imedi /  24 მაისი 2017, 15:04 / სანდო წყარო

ფილიპინებზე ტერორისტებმა კათოლიკე მღვდელი და მრევლი მძევლად აიყვანეს

„ისლამურ სახლემწიფოსთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა, ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე, ქალაქ მარავიში კათოლიკე მღვდელი და 10 მოქალაქე მძევლად აიყვანეს. The Independent-ს ცნობით, ისლამისტები მათთან მებრძოლი სამთავრობო ძალების უკან დახევას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრებიან.

22 მაისს ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტერორისტების მასშტაბური შეტევის გამო მინდანაოს პროვინციაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ამის გამო რუსეთში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. „თუკი საჭირო იქნება, სამხედრო მდგომარეობა ერთ წელს გაგრძელდება. სახლში ვბრუნდები და ამ პრობლემას მოვაგვარებ“, - განაცხადა დუტერტემ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

ფილიპინების სამხრეთ კუნძულებზე რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანია „აბუ საიაფი“, რომელიც ბინ ლადენმა შექმნა. ეს ორგანიზაცია ცნობილია გამოძალვით, ხალხის გატაცებით, აფეთქებებით და მკვლელობებით. ცოტა ხნის წინ „აბუ საიაფი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო. 

ყველა სიახლე

თამარ ტალიაშვილი

02 აგვისტო 2021, 22:07

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.

02 აგვისტო 2021, 21:46

COVID19

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება

გერმანიაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია სექტემბერში დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

02 აგვისტო 2021, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი

02 აგვისტო 2021, 21:42

პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

02 აგვისტო 2021, 21:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: დღეს თბილისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - საზოგადოების წინაშე წარსდგებიან ადამიანები, რომელთაც თითოელი თბილისელის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ექნებათ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის ათივე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კახა კალაძე

02 აგვისტო 2021, 21:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი

ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მათი პარტიის კანდიდატებს მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპატიო მისია ექნებათ შესასრულებელი.

02 აგვისტო 2021, 21:15

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა. მისი თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო წილოსანი

02 აგვისტო 2021, 21:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი IRI-ის კვლევაზე: ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა

რამდენადაც უნდა ვენდობოდეთ IRI-ის, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ჩვენი პარტნიორია, იმდენად არ ვენდობით იმ ორგანიზაცია, რომელიც მათი დაკვეთით საველე სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ნამდვილად არ იმსახურებს ნდობას ციფრები, რომელიც გამოქვეყნდა.

IRI

02 აგვისტო 2021, 20:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI-ის კვლევაზე: არ ვიცნობ კვლევის მეთოდოლოგიას, გამოკითხვის შედეგები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს.

02 აგვისტო 2021, 20:56

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია

„ქართული ოცნება“ IRI-ის პოლიტიკური რეიტინგის სათავეშია, თუმცა მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს მონაცემები მათ შიდაპარტიულ კვლევასთან შედარებით საკმაოდ დიდ ცდომილებას აჩვენებს, რაც უნდობლობას ამყარებს. ორგანიზაცია პერსონათა რეიტინგსაც აქვეყნებს, კვლევა ეხება პანდემიასა და ასევე მედიაგარემოს. ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ ყველაზე სანდო მაუწყებელია.

02 აგვისტო 2021, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

აშშ-მა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს 24 დიპლომატს 3 სექტემბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

02 აგვისტო 2021, 20:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

ყვითელი ლენტი

02 აგვისტო 2021, 20:29

რეგიონი

ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შემთხვევა სოფელ ჭოღაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ოჩხომურის ხიდიდან გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

02 აგვისტო 2021, 20:27

მსოფლიო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

აშშ-მა ხორვატიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

02 აგვისტო 2021, 20:06

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 35 007 771 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 613 231 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 აგვისტო 2021, 20:05

პოლიტიკა

პარლამენტში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის პლატფორმა შეიქმნება

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება. პარტიათაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

02 აგვისტო 2021, 19:58

პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

დღევანდელი 2 აგვისტოს პლენარული სხდომით დასრულდა 28 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.

02 აგვისტო 2021, 19:55

პოლიტიკა

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ“, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

02 აგვისტო 2021, 19:52

საზოგადოება

მტკვარში, გალაკტიონის ხიდთან, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

02 აგვისტო 2021, 19:48

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლებათ. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.