imedi /  12 მაისი 2020, 09:12 / სანდო წყარო

13 მაისს ლოს-ანჯელესში პლაჟები გაიხსნება

ლოს-ანჯელესი 2 თვის დახურული პლაჟების გახსნას გეგმავს. 13 მაისიდან სანაპიროებზე კვლავ დაშვებული იქნება ცურვა, სერფინგი და სირბილი.

ამასთან, ადამიანებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან, წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი ნიღბები უნდა ატარონ. გარუჯვა, ქოლგისა და შეზლონგების გამოყენება კი კვლავინდებურად აკრძალული იქნება.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 10:58

COVID19

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს

აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 4 ინფიცირებულს აქვს მოგზაურობის ისტორია, ერთი კი ინფექციური საავადმყოფოს სანიტარია, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაავადდა, ცნობილია მისი ყველა კონტაქტი. აჭარაში კორონავორუსზე ყოველდღურად 300-ზე მეტ პირს იკვლევენ, მედიკოსების განცხადებით რეგიონში მდგომარეობა კონტროლირებადია. ისინი მოსახლეობაა მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.

05 ივლისი 2020, 10:50

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თითქმის ორი კვირაა, ახალი პაციენტი არ მიუღიათ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირაა ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კლინიკაში ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის პირველად ჩატარებულმა რე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, დღეს კი განმეორებითი კვლევის შედეგს ელოდებიან.

05 ივლისი 2020, 10:44

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯანლუიჯი ბუფონმა 2 რეკორდი დაამყარეს. Sports Illustrated, - ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 4 ივლისს, „ტორინოსთან“ შეხვედრისას კლუბურ დონეზე 46-ე ჯარიმა გაიტანა, რითაც მან რეკორდი დაამყარა და გახდა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი 1961 წლის შემდეგ, ვინც სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა.

05 ივლისი 2020, 10:37

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

05 ივლისი 2020, 10:34

მსოფლიო

აშშ-ში დემონსტრანტებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. შემთხვევის ადგილზე, სულ მცირე, 300 ადამიანი იყო შეკრებილი. მას შემდეგ, რაც ძეგლი ჩამოაგდეს, ის ნაწილებად დაიშალა.

ბაიერნი

05 ივლისი 2020, 10:32

სპორტი

გერმანიის საფეხბურთო თასი „ბაიერნმა“ მოიგო

გერმანიის საფეხბურთო თასის გამარჯვებული „ბაიერნი“ გახდა. ფინალში მიუნხენელებმა „ლევერკუზენი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეოცედ მოიგეს.

05 ივლისი 2020, 10:27

სამართალი

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის მიერ აქტივისტის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა.

შსს

05 ივლისი 2020, 10:24

სამართალი

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 5 ადამიანი დააკავეს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

05 ივლისი 2020, 10:22

თავდაცვა

კოჯორში გეგმიური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. გენერალ-მაიორმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას და სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორებს სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

05 ივლისი 2020, 10:08

თავდაცვა

კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

პიტერ სიიარტო

05 ივლისი 2020, 09:58

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს, პანდემიის შემდეგ, პირველი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა

6 ივლისს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

05 ივლისი 2020, 09:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალ კორონავირუსს კიდევ 4 314 ადამიანი ემსხვერპლა

​​​​​​​გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 314 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ უკვე 532 686 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 181 650 ადამიანს დაუსვეს. 59,316 ადამიანის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.

05 ივლისი 2020, 09:53

საზოგადოება

ხვალიდან 70 პროფესიულ კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება

6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს, სწავლას განაახლებენ. განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი ფოთისა და ოზურგეთის კოლეჯებს ეწვია და პირადად გაეცნო რამდენად შესაბამისობაშია სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან.

05 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს

​​​​​​​პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს. საფრანგეთის დედაქალაქში მარტში პრაიდი უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო, ის ნოემბრამდე გადაიდო.

05 ივლისი 2020, 09:32

მსოფლიო

სომალიში ალ-შაბაბის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

​​​​​​​სამხრეთ სომალიში, ქალაქ ბაიდოაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ალ-შაბაბის“ წევრები თავს დაესხნენ. შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ჯარისკაცებსა და საგადასახადო ორგანოს იმ წარმომადგენლებზე თავდასხმა იყო, რომლებიც რესტორანში შეხვედრას მართავდნენ.

05 ივლისი 2020, 09:19

COVID19

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით კიდევ 6 914 ადამიანი დაინფიცირდა, 523 კი გარდაიცვალა. შედეგად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 252 165-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 30,366-ს გაუტოლდა.

კანიე უესტი

05 ივლისი 2020, 09:07

მსოფლიო

კანიე უესტი: კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად

მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად, - წერს ამერიკელი რეპერი კანიე უესტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. „ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, -წერს რეპერი.

05 ივლისი 2020, 08:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 200-ს გადააჭარბა

​​​​​​​თურქეთში ახალი კორონავირუსის ინფექციით უკვე 5 206 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, აქ ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა და ინფიცირების 1 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ვირუსი 204 610 ადამიანს დაუდგინდა, 179 492-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ერლ კამერონი

05 ივლისი 2020, 08:47

მსოფლიო

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი გარდაიცვალა

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი 102 წლისა გარდაიცვალა. მსახიობი 1917 წლის 8 აგვისტოს ბერმუდში დაიბადა. სიცოცხლის ბოლო წლები კი ქალაქ კენილვორტში, მეუღლესთან ერთად გაატარა. ოჯახის წევრების თქმით, მსახიობი ძილისას გარდაიცვალა.

05 ივლისი 2020, 08:34

მსოფლიო

ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი ჩაქრობა მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. ცეცხლი 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 32 სახანძრო ეკიპაჟი და 160-მდე მეხანძრე იყო მობილიზებული.