imedi /  14 მაისი 2020, 19:35 / სანდო წყარო

ისლანდია ტურისტებს 15 ივნისიდან მიიღებს

ისლანდიამ, რომელიც მანამდე მსოფლიიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, ტურისტების მიღების სავარაუდო თარიღი დაასახელა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანა სტუმრებს არაუგვიანეს 15 ივნისიდან უმასპინძლებს. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის კატრინ იაკობსდოუტირის თქმით, უცხოელი ტურისტებისთვის 2-კვირიანი კარანტინი უქმდება, თუმცა ყველა ჩამსვლელს კორონავირუსზე ექსპრეს-ტესტირება ჩაუტარდება, პასუხი კი იმავე დღეს იქნება ცნობილი.

პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში 1802 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან მკურნალობას მხოლოდ 15 გადის, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჯიმ რიში

26 მაისი 2020, 22:10

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის დღეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანატოლი ბიბილოვი

26 მაისი 2020, 22:05

პოლიტიკა

ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.

26 მაისი 2020, 22:03

ეკონომიკა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს 10 ყველაზე მეგობრულ ქალაქს შორის მოხვდა

ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.

მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2020, 21:59

საზოგადოება

მამუკა ბახტაძე: დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე Twitter-ზე წერს.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2020, 21:50

COVID19

დონალდ ტრამპი: ჩემი სამუშაო კარგად და დროულად რომ არ შემესრულებინა, კორონავირუსს 1.5-2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლებოდა

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამერიკის ლიდერის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა ის დროული ზომები, რომდელიც მისმა ადმინისტრაციამ მიიღო.

ტანსაცმლის მაღაზია

26 მაისი 2020, 21:49

საზოგადოება

მომხმარებლის მიერ დაბრუნებულ ტანსაცმელს დახლზე მოხვედრამდე დეზინფექცია ჩაუტარდება

კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორის, რეზო მაღალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები არ იქნება, მომხმარებელი წაიღებს პროდუქციას სახლში და თუ ვერ მოირგებს და გადაწყვეტს დაბრუნებას ან გადაცვლას, მოიტანს მაღაზიაში. მისივე თქმით, ასეთი პროდუქცია პირდაპირ დარბაზში კი არ დაბრუნდება, არამედ წავა სპეციალურ სივრცეში, სადაც ჩაუტარდება სტერილიზაცია, დეზინფექცია და მხოლოდ 48 საათში დაბრუნდება დარბაზში.

კორონავირუსი თურქეთი

26 მაისი 2020, 21:47

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 397 პაციენტი ემსხვერპლა. ინფექცია 158 762 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 121 507 გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

26 მაისი 2020, 21:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ევროპული მისწრაფებების გზაზე წინ მივიწევთ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი

წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

26 მაისი 2020, 21:32

მსოფლიო

მონტენეგრო ტურისტულ სეზონს ხსნის

ქვეყნის პრემიერმინისტრის, დუსკო მარკოვიჩის განმარტებით, მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლას იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, სადაც ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია და ყოველ 100 000 მოქალაქეზე 25 კოვიდინფიცირებული მოდის.

26 მაისი 2020, 21:19

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პასუხს ველოდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე.

რომის პაპი ფრანცისკე

26 მაისი 2020, 21:18

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რომის პაპმა ფრანცისკემაც მიულოცა

„მაშინ, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავის ეროვნულ დღესასწაულს, მე თქვენ და თქვენს თანამემამულეებს გისურვებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გულწრფელ სურვილებს. ვუერთდები ქართველი ხალხის ბედნიერებას, ტკივილებსა და მათ მოლოდინებს, განსაკუთრებით COVID-19- ის პანდემიის ამ რთულ მომენტში, მე შევთხოვ უფალს დახმარებას, ისეთი ერის მშენებლობაში, სადაც ყველა შრომობს მშვიდობისა და ყველას კეთილდღეობისათვის. მთელი გულით ვლოცულობ თქვენთვის და საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის“, - აღნიშნულია პონტიფექსის გზავნილში.

26 მაისი 2020, 21:14

COVID19

Nokia-მ ინდოეთში საწარმო 42 თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო დახურა

ფინურმა კომპანიამ, Nokia-მ სამხრეთ ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, ელექტროგადამცემი მოწყობილობების საწარმო დახურა. მიზეზი 40-ზე მეტი თანამშრომლის ახალი კორონავირუსით ინფიცირებაა. კომპანიამ არ დაასახელა კოვიდინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა, როგორც Reuters-ის წყარო აცხადებს, ვირუსი 42 ადამიანს დაუდასტურდა.

რომის კოლიზეუმი

26 მაისი 2020, 21:13

COVID19

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება

რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის 1-ლი ივნისიდან გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის დირექცია ავრცელებს. კოლიზეუმის ნახვა მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთებით იქნება შესაძლებელი. შესვლამდე ყველა ვიზიტორი თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლის.

ინდოეთი კალიები

26 მაისი 2020, 21:06

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიასთან ერთად ინდოეთს კალიების შემოსევასთან უწევს ბრძოლა

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მწერების ასეთი მასშტაბური შემოსევა ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. კალიები ინდოეთში პაკისტანიდან ხანგრძლივი მუსონური წვიმის გამო მოხვდნენ. ინდოეთის მთავრობამ შემოსევასთან გასამკლავლებლად ღონისძიებების გატარება დაიწყო.

ეჰუდ ოლმერტი

26 მაისი 2020, 21:03

მსოფლიო

ისრაელის ექსპრემიერი მოქმედი პრემიერის გასამართლებას მოითხოვს

კორუფციის ბრალდებით გასამართლებული ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი, ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუც იგივე ბრალდებით უნდა იჯდეს ციხეში.

F-117 Nighthawk - სტელსის სისტემის გამანადგურებელ-ბომბდამშენი

26 მაისი 2020, 20:47

მსოფლიო

Reuters-ი: რუსეთმა რადარებისთვის უხილავი პირველი ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყო

რუსეთში პირველი სტრატეგიული ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაცია მომდევნო წელს იგეგმება.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:46

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რა მედიკამენტით ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

26 მაისი 2020, 20:40

COVID19

ბრიტანეთმა რემდესივირზე უარი არ თქვა

ბრიტანულმა რეგულატორმა რემდესივირის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. პრეპარატს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის გამოიყენებს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ კოვიდინფიცირების გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს

მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვილნიუსი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 20:38

საზოგადოება

ვილნიუსში საქართველოს დროშა გაშალეს

„დიდი მადლობა ლიეტუვის მთავრობას და ლიეტუველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულად გულთბილი მოლოცვისთვის“, - წერია საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.