imedi /  15 მაისი 2020, 23:16 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რაკეტას ვქმნით - მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ჰქმნის, რომელიც 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე არსებული ანალოგები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას განაცხადა.

„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, - განაცხადა მან.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს რაკეტა თავისი სიჩქარით რუსეთისა და ჩინეთის რაკეტებს უსწრებს.

„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა რაკეტაზე საუბრობს.

ყველა სიახლე

ბარაკ ობამა

04 ივნისი 2020, 02:09

მსოფლიო

ბარაკ ობამა: შექმნილი ვითარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიმუშაოთ, რათა გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ამერიკა შევცვალოთ და ჩვენი ქვეყნის იდეალები ცხოვრებაში დავნერგოთ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ფერადკანიან ახალგაზრდებს მესიჯით მიმართა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 01:33

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ე.წ. ნაც კლასტერი და მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები და კორონა გაერთიანდა

შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოზიციაა, რომ ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს, როგორ მოქმედებდა ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ჯგუფი კორონამდე, რას აკეთებდნენ პოლიციელებზე ძალადობის მხრივ, პარლამენტის შტურმის აღების ღამეს და კრონას პერიოდში, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო სოლიდარული ხელისუფლების მიმართ, ეს ოპოზიციური ჯგუფები ე.წ. ნაც კლასტერი და მათთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები და კორონა გაერთიანდა. საზოგადოება და „ქართული ოცნება“ იყო ერთიანი იმ პრინციპებსა და სულისკვეთებაში, რომ ერთობლივი ძალებით უნდ გვებრძოლა კორონას წინააღმდეგ და მეორე მხარეს აღმოჩნდა ეს მარგინალური ჯგუფი კორონასთან ერთად. შესაბამისად, ასე იქნება ბოლომდე და ამის გვირგვინი იქნება კიდევ ერთხელ არჩევნები, თუმცა იქამდე მათ შეუძლიათ აქედან თავის დაღწევა ცვლილებებისითვის მხარის დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფები მხარს არ დაუჭერენ, კიდევ ერთხელ მოხდება უკვე არაერთგზის მათი ლუსტრაცია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 01:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 6 მილიონამდე თანხის გადახდა გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დარღვევებისთვის

ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს, მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს გუნდი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 01:12

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს მიმართ ფულადი სანქციის დაკისრება

იქედან გამომდინარე, რომ გადავედით სხვა ეტაპზე, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება ადაპტირება ახალ სიტუაციასთან. პირველი საკითხი, რაც აქ დაისმის არის პირბადე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენებზე იმსჯელებენ იმაზე თუ რა რაოდენობის თანხით განისაზღვრება ჯარიმა პირბადის არტარების შემთხვევაში.

04 ივნისი 2020, 01:12

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირების ჩართვა რისკის შემცველია

კონდიცირება წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სწორი მოწყობის. მნიშნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ როგორი ტიპის კონდიცირებაა შენობაში; სწორედ ამის მიხედვით მოხდება შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ თითოეული შენობა-ნაგებობის შესწავლა და გამონაკლისების დაშვება

ინდოეთი პოლიცია

04 ივნისი 2020, 01:08

მსოფლიო

ინდოეთში ყოფილმა უფროსმა კაცი ცოცხლად დამარხა

კაცი ცოცხლად მისმა ყოფილმა უფროსმა დამარხა, რომელიც მარაკანას ზარალში ადანაშაულებდა. თანამონაწილეებთან ერთად მან კაცი ჯერ სცემა, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრა და დამარხა. მარაკანამ გათავისუფლება მოახერხა და მიწიდან ამოძვრა, რის შემდეგაც ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და პოლიციელებს მომხდარის შესახებ უამბო. ბოროტმოქმედები დააკავეს.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 00:57

პოლიტიკა

ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეები საარჩევნო სიაში

„ქართული ოცნების“ გუნდი თითქმის ყველა არჩევნებზე განახლდა, ძალიან დიდი განახლება მოხდა 2016 წელს. შესაბამისად ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი გუნდის როგორც მოქმედი, ასევე სამომავლო წევრები იყვნენ კვალიფიცირი კადრები, რომლებიც იქნებიან ქვეყნის სამსახურში ჩვენი საზოოგადოების ინტერესებისთვის- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:57

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყანაში კავასაკის სინდრომის დაფიქსირების ფაქტი საყურადღებოა

კითხვაზე, რამდენად მზად არის ქვეყანა მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას პაციენტებს უმკურნალოს, რადგან მედიკამენტები საკმაოდ ძვირადღირებულია, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ მკურნალობა, ძირითადად სიმპტომატურია და ამის პრობლემა ჯანდაცვის სისტემას არ შეექმნება.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 00:50

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმებიდან გასვლა სურს

„ქვეყნის მთავარ ფუნდამენტურ დოკუმენტზეა საუბარი, ქვეყნის ძირითად კანონზე - კონსტიტუციაზე და მასში ცვლილების შეტანას, რომელიც მიღწეულ იქნა ფართო კონსენსუსით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ისინი ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამ ფაქტს საზოგადოება კარგად განსჯის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 00:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვინმეს დასჯა

ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვინმეს დასჯა, თუმცა საზოგადოების დაკვეთაა, რომ ხელისუფლება ბოლომდე ეფექტიანად გაუმკლავდეს ვირუსთან ბრძოლას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდგომ, რაც ვირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე გადავედით, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, თუმცა მისივე განმარტებით, გვაქვს მთელი რიგი შეზღუდვები იმისთვის, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს.

ანრი ოხანაშვილი

04 ივნისი 2020, 00:42

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის მთავარია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულება საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ

„შესაძლებელია შესაბამისი კომენტარების დატოვება შემდგომაც, თუ ვინმეს ექნება გარკვეული წინადადება, შემოთავაზება, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით მზად, რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ შემდგომ შემაჯამებელ ოლქში. ეს პლატფორმა გვაძლევს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ დეტალურად ამ ცვლილების არსი და ის, რომ ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება“- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:39

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ჯარიმების გამოყენება საჭირო არ გახდება

„ნებისმიერი რეგულაცია და ჯარიმა უნდა იყოს აღსრულებადი; ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის ამაღლება მოხდეს, თუმცა პირველ ეტაპზე იყო კარგი ეფექტი და ჩვენ ყველაფერს მოვეკიდეთ მაღალი პასუხისმგებლობით, თუმცა, რასაც დღეს ვაკვირდებით, იმით კმაყოფილი ვერ ვიქნებით" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

04 ივნისი 2020, 00:30

თემა

არიან თუ არა მატყუარა ადამიანები უფრო წარმატებულები?

თითოეული ჩვენგანი ტყუისდა საკმაოდ ხშირადაც. ვტყუით, როდესაც გვინდა საუბრის დაწყება ან პირიქით, დასრულება. ვტყუით, რათა სხვისი ან საკუთარი გრძნობები არ შეურაცხვყოთ. ვტყუითმაშინაც, როდესაც პროფესიული საქმიანობის გამარტივება გვინდა. მოკლედ, ტყუილის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველამ ვიცითისიც,რომ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ, ხშირად გულწრფელები სულაც არ არიან. ისინიც გვატყუებენ, რადგან ყოველთვის კარგ განწყობაზე არ არიან და ცდილობენ პირადი პრობლემები დაფარონ.მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თანამშრომლების ტყუილი სამსახურის საქმეებს და მათ უფლებამოვალეობას ეხება?

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:22

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რას ემსახურება 520-ე დადგენილება

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისებიამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ 520-ე დადგენილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:15

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: სამუშაო ფორმატის რეჟიმში გაცილებით უკეთესად მიიღწევა შედეგი, ვიდრე პოლიტიკური შოუების მოწყობით

მინდა პარლამენტში მივიდე იმ შედეგებით, რომელი შედეგების მოლოდინიც მაქვს ორ კვირაშ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. არის გარკვეული სამუშაოები, რომელთა შედეგებსაც ჩვენ ველოდებით, შემდეგ კვირაში და მომდევნო კვირაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა დესტრუქციული საუბარი, არამედ საქმეზე ორიენტირებული. ვთვლი, რომ როდესაც მივალ საკანონმდებლო ორგანოში, მე გამაჩნია ვალდებულება, რომ გარკვეულ კითხვებზე გავცე ის პასუხები, რომელთა მოლოდინიც არის. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა მოსამზადებლად პერიოდი, რომ მივიდე საკანონმდებლო ორგანოში უკვე გარკვეული შედეგებით. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმიჯნოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სექტორი, ექიმები პოლიტიკური მანევრებისა და სპეკულაციებისგან. ღია წერილებით

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:14

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ საკარანტინო სივრცეში ანალიზების შესაძლო არევის ფაქტი განმარტა

ამ წუთებშიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ამ ადამიანს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა თუ არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცის სახლში გაშვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2020, 23:50

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - იგი სრულიად ჯანმრთელია

ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცხადყოფენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულიად ჯანმრთელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საზღვრებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან გავხსნით, სადაც რისკი მინიმალურია

საწყის ეტაპზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ტურისტს უნდა ჰქონოდა PSR ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც 72 საათის ვალიდურობის იყო, თუმცა შემდეგ ეს საკითხი განვიხილეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რადგან იყო რისკი, რომ სწორედ ამ 72 საათის პერიოდში დაინფიცირებულიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე ეს არ იძლეოდა გარანტიას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როგორ ემზადება ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

მოლოდინი იმისა, რომ 4 თვეში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახდება პირობითად გერმანიის სისტემის მსგავსად მდგრადი, მე არ მაქვს, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ შევძლოთ და გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა ისე, რომ ქვეყანას არ დასჭირდეს გარკვეული საგანგებო ღონისძიებების ჩატარება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:37

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: აგვისტოში გვეცოდინება, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის

„ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, რათა ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის. ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება“,- აღნიშნა მინისტრმა.