთებს. იქ აცრები ტარდება სპორტულ დარბაზებში, ეკლესიებში, ერთ-ერთმა ქვეყანამ სკოლებში მოაწყო ამცრელი პუნქტები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

13 აპრილი 2021, 17:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკების მთავარი პრობლემაა, რომ ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ

„საერთო ჯამში მოლაპარაკებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ოპონენტებს ამ ქვეყანაში მშვიდობა არ სურთ. სურთ არეულობა, რათა დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით, ანუ არჩევნების გვერდის ავლით მიიღონ ძალაუფლება. ეს არის მთელი აზრი ამ მდგომარეობის, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს. ამიტომ ნიკა მელია ციხეში იქნებ, ციხის გარეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება, ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დეტალებია და საბაბია, რათა რაიმე მღელვარება ააგორონ. ამიტომ ამას დიდი გავლენა მათ ზრახვებზე არ ექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნინო ბურჯანაძე

13 აპრილი 2021, 17:43

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: მამაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ „ნამახვანჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ

„ნამახვანჰესი“ ისევე მტკივა მე, როგორც აქციის მონაწილეებს, დედაჩემის ბებიის და ბაბუის საფლავი ჰესის აშენების შემთხვევაში, წყლის ქვეშ აღმოჩნდება. მუდმივად ვუცხადებ მათ სოლიდარობას და სანამ ეს ახალგაზრდები, რომლებიც იქ არიან დაიბადებოდნენ, მამაჩემი მანამდე იბრძოდა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ, კომუნისტების პერიოდში და მისი ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ ეს ჰესი აქამდე არ აშენებულა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა იყო. ანზორ ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ „ნამახვანჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 17:41

COVID19

პაატა იმნაძე: კორონავირუსის პრობლემა თავიდან რომ მოვიშოროთ, ამისთვის მოსახლეობის 60% მაინც უნდა აიცრას

იმისთვის, რომ კორონავირუსის პრობლემა თავიდან მოვიშოროთ, ამას დასჭირდება მოსახლეობის დიდი ნაწილის, სულ მცირე 60%-ის აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან ასაკოვან ადამიანებში იმუნიზაციის მოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 17:40

COVID19

პაატა იმნაძე: ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან

ბევრი ჩემი კოლეგა, გამოცდილი ექიმები სწორედ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.

პაატა იმნაძე

13 აპრილი 2021, 17:39

პოლიტიკა

პაატა იმნაძე: თითქმის ყველა დიდი კლასტერი დიდ სუფრებს უკავშირდება

ტურიზმის სექტორი რომ ტურიზმისთვის ემზადება, ვინ ჩამოვა ქვეყანაში სადაც გაქანებული ეპიდემია იქნება. დღეს არსებული შეზღუდვებით რამენაირად უნდა შევანელოთ ინფიცირების ზრდის ტემპი, რომ არ მოხდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

13 აპრილი 2021, 17:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ის სამართლიანი შეთავაზებები, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დავდეთ, ძალაშია

საქართველოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით ის შეთავაზებები, რაც მმართველმა ძალამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო, დღესაც ძალაშია. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა აცნობიერებს პასუხისმგებლობას დიალოგზე. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა აცნობიერებს პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომელიც მოლაპარაკებების დროს დაიდო.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 აპრილი 2021, 17:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სახლისა და სამშობლოს დაცვა როგორც იცის სააკაშვილმა, მთელმა მსოფლიომ იხილა 2008 წელს

„მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია"-ამბობს საქართველოდან გაქცეული და საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი ავანტი რისტი სააკაშვილი! სახლისა და სამშობლოს დაცვა როგორც იცის სააკაშვილმა, მთელმა მსოფლიომ იხილა 2008 წელს, განსაკუთრებით მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი როგორ შეატოვა დაცვას, - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

გივი მიქანაძე

13 აპრილი 2021, 17:29

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საკნიდან გამოსვლის გასაღები მელიას ხელშია

„ჩვენ პატივს ვცემთ, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობას და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო სამართლიანობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით იხილავს. სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, არის მისი პრეროგატივა. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი ალბათ ის რისკები და კანონისადმი დაუმორჩილებლობაა, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ჰქონდა ადგილი. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.