06 მაისი 2020, 10:07 / სანდო წყარო

11 მაისიდან თურქეთში ყველა მსხვილი ავტოქარხანა მუშაობას განაახლებს

11 მაისიდან თურქეთში ყველა მსხვილი ავტოქარხანა გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„საავტომობილო ქარხნების დიდმა ნაწილმა უკვე განაახლა წარმოება”, - აცხადებენ ოფიციალური წყაროები.
ანკარამ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც მარტის დასაწყისში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღირიცხა. შეიზღუდა მოგზაურობა 31 დიდ ქალაქში. ასევე დახურა სკოლები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები.

4 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილების გეგმა წარადგინა.

„11 მაისიდან მუშაობას განაახლებენ საპარიკმახეროები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები. 10 მაისს 65 წელს ზემოთ ასაკის პირები 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სასეირნოდ გასვლას შეძლებენ. 13 მაისს 14 წლამდე ასაკის ბავშვები 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სასეირნოდ გასვლას შეძლებენ. 15-დან 20 წლამდე ასაკის პირები კი გარეთ გასვლას 15 მაისს შეძლებენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთში კოვიდინფიცირების 129 ათასი შემთხვევაა აღწერილი, 73 285 პაციენტი განიკურნა, 3 520 კი გარდაიცვალა.

COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.

მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. დღემდე ვირუსს 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატისტიკის თანახმად, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, COVID19-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

26 მაისი 2020, 13:31

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები: არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება

მათი თქმით, ქართველი სპორტსმენის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება.

ლახამულის ოთხთავი

26 მაისი 2020, 13:29

საზოგადოება

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.

გიორგი მარგველაშვილი

26 მაისი 2020, 13:27

საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მილოცვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველო - ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოს მოქალაქენო - ყოველი ერისა და ეთნოსის, ყველა აღმსარებლობის და ათეისტებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ბავშვებო და ხანდაზმულებო, ყველა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებო, ყველა პროფესიის მუშაკებო, ემიგრანტებო, და ოკუპაციის ქვეშ მყოფო თანამემამულენო, ყველა პოლიტიკური შეხედულების მიმდევრებო, მდიდრებო და ღარიბებო, მსჯავრდებულებო და ბრალდებულებო, თანამემამულენო, გილოცავთ იმას რაც გვაერთიანებს - გილოცავთ 29 წლის წინ აღდგენილ დამოუკიდებლობას. მადლობა, დიდება და საუკუნო ხსოვნა მათ ვინც 30 წლის წინ და 30 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურა. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - ამ ლოზუნგით აღვნიშნეთ 2018 წლის 26 მაისს 100 წლის იუბილე ათობით საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად. და დღესაც, და მომავალშიც ეს მიზანი რჩება უზენაესი - შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რომ ვაშენოთ თავისუფლება. თავისუფლება კი საკუთარი თავის მთელ მის მრავალფეროვნებაში შეცნობას, აღიარებასა და სიყვარულს ნიშნავს. თავისუფლები ვიქნებით, როცა გამარჯვებებს მხოლოდ სუფთა თამაშით მივაღწევთ, როდესაც კონკურენტები ერთი მტრის წინააღმდეგ გავერთიანდებით, როდესაც კეთილდღეობას არა წართმევით არამედ შრომით მივაღწევთ, თანამდებობებს კი არ ვიყიდით, არამედ ხალხი გვიბოძებს, პატრიოტიზმს არა სხვის სიძულვილით, არამედ საკუთარის სიყვარულით გამოვხატავთ, როდესაც სხვას არ დავეთანხმებით, მაგრამ მათ აზრს პატივს ვცემთ. ჭეშმარიტად, თავისუფალი ქვეყნის შენება არა უბრალოდ შენის გატანით, არამედ სხვისი უფლების აღიარებითა იწყება. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! მივაღწიოთ - თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით - „დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის - მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა““, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მარინა ეზუგბაია

26 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

მარინა ეზუგბაია: როცა ჩვენ დამოუკიდებლები არ ვიყავით და დაპყრობილები გვერქვა, მაშინაც თავისუფლები ვიყავით

„დამოუკიდებელი შეიძლება არ იყო, მაგრამ თავისუფალი იყო. ჩემთვის საქართველო ყოველთვის ასეთი იყო. დამოუკიდებელი იყო თუ დაპყრობილი, ის მუდამ თავისუფალი იყო“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

26 მაისი 2020, 13:07

საზოგადოება

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშა გამოსახეს. ვიდეო

26 მაისის აღსანიშნავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს დროშის ფერები გამოისახა. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რუსთავი

26 მაისი 2020, 13:02

საზოგადოება

რუსთავის მერი: ქვეყნის დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება

26 მაისის აღსანიშნავად, ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, ქალაქის მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ანსამბლის წევრებს და რუსთაველებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

26 მაისი 2020, 13:00

COVID19

ტაილანდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი იუწყება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

26 მაისი 2020, 12:51

რეგიონი

ბოლნისის მერი: ვისურვებდი, ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზნისთვის დროულად მიეღწიოს

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მუნიციპალურ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ უბნებში საქართველოს ეროვნული დროშები და მისალოცი ბანერები გამოიფინა.

ემანუელ მაკრონი

26 მაისი 2020, 12:43

საზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს. მაკრონი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. "ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში

26 მაისი 2020, 12:42

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„26 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 12:32

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა

„26 მაისი ერთიანობისა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა. ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2020, 12:27

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია

ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები. მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე

26 მაისი 2020, 12:24

საზოგადოება

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას”, - ნათქვამია დედოფლის წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

26 მაისი 2020, 12:22

COVID19

ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საზღვრის გახსნის მიუხედავად, მოქმედებს შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:12

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან

მინდა, აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად, ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე

ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

26 მაისი 2020, 12:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს

საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომით და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2020, 12:03

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ვეტერანებს: ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე

მსურს, დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის საამაყო ჯარისკაცებს, რომლებმაც ღირსეულად ატარეს ქართველი სამხედროს მუნდირი და დაიცვეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მერაბ კოსტავას ბიუსტი ზუგდიდში

26 მაისი 2020, 11:57

რეგიონი

ზუგდიდში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები ყვავილებით შეამკო.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 11:53

საზოგადოება

გიორგი გახარია: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.