06 მაისი 2020, 12:36 / სანდო წყარო

ფხენიანი: არ არსებობს იმის ნიშნები, რომ კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი

არ არსებობს იმის ნიშნები, რომ კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა, - იუწყება ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის სააგენტო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ოფიციალური ფხენიანის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საზოგადოებრივ აქტივობებს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო არიდებდა თავს.

პირველად ოცი დღის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ 2 მაისს გამოჩნდა. ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“, რასაც ფხენიანში უარყოფენ.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი

„ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არც ერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული

„არც ერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:14

სპორტი

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

24 სექტემბერი 2021, 15:12

მსოფლიო

ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ნიგერიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც, კადუნის შტატში, 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი იმ 50 პირს შორის არიან, რომელთაც ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებას ედავებიან. ეჭვმიტანილები სხვადასხვა დაჯგუფების წევრები არიან.

24 სექტემბერი 2021, 14:51

ეკონომიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

ნიკა ობოლაძე

24 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან

„ნიკა მელიამ შეკითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომ სახე გადაუხსნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა და მისმა შვილმა ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მმართველი პარტია და რატომ აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას. ამ შეკითხვის გაგონებისას შეშინებული კობახიძე გაიქცა. შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა. პირადად თუ შევხვდები კობახიძეს, მეც აუცილებლად ვკითხავ, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენს მხარდამჭერს სახე გადაუხსნეს. ზოგადად, მთელი ქართული ოცნება სიტყვიერი დაპირისპირების გარდა არაფერსაკეთებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მიტჩ მაკკონელი

24 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის

მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

24 სექტემბერი 2021, 14:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

24 სექტემბერი 2021, 14:36

ტაბლოიდი

თმის არასწორად შეჭრის გამო, ინდოეთში სალონს მომხმარებლისთვის $271 ათასის გადახდა მოუწევს

ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალონს $271 ათასის გადახდა მოუწევს მომხმარებლისთვის, რომელსაც თმა ისე არ შეჭრეს, როგორც მას სურდა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი მითითების მიუხედავად, თმა მოკლედ - მხრებიდან 10 სანტიმრეტრამდე შეჭრეს. როგორც მან სასამართლოზე აღნიშნა, გრძელი თმის გამო, მასთან თმის პროდუქციის კომპანიები თანამშრომლობდნენ, სტილისტის დაუდევრობის შემდეგ კი, შეთავაზებები შეწყდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 სექტემბერი 2021, 14:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ, არავის სჭირდება ქვეყანაში არეულობა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს

მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორც პარტიულ აქტივისტს, როგორც პარტიის წევრს, ასევე ჩვეულებრივი მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხრაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილჰამ ალიევი

24 სექტემბერი 2021, 14:18

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

„აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეასრულოს თავისი პოზიტიური როლი და სომხეთს იმის გაცნობიერებისკენ მოუწოდოს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სომხეთში რევანშიზმისა და მილიტარიზაციის მხარდამჭერი ნებისმიერი ქმედება უნდა შეწყდეს. ვიმედოვნებთ, რომ, საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაისადგურებს“.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 14:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 14:10

კულტურა

ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა

„ჟურნალი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო მუსიკალურ საინფორმაციო გამოცემას, რომელიც მრავალმილიონიან მკითხველს მოიცავს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები პაატა მაჭავარიანი და ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ.

24 სექტემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

დაუდგენელი მიზეზით, ბანგლადეშის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპებისა და დელფინების გამორიყვა არ წყდება

2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, ბანგლადეშის სანაპიროზე, სულ მცირე, 6 ვეშაპი და 60 დელფინი გამოირიყა. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები საყურადღებოა, ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევებს ოფიციალურად არ აღწერს და უცნობია ზუსტი რაოდენობა, ბენგალის ყურეში მკვდარი რამდენი ძუძუმწოვარია წყლიდან გარიყული.

24 სექტემბერი 2021, 13:40

კულტურა

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

24 სექტემბერი 2021, 13:35

COVID19

ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდსაშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

24 სექტემბერი 2021, 13:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 13:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

ბენო გეგეჭკორი

24 სექტემბერი 2021, 13:24

პოლიტიკა

ბენო გეგეჭკორი: გიორგი ბოტკოველის მეუღლე წლებია ცესკოში მაღალ თანამდებობაზეა, არაერთგზის დამარცხებული ბოტკოველი კი თავის მარცხს გაყალბებულ არჩევნებს აბრალებს - მეუღლემ გაუყალბა?!

პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა წლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ საჯარო თანამდებიბაზე მუშაობს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ყოველ ჯერზე მის დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებს.

კიმ იო ჩჟონი

24 სექტემბერი 2021, 13:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეასთან ომის საბოლოოს დასრულებას არ გამორიცხავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი, რომელიც ქვეყნის მართვაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები სამხრეთთან, თუ ეს უკანასკნელი „მტრულ პოლიტიკას“ შეწყვეტს. „საჭიროა, შეწყდეს არალოგიკური ცრურწმენები, ცუდი ჩვევები და მტრული დამოკიდებულება საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს წინაპირობა დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნებოდა პირისპირ დაჯდომა და ომის შეწყვეტილად გამოცხადება“, - აღნიშნა მან.