imedi /  18 აპრილი 2020, 12:10 / სანდო წყარო

ჩერნობილთან ტყის ხანძრის გამო კიევი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა

კიევი ჰაერის დაბინძურება

უკრაინის დედაქალაქი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საერთაშორისო პორტალ iqair-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც ჰაერის დაბინძრებას რეალურ დროში აფიქსირებს.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრის შედეგად წამოსული კვამლი გახდა, რომელმაც კიევი სმოგით დაფარა. კიევში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 246 პუნქტს შეადგენს, მაშინ როცა ნორმა 50 პუნქტია. ამასთან, ქალაქის ჩრდილოეთით ეს მაჩვენებელი 318-მდე გაიზარდა.

ატომური ელექტროსადგურის ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

13 აპრილი 2021, 14:22

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში COVID19-ის გავრცელების რისკები მაღალია

ქვეყანაში COVID19-ის გავრცელების რისკები მაღალია, - ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2021, 14:16

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობით დასავლეთის შეშინებას ცდილობს

რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტიურობით დასავლეთის შეშინებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

13 აპრილი 2021, 14:13

საზოგადოება

წიაღის ეროვნული სააგენტო: რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება

გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წიაღის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 14:09

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.

13 აპრილი 2021, 14:01

რეგიონი

შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს

საოკუპაციო ხაზის ხუთი სოფლის მოსახლეობა თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას ადგილზე უფასოდ მიიღებს. სოფელ ნიქოზის ამბულატორიას რამდენიმე სამედიცინო კაბინეტისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურა გადაეცა.

იენს სტოლტენბერგი

13 აპრილი 2021, 13:50

მსოფლიო

ნატო: რუსეთმა უკრაინასა და მის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება და პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების გადასროლა დაუსაბუთებელი და გაუგებარი ნაბიჯია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო წილოსანი

13 აპრილი 2021, 13:40

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აგრარულ სექტორში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა.

მაია ბითაძე

13 აპრილი 2021, 13:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და საკითხის პოლიტიზებას

„ქართული ოცნების“ მმართველობისას ძალიან ბევრი რამ კეთდება, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იზრდება რეკრეაციული ზონები დედაქალაქში, თუმცა ეს საკითხი მაინც რჩება სპეკულაციის საგნად, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

გურამ დოჩანაშვილი

13 აპრილი 2021, 13:36

საზოგადოება

პარლამენტში, გურამ დოჩანაშვილს ღვაწლისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს

ამ კონტექსტში მინდა გამოხმაურების გარეშე არ ჩაიაროს იმ ფაქტმა, რაც წინა კვირაში მოხდა და ყველაზე მეტად რთულია. ეს გახლავთ ის ფაქტორი, რომ საქართველომ მიწას მიაბარა ჩვენი დროის ძალიან დიდი ჰუმანისტი, გურამ დოჩანაშვილი და მინდა ამ ამბავმა ისევ უკვალოდ არ ჩაიაროს, თუნდაც დღევანდელი პლენარული სხდომა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და დავაფასოთ ამ კაცის ძალიან დიდი ღვაწლი საქართველოსა და ქართული საზოგადოების განვითარებაში. ეს იყო ძალიან დიდი ჰუმანისტი. ყველას მინდა გთხოვოთ ამ ადმიანის დიდი ღვაწლი ტაშით დავაფასოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯაბა ფუტკარაძე

13 აპრილი 2021, 13:28

რეგიონი

აჭარის ეკონომიკის მინისტრი: ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა

ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განმარტება აჭარის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

სერგეი რიაბკოვი

13 აპრილი 2021, 13:25

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა.

ნიკოლოზ სამხარაძე

13 აპრილი 2021, 13:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული.

ლადო კახაძე

13 აპრილი 2021, 13:14

COVID19

ლადო კახაძე: მთელი დედამიწა ჯერ კიდევ საავადმყოფოში წევს

მტერი ჰყავს დედამიწას დაუძინებელი, ეს არის კორონავირუსი და წელიწად-ნახევარი გავიდა ადამიანების მეოხებით ეს ვირუსი წარმატებას აღწევს. ვინ იცის ეს ვირუსი კიდევ რამდენი შტამით სახეცვლილებას მოახდენს ეს ვირუსი და ჩვენვე გადაგვაქვს. ჯერადი მატება გვაქვს, 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% უკვე კრიტიკული ზღვარია, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არავის არ მოგვწონს. ხედავთ დარბაზში შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი კაცი უნდა წასულიყო, კოვიდი დაემართა, მასაც ვიღაცამ გადასდო, უყურადღებობამ გადასდო“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

13 აპრილი 2021, 13:04

სამართალი

„თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 14 აპრილიდან „თელასი“-ს მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 13:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და მარტში ექსპორტის 31%-იანი ზრდა ამას ადასტურებს

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31 პროცენტით, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

13 აპრილი 2021, 12:59

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრის

აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრის. უმაღლესი საბჭოს თავმჯომარე ამბობს, რომ უმრავლესობას საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

13 აპრილი 2021, 12:54

COVID19

ევროპის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ევროპის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ორგანოების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 12:41

სპორტი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალისტი გაირკვევა. საფრანგეთის დედაქალაქში ტურნირის შარშანდელი ფინალისტების, პსჟ-სა და „ბაიერნის“ შეხვედრა შედგება, „ჩელსი“ და „პორტუ“ კი საპასუხო თამაშს ნეიტრალურ მოედანზე „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გამართავენ.

13 აპრილი 2021, 12:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

14 აპრილის დილამდე საქართველოში გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

13 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა ციხეში არ მოხვედრილიყო, ახლა კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის

„მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.