imedi /  07 მაისი 2020, 22:20 / სანდო წყარო

BBC: აზერბაიჯანში საკადრო წმენდა კარანტინის პირობებშიც გრძელდება

ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აზერბაიჯანში საკადრო წმენდა გრძელდება. ვრცელ სტატიას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ძველი გვარდიისგან“ მთავრობის გაწმენდის პროცესს ხელი ვერც საკარანტინო რეჟიმმა შეუშალა და გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული მაღალჩინოსნების გათავისუფლებისა თუ დაპატიმრების პროცესი პანდემიის დროსაც გრძელდება.

ცოტა ხნის წინ თანამდებობა დაატოვებინეს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, ზაქირ გარალოვსაც, რომელსაც პოსტი 20 წლის განმავლობაში ეკავა.

ერთ-ერთი ბოლო მაღალჩინოსანი, რომელიც სამსახურიდან 6 მაისს დაითხოვეს, იმიშლინის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვილიამ გაჯიევი იყო.

მანამდე სამართალდამცველებმა ლიანკიარანის, ევლახსის, საათლინის, სალიანის, დაშკესანისა და გაჯიკაბულის რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები დააკავეს. დაკავებულთა უმრავლესობას ბრალი ჰუმანიტარული დახმარების მითვისებაში ედება. რამდენიმე დაკავებულს კარანტინის დროს თავისუფლად გადაადგილების ნებართვის უკანონო გაცემაშიც ადანაშაულებენ.

მასობრივი საკადრო წმენდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თანამდებობიდან დაითხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამიზ მახტიევიც, რომელიც ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის უახლოესი თანამებრძოლი იყო. მას აზერბაიჯანში „რუხი კარდინალის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:15

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: სამუშაო ფორმატის რეჟიმში გაცილებით უკეთესად მიიღწევა შედეგი, ვიდრე პოლიტიკური შოუების მოწყობით

მინდა პარლამენტში მივიდე იმ შედეგებით, რომელი შედეგების მოლოდინიც მაქვს ორ კვირაშ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. არის გარკვეული სამუშაოები, რომელთა შედეგებსაც ჩვენ ველოდებით, შემდეგ კვირაში და მომდევნო კვირაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა დესტრუქციული საუბარი, არამედ საქმეზე ორიენტირებული. ვთვლი, რომ როდესაც მივალ საკანონმდებლო ორგანოში, მე გამაჩნია ვალდებულება, რომ გარკვეულ კითხვებზე გავცე ის პასუხები, რომელთა მოლოდინიც არის. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა მოსამზადებლად პერიოდი, რომ მივიდე საკანონმდებლო ორგანოში უკვე გარკვეული შედეგებით. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმიჯნოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სექტორი, ექიმები პოლიტიკური მანევრებისა და სპეკულაციებისგან. ღია წერილებით

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:14

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ საკარანტინო სივრცეში ანალიზების შესაძლო არევის ფაქტი განმარტა

ამ წუთებშიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ამ ადამიანს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა თუ არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცის სახლში გაშვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2020, 23:50

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - იგი სრულიად ჯანმრთელია

ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცხადყოფენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულიად ჯანმრთელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საზღვრებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან გავხსნით, სადაც რისკი მინიმალურია

საწყის ეტაპზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ტურისტს უნდა ჰქონოდა PSR ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც 72 საათის ვალიდურობის იყო, თუმცა შემდეგ ეს საკითხი განვიხილეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რადგან იყო რისკი, რომ სწორედ ამ 72 საათის პერიოდში შეიძლება დაინფიცირებულიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე ეს არ იძლეოდა გარანტიას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როგორ ემზადება ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

მოლოდინი იმისა, რომ 4 თვეში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახდება პირობითად გერმანიის სისტემის მსგავსად მდგრადი, მე არ მაქვს, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ შევძლოთ და გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა ისე, რომ ქვეყანას არ დასჭირდეს გარკვეული საგანგებო ღონისძიებების ჩატარება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:37

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: აგვისტოში გვეცოდინება, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის

„ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, რათა ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის. ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება“,- აღნიშნა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით

COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

03 ივნისი 2020, 23:16

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა.

03 ივნისი 2020, 23:02

თემა

არსებობს თუ არა კავშირი 5G მობილურ ინტერნეტსა და COVID-19-ს შორის? მითი და რეალობა

ადამიანის ჯანმრთელობაზე 5G მობილური ინტერნეტის სავარაუდო ნეგატიური გავლენის შესახებ თეორია დაახლოებით რამდენიმე წელია არსებობს. თავდაპირველად შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნდათ, რომ 5G კიბოს იწვევს, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებისთანავე ის სწორედ SARS-CoV-2-ს (ახალი კორონავირუსი) დაუკავშირეს. თავდაპირველად მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ში იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

დერეკ შოვინი

03 ივნისი 2020, 22:59

მსოფლიო

მინესოტას პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმა, ხოლო ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა

მინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.

კრიშტიანო რონალდო

03 ივნისი 2020, 22:42

სპორტი

კრიშტიანო რონალდო ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში სეზონის განახლებისთვის თავდაუზოგავად ემზადება. იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი ტურინული გუნდის მორიგ ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დამოუკიდებლად ივარჯიშა, რის შემდეგაც მას თანაგუნდელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბაზაზე მოგვიანებით მივიდნენ. კრიშტიანო უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია ვიდრე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის წინ იყო. ეს ახლახან ჩატარებული ტესტირების შედეგებმა დაადასტურა. რონალდომ პანდემიის პერიოდში კარანტინი შინ, მშობლიურ მადეირაზე გაატარა, სადაც მაქსიმალურად ცდილობდა, ფორმა შეენარჩუნებინა.

03 ივნისი 2020, 22:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 ივნისი 2020, 22:31

ეკონომიკა

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაგებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით, რომელიც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ემრჯენსის ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.

მიშელ ბაჩელეტი

03 ივნისი 2020, 22:21

მსოფლიო

გაერო: აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრების მცდელობა შეშფოთებას იწვევს

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრება შეშფოთებას იწვევს.

03 ივნისი 2020, 22:07

სამართალი

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

ამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 21:46

COVID19

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

03 ივნისი 2020, 21:42

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები გადაეცა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

03 ივნისი 2020, 21:41

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.

03 ივნისი 2020, 21:07

სამართალი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო. არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ჯუზეპე კონტე

03 ივნისი 2020, 21:06

COVID19

იტალიის პრემიერი: ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიტიკული მომენტი გადალახა, თუმცა ახლა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის დროა.