09 მაისი 2020, 18:22 / სანდო წყარო

18 მაისიდან ჩეხეთის ავიახაზები ფრენებს აღადგენს

ჩეხეთის ავიახაზები (CSA) ფრენებს ნაწილობრივ აღადგენს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ექვსკვირიანი შეფერხების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ფრენები განახლდება ამსტერდამის, ფრანკფურტის, პარიზისა და სტოკჰოლმის მიმართულებით, 24 მაისს მიმართულებებს დაემატება კიევი, 25 მაისს კი - ოდესა და ბუქარესტი.

მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, მთელი ფრენის განმავლობაში ეკეთოთ პირბადეები. სალონში მგზავრებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია იქნება გათვალისწინებული და თვითმფრინავების დეზინფექცია ყოველ მგზავრობამდე და მის შემდეგ ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსი 8 078 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 4 414 გამოჯანმრთელდა, 273 კი დაიღუპა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 275 179 ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი კი უკვე 4 მილიონს უახლოვდება და 3 954 897-ს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ქეთევან ციხელშვილი

26 მაისი 2020, 15:27

საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ დასრულდება, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

„ეს დღე ჩვენია, მრწამსის თუ ეთნიკურობის განურჩევლად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ ასეთი პლურალიზმით და ერთიანობით იზეიმეს ჩვენმა წინაპრებმა სანუკვარი დამოუკიდებლობა და ამ მყარ საფუძველზე აუცილებლად დავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, ერთიან საქართველოს“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.

26 მაისი 2020, 15:26

ეკონომიკა

ღამის კლუბების და ბარების მფლობელები იაფ კრედიტზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ

ეკონომიკის სამინისტროს ჩავაბარეთ წერილი 1 500 ხელმოწერით. სექტორის მოთხოვნაა, მეტი ყურადღების მიქცევა და დახმარება, - ამის შესახებ „ტვ. პირველის“ ეთერში საქართველოს კლუბებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ განაცხადა.

26 მაისი 2020, 15:13

ეკონომიკა

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები მთავრობას სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ

დღეს „დედაენის ბაღში“ ბაღში ბარებისა და რესტორნების გაერთიანებაში 100-მდე ბიზნესსუბიექტი შეიკრიბა და პრესკონფერენცია გამართა. ისინი მთავრობას, დახურული სივრცეების გახსნის ნებართვის არგაცემის შემთხვევაში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივით მიმართავენ.

გია ვოლსკი

26 მაისი 2020, 15:08

პოლიტიკა

გია ვოლსკი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: ჩვენს ოპონენტებს ხშირად უჭირთ ამ დღის გახსენება, დახასიათება და შეფასება

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახლში მიასვენეს, განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული და ოჯახის წევრებს აუკრძალეს კუბოს თავსახურის ახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს 2011 წლის 26 მაისის მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქცია განსაკუთრებული სისატიკით დაშალა.

ჰააგის წმ. იაკობის სახელობის ტაძრი

26 მაისი 2020, 15:07

საზოგადოება

ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ვიდეო

ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა. ვიდეოს ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჰააგის წმ. იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

ოთარ კახიძე

26 მაისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ოთარ კახიძე: 2011 წლის 26 მაისს აქციის დაშლისას პოლიციამ ძალას გადაამეტა

„ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და ამისთვის იყვნენ კავშირზე ჩვენი მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამავე დროს, აქციის დაშლას თან ახლდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, სამწუხაროდ, მთლიანობაში ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპნენ პოლიციელები და ასევე მოყვა ამ ყველაფერს მოქალაქეთა გარდაცვალება. ამიტომ ტრაგედიის დღეა ეს ჩვენთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი დღეები საქართველოში არ განმეორდეს“,- განაცხადა კახიძემ.

26 მაისი 2020, 14:37

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე დმანისშიც აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სახელწიფო დროშები დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე გამოიფინა.

კახა კალაძე

26 მაისი 2020, 14:34

საზოგადოება

კახა კალაძე: არ არსებობს მასზე მაღალი ღირებულება, ვიდრე სამშობლო და თავისუფლება

„100 წელზე მეტი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, როდესაც ჩვენმა ხალხმა აირჩია თავისუფლება, განვითარება, ევროპული მომავალი. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს და ერთობით, საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, - წერს დედაქალაქის მერი.

ანა აბაშიძე

26 მაისი 2020, 14:30

სამართალი

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, მეზობლებმა კორპუსიდან პომიდვრები ესროლეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია

26 მაისი 2020, 14:25

პოლიტიკა

გიგა ბოკერია 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რომელსაც მაშინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც მაშინ მოხდა არასდროს არ უნდა განმეორდეს, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი.

ზაზა ოქუაშვილი

26 მაისი 2020, 14:19

ეკონომიკა

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა „მთავარი არხის“ 40%-იანი წილი შეიძინეს

„მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მესაკუთრე კი ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს.

შოთა რეხვიაშვილი

26 მაისი 2020, 13:59

რეგიონი

შოთა რეხვიაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას

„ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს, სახელმწიფოებრივ დღეს, სრულიად საქართველოს ვულოცავ. სანუკვარი მიზანი, რომელიც 102 წლის წინ პირველი რესპუბლიკის შექმნით დაიწყო და 1991 წელს გაგრძელდა, არის ვეებერთელა მონაპოვარი, რომელიც თავდაუზოგავი შრომის, ბრძოლის შედეგია. მინდა ყველას მოვუწოდო, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ამ მონაპოვარს შენარჩუნება უნდა“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2020, 13:58

საზოგადოება

ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს: საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე

ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.

სალომე სამადაშვილი

26 მაისი 2020, 13:56

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არ მახსოვს რა აქციაზე მეკითხებით

„2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა? ქალბატონი ბურჯანაძის?“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

26 მაისი 2020, 13:49

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე გურიაშიც აღინიშნა

ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურია“ და „ამაღლება“ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, დაცული იყო დისტანციაც. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

26 მაისი 2020, 13:41

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღე გორშიც აღნიშნეს

დამოუკიდებლობის დღე გორშიც აღნიშნეს. აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გიორგი კანდელაკი

26 მაისი 2020, 13:41

საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სხდომათა დარბაზს, რესტავრაცია ჩაუტარდეს და იქ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მათი ინიციატივაა, რომ სხდომათა დარბაზს, სადაც საქართველოს დამფუძნებელთა კრება მუშაობდა, რესტავრაცია ჩაუტარდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დარბაზში უნდა ჩატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სხდომები.

ქუთაისი

26 მაისი 2020, 13:39

რეგიონი

ქუთაისის მოსახლეობას თვითმართველობის წარმომადგენლებმა 26 მაისი ბაგრატის ტაძრიდან მიულოცეს

ქუთაისის ოპერისა და თეატრის ორკესტრმა და გუნდმა ტაძრის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულეს. ქალაქის პირველმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს მოსახლეობას და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, მათ შორის იმ სამხედროებს,რომლებიც მისიებში იმყოფებიან.

26 მაისი 2020, 13:37

რეგიონი

კახეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათი შეფასებით, 1918 წლიდან დღემდე საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი და გაძლიერების გზით მიდის, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში საბოლოოდ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. „საქართველომ ისარგებლა ისტორიული მომენტით და აღადგინა თავისი მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობა. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს იყო დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა საუკეთესო კონსტიტუციით და ადამიანის, ერის იმ უფლებებით და იმ საჭიროებებით განმსჭვალული , რაც მნიშვნელოვანია და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ არის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის

26 მაისი 2020, 13:37

მსოფლიო

დღეიდან კოსტა-რიკაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

კოსტა-რიკა ცენტრალური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. ამის შესახებ france24 წერს. გამოცემის ცნობით, 26 მაისიდან ქვეყანაში ერთნაირსქესიან მოქალაქეებს დაქორწინება შეუძლიათ. 2018 წლის აგვისტოში, კოსტა-რიკას საკონსტიტუციო სასამართლოს ქვედა პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. სასამართლომ კანონმდებლებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა მისცა. 25 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა კარლოს ალვარადომ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება 26 მაისიდან დასაშვები გახდება.