imedi /  12 მაისი 2020, 01:46 / სანდო წყარო

აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია: ვლადიმერ პუტინი სასტიკი ავტორიტარი მმართველია, რომელსაც სამოქალაქო თავისუფლებების ჩახშობის დიდი გამოცდილება აქვს

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია შევიდა, რომელიც რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევას გმობს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

რეზოლუციის ავტორები არიან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „დემოკრატი“ ელიოტ ენგელი და კომიტეტის წევრი, „რესპუბლიკელი“ მაიკლ მაკოლი.

„რეზოლუცია რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს რუსეთის მთავრობის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელნი არიან“, - ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობა ჟურნალისტებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს დევნის.

„ვლადიმერ პუტინი ავტორიტარული ხელისუფლების სასტიკი მომხრეა, რომელსაც სამოქალაქო თავისუფლებების ჩახშობის დიდი გამოცდილება აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:20

COVID19

PCR ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე მეტს შეადგენს

ამ ეტაპამდე დაბალი გავრცელების ქვეყნად ვრჩებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:17

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება

„გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

28 მაისი 2020, 18:11

მსოფლიო

ინდოეთში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი გარდაცვლილი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:08

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა

საკმაოდ საინტერესო კვლევა იყო. პრინციპში ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას კორონავირუსთან გამკლავების საქმეში, სიურპრიზი არ ყოფილა - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, „იმედის“ დაკვეთით ჩაატარებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ნებისმიერ მოქალაქეს ალბათ უნდა ეამაყებოდეს ის, რომ საკუთარი ქვეყნის მთავრობა ასე კარგად გაუმკლავდა ამ ძალიან საშიშ პანდემიას. ჩვენ ვნახეთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებში. ამის ფონზე, ასევე ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ გამოკითხულთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამას უკავშირებს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ ძალას და შესაბამისად, მმართველი ძალის რეიტინგი და მისი პოლიტიკური და რეპუტაციული დივიდენდები არის მომატებული. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნებზე - ჩვენ ამას ვნახავთ დარჩენილი 5 თვის მანძილზე. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება შეინარჩუნოს ის პოზიტივი, რაც მან აკრიფა პანდემიის დროს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 18:07

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია

GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ბევრისმეტყველია, საინტერესო კვლევაა. თან, როგორც იქნა, ქართული კვლევა ვნახე. ეს არაა NDI და IRI, სადაც პოლიტიკური შენარევი იგულისხმება, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკასთან“, GORBI-ს კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:55

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა

ლუგარის ცენტრის კრიტიკის უფრო ცუდ მომენტს რუსეთის მხარე ალბათ ვერ შეარჩევდა, როდესაც ეს ცენტრი ასე კარგად მუშაობს და ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

პირველი საუნივერსიტეტო

28 მაისი 2020, 17:55

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 7 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას

„28 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 15 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 7 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

ბექა ლილუაშვილი

28 მაისი 2020, 17:53

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: იმ 30 განაცხადიდან, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს, დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:53

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რემდესივირზე საკმაოდ ბევრი ნეგატიური შედეგი იდება და გაურკვეველია, ლიდერის პოზიციას დაიკავებს თუ „პლაქვენილის“ ბედი ეწევა

რემდესივირზეც საკმაოდ ბევრი ნეგატიურ შედეგები იდება, არანაკლები, რაც იდებოდა პლაქვენილზე. მისი ბედი ბოლომდე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. დაიკავებს ლიდერის პოზიციას კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებში, თუ ეწევა პლაქვენილის ბედი.

28 მაისი 2020, 17:46

სპორტი

მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუში ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა

კრივში მსოფლიოს აბსოლუტური ექსჩემპიონი მაიკ ტაისონი პოპულარულ ამერიკულ შოუზე All Elite Wrestling’s Dynamite გამოცხადდა და ჯგუფური ჩხუბის ინიციატორი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას espn ავრცელებს. ტაისონმა მაისური შემოიხია, შემდეგ კი, კრის ჯერიკოს შეურაცხყოფა მიაყენა და როდესაც მან ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ხელი ჰკრა და ჩხუბი დაიწყო. ყველაფერი შოუს ნაწილი იყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვეტერანი მოკრივე ისევ კარგ ფორმაშია.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები 15 ივნისისთვის დასრულდება, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩართვისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.

პაულო დიბალა

28 მაისი 2020, 17:42

COVID19

პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა მშობლიური პროვინციის კორდოვას კლინკებს კორონავირუსთან საბრძოლველად 160 ათასი ევროთი დაეხმარა, - ამის შესახებ ინფორმაციას Juvefc-ი ავრცელებს. თანხა როუსონას, სან როკეს და ფლორენსიოს საავადმყოფოებს გადაერიცხებათ, რისი მეშვეობითაც მათი თანამედროვე სპეციალური სამედიცინო აპარატურით აღჭურვა მოხდება. დიბალა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

დავით ზირაქაშვილი

28 მაისი 2020, 17:39

სპორტი

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - „კლერმონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართველ მორაგბეს სტატია მიუძღვნა

„დავით ზირაქაშვილი უსასრულო ლეგენდა“ - ამ სათაურით ქართველი მორაგბისადმი მიძღვნილი სტატია „კლერმონის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიის ბოლოს, საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა, ვეტერან სპორტსმენს მისი თამაშის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეოც მიუძღვნა. ზირაქაშვილმა კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით მისი გაცილების თამაშის გამართვა ვერ მოხერხდა.

თენგიზ ცერცვაძე

28 მაისი 2020, 17:36

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებულ პაციენტებთან „პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი“ ხმარებიდან ამოიღო. ქვეყანაში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა, მკურნალობენ და როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს - საკმაოდ ეფექტიანად, თუმცა საქართელო ემორჩილება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას და პრეპარატის გამოყენებას წყვეტს.

28 მაისი 2020, 17:35

თემა

აზიანებს თუ არა COVID-19 ადამიანის ფსიქიკას

იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ახალი კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი კვლევა ახლახან დაიწყეს, უკვე ცხადია, რომ COVID-19ადამიანის ჯანმრთელობაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და ეს შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდა და ინფიცირებული პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა. საინტერესოა, რა კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.

28 მაისი 2020, 17:31

ეკონომიკა

ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რუსთავის მერია

28 მაისი 2020, 17:18

რეგიონი

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან რუსთავშიც განახლდება

შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა რუსთავში ხვალიდან განახლდება. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მომუშავე კერძო სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ტაბაღუამ, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს, დეტალურად გააცნო ის წესები და რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, მგზავრთა გადაყვანისას სავალდებულოა.

რუსლან აბაშიძე

28 მაისი 2020, 17:18

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის მსგავსებებზე. შეხვედრის ბოლოს ქართულმა და უკრაინულმა მხარემ ოკუპაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

28 მაისი 2020, 17:07

მსოფლიო

იაპონია ტურისტებისთვის ვაუჩერების დარიგებას აპირებს

ამრიგად, ხელისუფლებას სურს ტურისტულ სექტორს დაეხმაროს, რომელიც კორონავირუსისგან დაზარალდა. ასეთი სუბსიდიები მოგზაურებს დღიური ხარჯების თითქმის ნახევრის დაფარვაში დაეხმარება. ვაუჩერების გამოყენება კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ტრანსპორტს, მგზავრობის ღირებულება ტურისტებმა თავად უნდა გადაიხადონ.

ფრონტერა

28 მაისი 2020, 16:52

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია „ფრონტერას“ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და დააკმაყოფილა კორპორაციისა და სააგენტოს მიერ წარდგენილ მოთხოვნათა აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი (პწგხ), რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ფრონტერა” ვალდებულია, აუნაზღაუროს კორპორაციას მის ნაცვლად გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და, ამასთანავე, საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯთა უდიდესი ნაწილი, ჯამში 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით“, - ნათქვამია განცხადებაში.